Top 10 similar words or synonyms for მსუსხავი

დიგენეზური    0.918397

ჰიპოთალამუსი    0.911546

საქაროზა    0.908411

სტეროიდი    0.907089

კონებად    0.905823

ეკლები    0.903197

ღეროებში    0.901446

მრავალჯაგრიანი    0.901210

იოდიდი    0.898415

მაგნეტიტი    0.897205

Top 30 analogous words or synonyms for მსუსხავი

Article Example
მცენარის ბუსუსები ხეშეში, ეკლიანი და შხამიანი ბუსუსები (მაგ., ჭინჭრის მსუსხავი ბუსუსები) თავდაცვის საშუალებაა.
არამსუსხავნი არამსუსხავნი () — უხერხემლო ცხოველების ქვეტიპი ნაწლავღრუიანების ტიპისა, წარმოდგენილია ერთადერთი კლასით — სავარცხლურებით. არამსუსხავნთ მსუსხავი უჯრედები არა აქვთ. საკვებს ზოგი საცეცების წებოვანი უჯრედების საშუალებით იჭერს, ზოგი — პირის ირგვლივ განვითარებული ორი ლაპოტით, ზოგი კი პირდაპირ ყლაპავს მსხვერპლს.
პლანულა პლანულა — ნაწლავღრუიანთა განვითარების ერთ-ერთი სტადია. აქვთ ოვალური, წაგრელებული ან ჭიისებრი სხეული, რომელიც, შედგება 2 შრისაგან: ექტოდერმა, წარმოდგენილი შოლტიანი უჯრედებით, რომელთა შორის განლაგებულია ეპითელურ-კუნთოვანი ნერვული და მსუსხავი უჯრედები და ენტოდერმა, რომელიც შემოსაზღვრავს ნაწლავის ღრუს.
ჭინჭრისდედა ჭინჭრისდედა (ლათ. Lamium album) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. მისი ფოთლები ჭინჭრისას წააგავს, მაგრამ მსუსხავი ბეწვები არ აქვს. იზრდება საქართველოს ყველა რაიონში. ყვავილი და ფოთოლი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინს და ასკორბინმჟავას. ხარობს მთელს ევროპასა და წინა აზიაში, იზრდება ყველანაირ გარემოში, თუმცა ნესტიანი, ნოყიერი ნიადაგი ურჩევნია.
ჭინჭარი ჭინჭარი () — ერთი ან მრავალწლიანი მცენარე ჭინჭრისებრთა ოჯახისა, ფოთლები დიდი, კვერცხისებრ-გულისებრია, ღეროები სიმაღლით 50-100 სმ-ს აღწევს. ყვავილები წვრილი, მწვანე, ერთსაფარიანი, შეკრებილია უბეებში თავთავისებრ ყვავილედებად. ფოთლები დაფარულია მსუსხავი ბუსუსებით და ხაოებით, რომლებიც დამსხვრევისას და შეხებისას წვრილი ბოლოთი აზიანებენ კანს, გამოყოფენ მომწამვლელ სითხეს, რომელიც იწვევს მწარე ტკივილს, ქავილს, და მსუბუქ ანთებით პროცესს.
აქტინიები აქტინიები იკვებებიან პლანქტონური კიბოსნაირებით, მოლუსკების ლარვებითა და პატარა თევზებით. მსხვერპლს იჭერენ პირის ირგვლივი საცეცებით, რომლებიც აღჭურვილია მსუსხავი უჯრედებით. ამ უკანასკნელთა საშუალებით აქტინიები პატარა ცხოველებს ხოცავენ, ადამიანის კანს კი სუსხავენ. ზოგი აქტინიები სიმბიოზშია კიბო-განდეგილთან. ჩვეულებრივ სქესობრივად მრავლდებიან, ზოგი უსესქესოდ. ცნობილია ცოცხლადმშობი სახეობებიც.
შხამიანი ცხოველები შეიარაღებულ შხამიან ცხოველებს შხამიან ჯირკვლებთან ერთად აქვთ მჩხვლეტავი აპარატი, რომლის საშუალებითაც ცხოველს შხამი შეჰყავს მტრის ან მსხვერპლის სხეულში. ასეთია უმარტივესების, მაგ.: ინფუზორიების ტრიქოცისტები, ნაწლავღრუიანების (ჰიდრები, აქტინიები, მედუზები) მსუსხავი უჯრედები, მრავალი ფეხსახსრიანის (მორიელები, ფუტკრები, კრაზანები) მრავალუჯრედიანი კანის ჯირკვლები, რომლებიც ნესტართანაა დაკავშირებული და სხვ. მრავალი ცხოველის (მრავალფეხიანები, ობობები, ტკიპები, ბაღლინჯოები, ზოგიერთი ორფრთიანი, ხერხემლიანთაგან გველები) შხამიანი ჯირკვლები პირის ორგანოებთანაა დაკავშირებული და მსხვერპლის სხეულში შხამი აღწევს კბენის ან ჩხვლეტისას. შეიარაღებული შხამიანი ცხოველის შხამი თავდაცვის ან თავდასხმის საშუალებაა.
ნაწლავღრუიანები ნაწლავღრუიანები (Coelenterata), უხერხემლო ცხოველების ტიპი. უმეტესობა ზღვის ბინადარია, ზოგი მტკნარ წყალში ცხოვრობს. გვხვდება ნაწლავღრუიანების მარტოული და კოლონიური ფორმები. ზოგი ნაწლავღრუიანები მჯდომარეა (მტკნარი წყლის ჰიდრები, ჰიდროიდული ფა მარჯნის პოლიპები), ზოგი — თავისუფლადმცურევი (მედუზები). ნაწლავღრუიანების მრავალ სახეობას ახასიათბს მეტაგენეზი. ნაწლავღრუიანების მარტივ ან საკნებად დაყოფილ ერთადერთ ნაწლავის ღრუში ხდება საკვების მონელება. ნაწლავის ღრუ გარემოს უკავშირდება პირის ხვრელით, რომელიც გარშემორტყმულია საცეცებით. ნაწლავღრუიანების სხეული შედგება ექტოდერმისა და ენტოდერმისაგან, რომელთა შორის განვითარებულია მეზოგლეა. ექტოდერმა ძირითადად შედგება ეპითელიუმურ-კუნთოვანი, მსუსხავი და არადიფერენცირებული უჯრედებისაგან. ენტოდერმაში მოთავსებულია ეპითელიუმურ-კუნთოვანი და ჯირკვლოვანი საჭმლის მომნელები უჯრედები, რომლებიც ამების ცრუფეხების მსგავსი გამონაზარდებით ნაწლავის ღრუდან უჯრედში შეიტაცებენ ნაწილობრივ მონელებულ საჭმლის ნაწილაკებს და იწყება უჯრედშიგა მონელება. გადამუშავებელი ნარჩენები პირის ხსვრელით გარეთ გამოიდესვნება. ნაწლავღრუიანებს ნერვული სისტემა წარმოდგენილია სუბპითელიუმური ნერვული ბადით. გრძნობის ორგანოებიდან აღსანიშნავია შუქშემგრძნობი თვალები და სტატოცისტები (წონასწორობის ორგანო), რომლებიც მხოლოდ მედუზებს აქვთ. ნაწლავღრუიანები, როგორც წესი, ჰაყოფილსქესიანებია. განაყოფიერება გარეგანია. ზიგოტიდან ვითარდება ლარვა-პლანულა, რომლისაგანაც მეტამორფოზის შედეგად მიიღება პოლიპი (იშვიათად მედუზა). მრავლდებიან ვეგეტატიურადაც (დაკვირტვა ანუ სტრობილაცია), რომლის შედეგადაც უფრო ხშირად კოლონია წარმოიქმნება. ზოგი ნაწლავღრუიანები თევზების საკვებია. ნაწლავღრუიანები ივითარებენ კიროვან ჩონჩხს, რომელიც წარმოქმნის წყალქვეშა და წყალზედა კლდეებს (რიფები, ატოლები). ნაწლავღრუიანებთაგან აღსანიშნავია კეთილშობილი (წითელი) მარჯანი, რომლის ვარდისფერი კიროვანი ღერძი საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება. ზოდ მედუზას ადამიანი საკვებად იყენებს, ზოგიერთის მსუსხავი უჯრედები მობანავეთა მძიმე ტოქსიკოზს და სიკვდილსაც კი იწვევენ. ნაწლავღრუიანების ტიპი 3 კლასს შეიცავს: ჰიდროიდულები, სციფოიდურები და მარჯნის პოლიპები. ზოგჯერ ნაწლავღრუიანებს მიაკუთვნებენ სავარცხლურებსაც. ცნობილია ნაწლავღრუიანების 9000-მდე თანამედროვე სახეობა. ცნობილია აგრეთვე ნაწლავღრუიანების 20000-მდე გადაშენებულისახეობა, რომელთა უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო მძლავრი კირქვიანი შრეების წარმოქმნაში.
გამაფრთხილებელი შეფერილობა გამაფრთხილებელი შეფერილობა — მკვეთრი, თვალში საცემი შეფერვა, რაც ახასიათებს ზოგ ცხოველს და საჭმელად მის უვარგისობაზე მიანიშნებს. გამაფრთხილებელი შეფერილობა იცავს მას მხოლოდ ისეთი ცხოველებისგან, რომლებსაც კარგად განვითარებული მხედველობის წყალობით შეუძლიათ ფერების გარჩევა და რთული რეფლექსური მოქმედების მეოხებით გამომუშავებული აქვთ პირობითი რეფლექსი ამა თუ იმ ფერზე. გამაფრთხილებელი შეფერილობა ჩვეულებრივ ახასიათებთ ცხოველებს, რომლებსაც აქვთ მსუსხავი უჯრედები (მრავალი აქტინია), შხამიანი ჯირკვლები და ეკლები (ზოგიერთი თევზი და მწერი), ძვლოვანი ჯავშანი, შხამიანი „ხორცი“ ან შხამიანი ლორწო (სალამანდრა, გომბეშო, ვასაკა, ზოგი შხამიანი გველი, ხვლიკი), ან არასასიამოვნო სუნის სითხეს გამოყოფენ (მრავალფეხიანები, ხოჭოები, სწორფრთიანები, ბაღლინჯოები, პეპლები, სხვადასხვა მყრალა). ამიტომ მტაცებლებს სწრაფად უმუშავდებათ პირობითი რეფლექსი ასეთი ცხოველების გამაფრთხილებელ შეფერილობაზე. ასეთი ცხოველები მოძრაობენ ნელა და მტაცებლის თავდასხმის დროს ისეთ პოზას იღებენ, რომ ადვილად შესამჩნევნი გახდნენ. ზოგჯერ გამაფრთხილებელ შეფერილობას ახლავას მფარველობითი შეფერილობა ან „მუქარის პოზები“, გამაფრთხილებელი ბგერები და სუნი. გამაფრთხილებელი შეფერილობა ხელს უწყობს სახეობის შენარჩუნებას არსებობისათვის ბრძოლაში. იგი გამომუშავდა ორგანიზმების ევოლუციურ პროცესში ბუნებრივი გადარჩევის შედეგად.
მცენარეების დაცვა მცენარეებს გააჩნიათ სხვადასხვაგვარი სტრუქტურული და ფიზიოლოგიური მექანიზმები, რომლებიც მათ საშუალებს აძლევს წინააღმდეგობა გაუწიონ არახელსაყრელ ზეგავლენებს, მაგალითად ძალიან მაღალ ან ძალიან დაბალ ტემპერატურებს ან ხანგრძლივ გვალვას. პოტენციური მავნებლებისა და დაავადებებისაგან თავის დასაცავად უმოძრავო მწვანე მცენარეს ესაჭიროება ყველანაირი მოწყობილობა - სტრუქტურული, ფიზიკური თუ ქიმიური. ეკლები და მსუსხავი ბუსუსები საიმედოდ იცავენ მცენარეებს მსხვილი ცხოველებისაგან, მაგრამ ისინი არ გააჩნია ყველა სახის მცენარეს, და რა თქმა უნდა, ისინი ვერ იცავენ მცენარეს ისეთი პატარა მავნებლებისაგან, როგორიცაა მწერები. თითქმის ყველა მცენარეში მტრებისგან თავის დასაცავად ყველაზე მთავარი იარაღი თავდაცვის ქიმიური სისტემაა, რომელშიც შედის ათასობით სხვადასხვა ნაერთი. სასიცოცხლო პროცესებისთვის მცენარეს ესაჭიროება მათი მცირე რაოდენობა, დანარჩენი კი შეადგენენ იმ არსენალს, რომლის მეშვეობითაც მცენარეები თავს იცავენ პოტენციური პათოგენებისა და მავნებლებისაგან. განვიხილოთ მცენარის თავდაცვის რამდენიმე მექანიზმი უფრო დეტალურად.