Top 10 similar words or synonyms for მონელება

ლორწოს    0.907199

გარეგანია    0.905235

ქსოვილში    0.904928

ლორწოვან    0.904820

ლარვები    0.902454

მომნელებელ    0.901574

ერითროციტებში    0.901142

ნაწლავებში    0.901087

მემბრანული    0.900873

თირკმელზედა    0.897393

Top 30 analogous words or synonyms for მონელება

Article Example
საჭმლის მონელება საჭმლის მონელება — რთული ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი საკვების ისეთ ფიზიკურ და ქიმიურ გარდაქმნებს, რომელთა შედეგადაც საკვებიდან გამოცალკევდება საყუათო ნივთიერებები, იშლება სახეობრივ სპეციფიკურობას მოკლებულ მარტივ, წყალში ხსნად ნივთიერებებად და გამზადდება სისხლსა და ლიმფაში შესაწოვად. საკვების ფიზიკური გარდაქმნა ნიშნავს მის დაქუცმაცებას, საჭმლის მომნელებელ წვენებთან შერევასა და წყალში გახსნას, ხოლო ქიმიური გარდაქმნა — საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპეციალიზებულ უჯრედებში წარმოშობილი ჰიდროლიზური ფერმენტების — ჰიდროლაზების გავლენით საყუათო ნივთიერებების — ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ეტაპურ გარდაქმნას, რომლის დროსაც მაღალმოლეკულური ნივთიერებები წყლის თანაობისას დაბალმოლეკულურ წყალში ხსნად ნივთიერებებად იშლება. ჰიდროლიზის შედეგად წარმოშობილი შედარებით მარტივი ნივთიერებები შეიწოვება და მათგან კვლავ მიიღება რთული ორგანული ნივთიერებანი ან მოიხმარება ენერგეტიკული მიზნებისათვის.
საჭმლის მონელება ცნობილია 3 ტიპის საჭმლის მონელება: უჯრედშიგა, უჯრედგარეთა (დისტანტური) და მემბრანული (უჯრედის ზედაპირთან). უჯრედშიგა მონელება ახასიათებს ყველა ერთუჯრედიან ორგანიზმს და ზოგიერთ მრავალუჯრედიან ცხოველს. უჯრედგარეთა მონელება მიმდინარეობს უჯრედგარეთა არეში — ჩვეულებრივ სპეციფიურ ღრუებში. ასეთ ორგანიზმებს ფერმენტის გამომმუშავებელი ზოგი ორგანო სადინრებით ჩადის. ამას უწოდებენ დისტანტურ მონელებას. არის აგრეთვე დისტანტური ღრუს გარეთ მონელება. მემბრანული მონელება იგივე უჯრედგარეთა მონელებაა, რომელიც ხდება არა ღრუში, არამედ უჯრედთა მემბრანების სტრუქტურებზე, მაღალორგანიზებული ცხოველების შემთხვევაში — ნაწლავის უჯრედების მიკროხაოების მემბრანების ზედაპირზე და წარმოადგენს საყუათო ნივთიერებათა ჰიდროლიზის შუალედ და საბოლოო ეტაპს.
საჭმლის მონელება საჭმლის მომნელებელი სისტემის ყოველი ფერმენტი ანუ, როგორც მათ უწოდებენ, ენზიმი გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონკრეტულ ნაწილში და მუშაობს მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: მჟავა, ტუტე ან ნეიტრალურ გარემოში. ყოველი ფერმენტი მოქმედებს მხოლოდ კონკრეტულ ნივთიერებაზე, რომელსაც ისე ერგება, როგორც გასაღები საკეტს. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კომპლექსური ორგანოა, რომელსაც საჭმლის მონელება აკისრია.
ნაწლავები ნაწლავები () — საჭმლის მომნელებელი სისტემის ნაწილი, რომელიც იწყება კუჭის პილორუსის ნაწილიდან და მთავრდება უკანა გასავლით. ნაწლავებში ხდება საკვების გადამუშავება და მონელება, ამ დროს წარმოქმნილი შლაკების მოცილება, ხორციელდება ზოგიერთი ინტესტინალური ჰორმონის სინთეზი; იგი აგრეთვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნურ პროცესებში.
პეპსინი პეპსინი ( — საჭმლის მონელება) — ჰიდროლაზების კლასის (ფკ 3.4.23.1) პროტეოლიტური ფერმენტი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭის ლორწოვანი გარსის მთავარი უჯრედები, ახორციელებს საკვების ცილების დაშლას პეპტიდებამდე. პეპსინი არსებობს თევზების უმეტესობის, ძუძუმწოვრების, ფრინველების და ქვეწარმავლების კუჭის წვენში.
ვენერას ბუზიჭერია ვენერას ბუზიჭერია (Dionaea muscipula) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარე დროზერასებრთა ოჯახისა. აქვს ორნაკვთიანი, მგრძნობიარებეწვებიანი ფოთლები. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5—10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება. ვენერას ბუზიჭერია იზრდება უნაყოფო ნიადაგებზე — ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს ხავსიან ჭაობებში და ტენიან ქვიშებზე, აზოტის, ფოსფორისა და სხვა შენაერთების ნაკლებობას მწერებით ინაზღაურებს.
დანაწილებული დიეტა დანაწილებულ დიეტას საფუძვლად დაედო ამერიკელი ექიმის დრ. ჰოვარდ ჰეის (Dr. Howard Hay) თეორია, რომლის მიხედვითაც ცილების მონელება ორგანიზმში სრულიად განსხვავებული სახით მიმდინარეობს, ვიდრე ნახშირწყლებისა. აქედან გამომდინარეობს კვების პროდუქტების მკაცრი დაყოფა-დანაწილება. დიეტის სახელიც, - დანაწილებული, ან დაყოფილი დიეტა სწორედ დრ. ჰეის ამ თეორიის მთავარ პრინციპს აღწერს.
ნაწლავები ფიზიოლოგია. ნაწლავებში საჭმლის მონელების პროცესი იწყება წვრილი ნაწლავის ღრუში (ღრუსშიდა საჭმლის მონელება). აქ პანკრეასის ფერმენტების მონაწილეობით ხორციედლება რთული პოლიმერების (ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავების) ჰიდროლიზი პოლიპეპტიდებამდე და დისაქარიდებამდე. წარმოქმნილი ნაერთების შემდგომი დაშლა მონოსაქარიდებამდე, ამინომჟავეებამდე, ცხიმოვან მჟავებამდე და მონოგლიცერიდებამდე ხორციელდება წვრილი ნაწლავის კედელზე, კერძოდ ნაწლავური ეპითელიუმის მემბრანებზე (მემბრანული საჭმლის მონელება), ამასთან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საკუთრივ ნაწლავურ ფერმენტებს. ნივთიერებათა უმეტესობა შეიწოვება თორმეტგოჯა ნაწლავში და მლივი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში; ვიტამინი B12 და ნაღვლის მჟავები – თეძოს ნაწლავში. ნაწლავებში ნივთიერებების შეწოვის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს აქტიური ტრანსპორტი, რომელიც ხორციელდება კონცეტრაციული გრადიენტის საწინააღმდეგოდ ფოსფორული ნაერთების დაშლის შედეგად გამონთავისუფებული ენერგიის გამოყენებით, და დიფუზია. ნაწლავების სხვადასხვა სახის შეკუმშვები (რიტმული, სეგმენტაცია, ქანქარისებური, პერისტალტიკური და ანტიპერისტალტიკური შეკუმშვები) ხელს უწყობენ ნაწლავური შიგთავსის გადამუშავებას და უზრუნველყოფენ მის გადაადგილებას. მსხვილ ნაწლავში ხორციელდება წყლის შეწოვა, მკვრივი შიგთავსის ფორმირება და მისი ორგანიზმიდან ევაკუაცია.
რბილტანიანასებრნი რბილტანიანასებრნი (), ხოჭოების ოჯახი. აქვთ რბილი საფარველები, მათ შორის რბლი ზედა ფრთები. მათი სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ 15 მმ აღწევს. უფრო ხშირად ძაფისებრი ულვაშები აქვთ. მტაცებლები არიან. მატლიც მტაცებელია, ახასიათებს ნაწლავის გარეშე მონელება — ნადავლს ბასრი ყბებით იჭერს, შიგ ფერმენტებს უშვებს და დარბილების შემდეგ შეიწოვს. მოზამთრე მატლები თბილ დღეებში თოვლზე გამოდიან. ოჯახში 3500 სახეობაა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 52 სახეობა, მათ შორის პურის ხოჭო (რომელიც აზიანებს პურის, ქერისა და შვრიის მარცვლებს) და ციცინათელა.
ლომჭიანჭველასებრნი ლომჭიანჭველასებრნი (), მწერების ოჯახი ბადეფრთიანების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2-7,5 სმ ფრთების შლილი -2-17 სმ აღწევს. ფრენენ ნელა. მტაცებელი მწერებია. განსაკუთრებით მათი მატლები, რომლებიც ან ნიადაგის ზედაპირზე ყარაულობენ მსხვერპლს (Palpares-ის გვარ და სხვა), ან ქვიშაში იკეთებენ კონუსურ ორმოებს და მის ფსკერზე იმალებიან (Myrmeleon-ის გვარი). მათი საჭმლის მონელება გარეგანია — მატლი წუწნის საკვებს, რომელიც უკვე გადამუშავებულია ყბების არხით მსხვერპლში შეყვანილი ფერმეტებით. ლომჭიანჭველასებრთა ოჯახში 1200-მდე სახეობაა.