Top 10 similar words or synonyms for ნართული

დოგმატიკური    0.879715

აბდულმესიანი    0.843782

ქართველოლოგიაში    0.841214

ჰერული    0.833132

ეგზეგეტიკური    0.830159

სკვითინები    0.829247

ყაბარდოული    0.828045

ტიბარენები    0.824583

აპოკრიფული    0.824478

მემკვიდრეობასა    0.822080

Top 30 analogous words or synonyms for ნართული

Article Example
ნართული ეპოსი ნართული ეპოსი აღმოცენდა გვაროვნული წყობილების ნიადაგზე, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხლობდა მატრიარქატის გადმონაშთები. ეპოსმა შეიწოვა მომდევნო საზოგადოებრივი ფორმაციების დამახასიათებელი ელემენტები, მაგრამ საუკუნეებს გამოატარა და დღემდე მოიტანა დიდი მხატვრული სიძლიერით და დამაჯერებლობით შექმნილი ბრძენი ქალის — სათანას სახე. ეპოსი თავის ცხოველმყოფელობას დღემდე ინარჩუნებს. ოსეთში, ყაბარდოში, ადიღეში, აფხაზეთში დღესაც ცხოვრობენ მთქმელები, რომლებიც მღერიან სიმღერას ნართბზე. ოსთა და ადიღეელთა თქმულებების ჩაწერა XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო, სხვა ეროვნული ვარიანტებისა — მოგვიანებით. აფხაზთა თქმულებები ნართებზე მხოლოდ 1930-იან წლებში გახდა ცნობილი. პირველად საბჭოთა პერიოდში გამოიცა შეკრებილი ტექსტები ორიგინალურ ენაზე და რუსული თარგმანი. ნართული ეპოსი თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებზე.
ნართული ეპოსი ნართული ეპოსი — კავკასიის ხალხთა ეპოსი. უფრო სრულად არის წარმოდგენილი ოს, ადიღელ და აფხაზ ხალხებთან. ცნობილია ბალყარების, ყარაჩაელების, ინგუშებისა და ჩაჩნებისთვისაც. მისი გამოძახილი ისმის სვანების და სხვა ქართველი მთიელების და დაღესტნის ხალხურ შემოქმედებაში. ტერმინი „ნართი“ ეპოსის გმირთა საერთო სახელწოდებაა. ეპოსი ჰეროიკულია, გამსჭვალულია სიმამაცის კულტით, მოგვითხრობს გმირთა შორეულ ლაშქრობებსა და საგმირო საქმეებზე. ნართული ეპოსის გენეზისი საბოლოოდ არ არის დადგენილი. მას საფუძვლად უნდა დადებოდა ძვ. ალანური ეპიკური ციკლი, რომლის ფესვები სკვითების ეპოქამდე (ძვ. წ. VII-IV სს) აღწევს. ეპოსის ეროვნული ვარიანტები მდიდრდებოდა ადგილობრივი ფოლკლორის ხარჯზე.
ოსური ლიტერატურა ოსური ლიტერატურა — ოსი ხალხის ლიტერატურა. საუკუნეთა განმავლობაში ოსი ხალხის ისტორიული ცხოვრება აისახებოდა და ვლინდებოდა ფოლკლორში. იგი გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებით. ზეპირსიტყვიერების მნიშვნელოვანი ძეგლია ნართული ეპოსი.
აფხაზები აფხაზურ ხალხურ შემოქმედებაში, ზოგიერთი სხვა კავკასიელი ხალხის ფოლკლორის მსგავსად, განსაკუთრებული ადგილი უკავია ნართების ეპოსს. ნართები ასი ძმანი იყვნენ, მათი საგმირო თავგადასავლები არაერთ სიმღერასა და თქმულებაშია გადმოცემული. ნართებში ყველაზე გამორჩეულია "სასრიყვა", უმცროსი ძმა. აღსანიშნავია ასევე ნართების დედა — "სათანეი-გუაშა", მის მხატვრულ სახეში აშკარად ჩანს მატრიარქალური ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ნართული ეპოსის აფხაზურ ვერსიაში ნართები ცხოვრობენ ქვის საცხოვრებლებსა და ციხე-კოშკებში, რაც არც აფხაზებისთვის ყოფილა დამახასიათებელი და არც ჩდილოკავკასიელი ადიღეველებისათვის. აფხაზურ ეპოსში არ ჩანს არც ქრისტიანული ნიშნები. ამის გამო მეცნიერები ფიქრობენ, რომ ძველი ქრისტიანი აფხაზებისათვის ნართული ეპოსი უცნობი იყო, იგი აფხაზურ ფოლკლორში შედარებით ახალია და იგი თან მოიტანეს ჩრდილოკავკასიელმა ხალხებმა შუა საუკუნეების მიგრაციისას. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ნართული ეპოსის აფხაზურ ვერსიაში აღწერილი გეოგრაფიული გარემო არ ემთხვევა აფხაზეთის გარემოს, მდებარეობას, მცენარეულ და ცხოველურ სამყაროს, რასაც მკვლევარები იმით ხსნიან, რომ დღევანდელი აფხაზების წინაპრები ეთნიკურად ერთ ერად აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ჩამოყალიბებულან.