Top 10 similar words or synonyms for მთავარანგელოზთა

მთავარანგელოზის    0.919846

ფერისცვალების    0.889895

ჯვარ    0.874077

ანჩისხატის    0.865769

ზარზმის    0.865564

გუმბათიანი    0.860488

ტაძრად    0.859614

სამთავისის    0.856316

ღმრთისმშობლის    0.855048

ლომისის    0.854212

Top 30 analogous words or synonyms for მთავარანგელოზთა

Article Example
მაღრაანის მთავარანგელოზთა ეკლესია ეკლესია დარბაზულია (9,7 X 6,3 მ), ნაგებია შერჩეული და ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი რიყის ქვით. პილასტრები, საბჯენი თაღები, კამარა და კარ-სარკმლები აგურითაა გამოყვანილი. 1986 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა; აღადგინა კედლების დანგრეული ნაწილები და შენობა კრამიტით გადახურა. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთ კარი გარედან შეისრული თაღითაა გადახურული და კედლის მცირედ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, შიგნიდან კი სწორკუთხაა. სამხრეთ კარი შეკეთების დროს გაუგანიერებიათ და ფიცრით გადაუხურავთ. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომელიც ეკლესიის დანარჩენი სივრცისგან წყვილი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი შეისრული საბჯენი თაღითაა გამოყოფილი. აბსიდში სიმეტრიულად განლაგებული ოთხი ნიშია. ნიშების განაპირა წყვილი გეგმით სწორკუთხაა და ნახევაწრიული გადახურვა აქვს. დანარჩენი ორი გეგმით ნახევარწრიულია, უფრო ღრმაა, მაღალი და შეისრულთაღიანია. საკურთხევლის შუაში აგურით ნაგები ტრაპეზი დგას. კანკელი ქვითკირისაა. მას ორი თაღოვანი გასასვლელი და ერთი მცირე ღიობი აქვს. დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთ კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა, შეისრული ფორმისაა კამარაც. ინტერიერი განათებულია ოთხი, შიგნით სწორკუთხა, ხოლო გარედან თაღოვანი სარკმლით. მათგან ერთი აბსიდშია, თითო - დანარჩენ კედლებში. ყველა სარკმლის ღიობი გარეთკენ მაღლდება. ჩრდილოეთ სარკმლის ქვემოთ გეგმით ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშია. ეკლესიის დასავლეთ კედელში (შესასვლელის გვერდებზე), სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში და ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში თითო შეწყვილებული სათოფურია. მათ შორის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სათოფურები კედლის ოდნავ შეღრმავებულ შეისრულთაღიან არეში არიან ჩასმული, რომელიც იატაკის დონიდან იწყება. აკუსტიკური შთაბეჭდილების გაზრდის მიზნით, გრძივ კედლებში, კამარის ქუსლის დონეზე, სამ-სამი პატარა ქვევრია ჩადგმული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი.
დუმასტურის მთავარანგელოზთა ეკლესია დუმასტურის მთავარანგელოზთა ეკლესია — ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე ეკლესია, დგას სოფელ დუმასტურის აღმოსავლეთით 400 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ახმეტის მთავარანგელოზთა ეკლესია ეკლესიის ფასადები მოსწორებულია ბათქაშის სქელი ფენით. შირიმის ლავგარდანი მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზეა შემორჩენილი. მის პროფილს შეადგენს მცირე სიმაღლის თარო, შეზნექილი მრუდე ზედაპირი და ლილვი.
მჭადიჯვრის მთავარანგელოზთა ეკლესია ეკლესია გუმბათოვანია (20.4X17X23 მ სიმაღლე იატაკიდან გუმბათის წვერომდე 23 მ), ნაშენია აგურით. ყველა საბჯენი თაღი, იმპოსტი, შესასვლელების ტიმპანები, სარკმლების თაღები და კონსოლები თლილი ქვისაა. ნაკერი აგურებს შორის პირამდე დუღაბითაა ამოვსებული, რის გამოც კედლებს გლუვი ზედაპირი აქვს. შესასვლელი სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ამოქოლილია). ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის წინ ბემაა.
საროს მთავარანგელოზთა ეკლესია ტაძრის ფასადები შეთეთრებულია კირხსნარით, თუმცა წყობის ხასიათი ნათლად იკითხება. ტაძრის კუთხეები ამოყვანილია ქვიშაქვის გათლილი ქვით, სიბრტყე ამოყვანილია ერთი ზომის პირმოსწორებული ვულკანური ბაზალტით. გარე მოცულობაში ტაძრის გეგმარებითი სტრუქტურა ნათლად იკითხება.