Top 10 similar words or synonyms for ნატურმორტი

წითელქუდა    0.855656

რენუარის    0.833248

მათარა    0.827742

ლოენგრინი    0.822191

მტრედები    0.818375

ჩიბუხი    0.817932

პუარო    0.816714

კურბე    0.815820

რემბრანდტის    0.814376

შენამდე    0.811773

Top 30 analogous words or synonyms for ნატურმორტი

Article Example
ნატურმორტი ნატურმორტი — სახვითი ხელოვნების ჟანრი, რომელიც ასახავს ერთიან გარემოში ჯგუფურად ორგანიზებულ საგნებს. უსულო საგნების გარდა ნატურმორტზე ასახულია ბუნებრივი გარემოსაგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები — თევზი, ყვავილები, მწერები, ჩიტები, ცხოველები. ადამიანები მხოლოდ ავსებენ ძირითად მოტივს და კომპოზიციაში მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. ნატურმორტში მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საგნების სტრუქტურას, მოცულობას, მათი ზედაპირის ფაქტურას. ნატურმორტის ძირითადი ნიშანია დეკორატიულობა, ნატურის გადმოცემის ილუზიური სიზუსტე. ნატურმორტის ისტორიულ განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა სოციალურ გარემოს ენიჭება. სხვადასხვა ეპოქაში ნატურმორტი სხვადასხვანაირია, იცვლება მისი როგორც ფორმა, ასევე შინაარსი.
ნატურმორტი იგი შეიძლება შედგებოდეს არა მხოლოდ უსულო საგნებისაგან, არამედ მოიცავდეს ბუნებრივ ფორმებსაც. ამიტომ უფრო ზუსტია სახელწოდება, რომელიც მიღებულია ინგლისურენოვან ქვეყნებში — Still life „წყნარი სიცოცხლე“. ნატურმორტის ხელოვნება, როგორც ჟანრი გაჩნდა ჰოლანდიაში, XVII საუკუნის დასაწყისში. მხატვრები გამოსახავდნენ ყველაზე ჩვეულებრივ საგნებს, მაგრამ აჩვენებდნენ მათ სილამაზესა და პოეტურობას. ნატურმორტის უდიდესი ოსტატია ფრანგი ჟან შარდენი. XIX საუკუნეში სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ბევრი მხატვარი ქმნიდა ნატურმორტის შესანიშნავ ნიმუშებს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პოსტიმპრესიონისტები, რომელთათვისაც საგანთა სამყარო ერთ-ერთი უმთავრესი თემა იყო (ვან გოგი, პოლ სეზანი). XX საუკუნეში ნატურმორტის ჟანრში მუშაობენ განსხვავებული სტილური მიმართულების მხატვრები, რომლებიც ასევე განსხვავებულად წარმოსახავენ ფერს, ფორმას, სივრცეს. ნატურმორტის საუკეთესო ნიმუშებში არა მხოლოდ საგანთა სილამაზეა გახსნილი, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც, მისი გრძნობები და განცდები, განსაზღვრული ისტორიული ეპოქის რეალური ცხოვრების თავისებურებანი.
ნატურმორტი ჩალის ქუდით 1884 წლის ნოემბერში ვინსენტი ახალი ტილოების, ნატურმორტების შექმნას იწყებს, ხატავს ბოთლებს, თასებს, ქოთნებსა და სხვა ნივთებს. "ნატურმორტი ჩალის ქუდით" სწორედ მაშინ, ნუენენში შექმნა. ის წერდა, რომ ნამუშევრების გაყიდვა ძალიან რთული იქნებუდა, მაგრამ სჯეროდა, რომ იმ ზამთარს შექმნილი ნატურმორტები ძვირად ფასობდნენ.
ნატურმორტი ჩალის ქუდით ნატურმორტი ჩალის ქუდით () — ჰოლანდიელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი, ასევე ცნობილი სახელით "„ნატურმორტი ყვითელი ჩალის ქუდით“" ან "„ნატურმორტი ქუდით და ჩიბუხით“", შესრულებული 1881 ან 1885 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში, იმ პერიოდში, როდესაც ვინსენტი ქალაქ ნუენენში ცხოვრობდა.
ნატურმორტი ჩალის ქუდით "ნატურმორტი ჩალის ქუდით" და სხვა მსგავსი ნახატები კრიტიკოსებში დიდ მოწონებას იმსახურებენ ნახატის შესრულების ტექნიკის გამო. ამ ნახატებს ახასიათებთ სუფთა, დაწვრილმანებული ფერწერა და სუსტი ფერები. იმ ორი წლის განმავლობაში, როცა ვან გოგი ნუენენში იმყოფებოდა, მრავალი აკვარელის და 200-მდე ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევარი შექმნა. ამასთან გაამრავალფეროვნა პალიტრა, ნახატებში გამოიყენა ახალი, განსხვავებული ფერები, მათ შორის ოხრა, მიწისფერი, ძალიან მუქი მწვანე, რამაც მის ნამუშევრებს ახალი იერი შესძინა. როცა თეოს, ვინსენტის ახალი ნახატების პარიზში გაყიდვა გაუჭირდა, მისწერა მას, რომ ნახატები ძალიან მუქი და იმ დროინდელი იმპრესიონისტების ნამუშევრებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.