Top 10 similar words or synonyms for მკვრივია

კრისტალებია    0.882343

მაგარია    0.879110

წვრილია    0.868376

ბრჭყვიალა    0.867793

შეფოთლილი    0.867073

ხსნადია    0.862815

ძვლებში    0.861945

მბზინავი    0.860562

ბზინვარება    0.860347

ნივთიერებაა    0.860042

Top 30 analogous words or synonyms for მკვრივია

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
ფეიხოა ბუჩქი სიმაღლით 3 მ აღწევს, აქვს გადაშლილი, ხშირი ვარჯი. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყვავილი ერთეულია, უბისა, დაწყვილებული ან თანაყვავილედად შეკრებილი, ორსქესიანი. ფეიხოას მწიფე ნაყოფი მუქი მწვანეა, კენკრა, რბილია და მარწყვისა და ანანასის არომატი აქვს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 8-35 მგ იოდია) რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. რბილობი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი მკვრივია, წვნიანი, მომჟავო-ტკბილი, მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში, იყენებენ ნედლად და გადამუშავებულა (მურაბა, ღვინო და სხვა).
ნამდვილი რიცხვი ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს ეწოდება "რიცხვითი წრფე" და აღინიშნება R-ით. R სიმრავლე წრფივად დალაგებულია და ქმნის ველს ძირითადი არითმეტიკული ოპერაციების (შეკრება, გამრავლება) მიმართ. რაციონალური რიცხვების სიმრავლე ყველგან მკვრივია R–ში და R მისი გასრულებაა. რიცხვითი წრფის ძირითადი თვისებაა უწყვეტობა.
ბაზალტი ბაზალტი კარგი საშენი მასალაა. იყენებენ ღორღისა და საცალო ქვის დასამზადებლად, ასევე ნაგეგობათა მოსაპირკეთებლად; მკვრივია, კარგად იხეხება, რის გამო მას ძველი დროიდან (ეგვიპტე, ასურეთი, გვიანდელი რომი, ბიზანტია და სხვ.) იყენებდნენ ქანდაკებებისათვის.
იონოსფერო 100—110 კმ სიმაღლეებზე სპორადიულად წარმოიშვება ES ფენა, რომელიც მეტად თხელია (0,5-1 კმ), მაგრამ საკმაოდ მკვრივია. ამ ქვეფენის განსაკუთრებულ თვისებას წარმოადგენს ელექტრონების კონცენტრაციის მაღალი მნიშვნელობა (ne~105 სმ−3), რის გამოც იგი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საშუალო რადიოტალღებისა და ხშირად მოკლე რადიოტალღების გავრცელებაზეც, რადგანაც ხდება ამ ფენიდან აღნიშნული ტალღების არეკვლა.
ლიკოპოდიუმი ლიკოპოდიუმი (Lycopodium), ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახის მარადმწვანე ბალახოვანი მცენარეების გვარი. სასპორე თავთავები (სტრობილები) კენწრული და მკვრივია. შედგება ღერძისა და სპირალურად განლაგებული სპოროფილებისაგან, რომელთა ზედა მხარეზე მოთავსებულია სპორანგიუმები. 10-მდე სახეობა ძირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტყის ზონაშია გავრცელებული. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: Lycopodium clavatum და Lycopodium annotinum. ლიკოპოდიუმის და ზოგიერთი მისი მონათესავე გვარის სახეობათსა სპორები გამოიყენება სამკურნალოდ და სამსხმელო წარმოებაში.
ბრინჯაო ბრინჯაოს საუკეთესო ჩამოსხმითი თვისებების წყალობით შესაძლებელი ხდება ნებისმიერი მოდელის უფაქიზესი დეტალების რეპროდუქცირება. ბრინჯაო მკვრივია, ოქსილირების შედეგად იძენს მედეგ ფერს (ბუნებრივ პატინას), ადვილია მისი ქიმიური ტონირება (პატინირება), მოოქროვება, მოჭედვა და გრავირება, რაც ნაკეთობათა ფერისა და გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. ბრინჯაო ფართოდ გამოიყენება სამონეტო საქმიანობაში.
ჭანჭური ჭანჭური — ხილის საქართველოში ფართოდ გავრცელებული ადგილობრივი ჯიში. ჭანჭური საშუალი სიმაღლის ხეა. აქვს ძლიერგანტოტვილი, პირამიდული ვარჯი, მოწითალო ან მოყვითალო ფერის, გამოკვეთილყელიანი, მოგრძო ნაყოფი; ნაყოფის კანი თხელი და მკვრივია, რბილობი — მოყვითალო, წვნიანი, სპეციფიური არომატი აქვს. დამწიფებას იწყებს აგვისტოს დასაწყისში. იყენებენ ნედლად ხილის სახით, ჩირად და ხილფაფად. ხე მსხმოიარობაში შედის მე-5—მე-6 წელს, მაღალმოსავლიანია.
კალოს მსხალი კალოს მსხალი — ქართული მსხლის საზაფხულო ჯიშების საერთო სახელწოდება. გავრცელებულია სამრეწველო მეხილეობის რაიონებში, უმეტესად საკარმიდამო ნაკვეთებზე — სამარიობის, საელიობოს, ივლისის მსხლისა და სხვა სახელწოდებებით. ხე სწრაფად იზრდება, განიერ-პირამიდულია. მსხმოიარობას გვიან იწყებს. უხვმოსავლიანია. ნაყოფი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უმეტესად ასიმეტრიული. მოყვითალო კანის ქვეშ უხვი მწვანე წერტილები აქვს. რბილობი მკვრივია, მუქი ყავისფერია, საკმაოდ წვნიანი. კარგი გემო და არომატი აქვს. ნაყოფი დიდხანს არ ინახება.
გავაზური გავაზური, ძველი ქართული ატმის ჯიში. ნაყოფი მომრგვალო-ბირთვისებრია, მსხვილი, საშუალოდ 180 გ იწონის; სახრავია, აქვს ყვითელი, სქელი კანი; რბილობი მკვრივია, ყვითელი, წვნიანი, ტკბილი. არომატული, ოდნავ მწკლარტე. მწიფდება შუა სექტემბერში, ტრანსპორტაბელურია. სუფრისა და საკონსერვო ჯიშია. აქვს კლონური სახესხვაობები. ხე ინტენსიურად იზრდება. მოსავალს დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს იძლევა. საშუალო მოსავლიანობა —110 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია კახეთში, უმთავრესად ყვარლის რაიონში.
ზანდური ზანდური — კილიანი ხორბლის უძველესი ქართული ჯიში-პოპულაცია. საქართველოს ენდემია, წარმოდგენილია პოლიპლოიდური რიგით, მოიცავს გვაწა, ჩელტა და ჰექსაპლოიდურ ზანდურს. წარმოშობის კერაა რაჭა-ლეჩხუმი. ბიოლოგიურად მცენარე საგაზაფხულოა, მაგრამ თესენ შემოდგომით. ძნელად ეჯვარება სხვა სახეობებს. თავთავი მკვრივია, მარცვალი მსხვილი, კარგად იფქვება და ცხვება. ზანდურს სასელექციო მასალად იყენებენ ბევრ ქვეყანაში იმუნური ჯიშებისა და ჰიბრიდული ხორბლის შესაქმნელად. დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა.