Top 10 similar words or synonyms for მეტაფრასული

ჰაგიოგრაფიული    0.873482

აპოკრიფული    0.869680

თამარიანი    0.852151

დოგმატიკური    0.852013

ბესიკის    0.844879

ვახტანგისეული    0.841043

ეგზეგეტიკური    0.840849

წერეთლისეული    0.836818

ბეგთაბეგისეული    0.834963

აბდულმესიანი    0.834345

Top 30 analogous words or synonyms for მეტაფრასული

Article Example
წმინდა ნინო XII საუკუნის დასაწყისში არსენ ბერმა (შესაძლოა ეს იყოს არსენ იყალთოელი) შექმნა წმინდა ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია, ხოლო XIII საუკუნეში ანონიმი ავტორის მიერ შეიქმნა მისი პერიფრაზირებული ვერსია.
თეოფილე ხუცესმონაზონი თეოფილე ხუცესმონაზონს მეტად ნაყოფიერად უმოღვაწია სასულიერო მწერლობის მრავალ დარგში. მას დიდი წვლილი მიუძღვის მეტაფრასული მწერლობის განვითარებაში. თარგმნა მეტაფრასული ხასიათის ჰაგიოგრაფიული და ჰომილეტიკური თხზულებანი, მ.შ. აღსანიშნავია სვიმეონ მეტაფრასტის საკითხავები (სექტემბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეთა), აგრეთვე ეპიფანე კვიპრელის, ანასტასი სინელის, კირილე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის თხზულებანი. მასვე ეკუთვნის თეოდორიტე კვირელისა და ეპიფანე კვიპრელის დოგმატიკური თხზულებათა ტარგმანები. ეგზეტიკურ თხზულებათაგან მისი თარგმნილია იოანე ოქროპირისეული კომენტარები ძველი აღქმის წიგნებისა. თეოფილე ხუცესმონაზონის მთარგნელობით მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურის ურთიერთობის ისტორიისათვის. ზოგი მისი ნათარგმნი თხზულების ბერძნულ დედანს ჩვენამდე არ მოუღწევია, მ.შ. უნდა აღინიშნოს თეოდორიტე კვირელის „აღსარება მართლისა სარწმუნოებისა“ და ილარიონ ქართველის „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქცია.
იოანე ზედაზნელი იოანე ზედაზნელს საქართველოში მოსვლიდანვე დახმარებასა და მფარველობას უწევდა ქართლის კათოლიკოსი ევლალე. იოანე ზედაზნელის მოღვაწეობა აუწერიათ VI-VII საუკუნეებში, მაგრამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. X საუკუნეში მისი ცხოვრება აღწერა კათოლიკოსმა არსენ II-მ, რომელსაც გამოუყენებია ძველი ტექსტი. მის შესახებ ცნობებს შეიცავს შიო მღვიმელის მეტაფრასული „ცხოვრებაც“.
ილარიონ ქართველის ცხოვრება 2.„ილარიონ ქართველის ცხოვრება“ ქართულ ენაზე დაიწერა (ბ. კილანავა, მ. დოლაქიძე); მისი ვრცელი ათონური და მეტაფრასული რედაქციები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა, თუმცა წყარო — თხზულების მოკლე რედაქცია — საერთო აქვთ. იგივე რედაქცია უდევს საფუძვლად სვინაქსარულსა (ე. გაბიძაშვილი). ამ ვარაუდის თანახმად ექვთიმე მთაწმიდლისა და თეოფილე ხუცესმონაზონის ავტორობის საკითხი საბოლოოს გადაწყვეტილად ვერ ჩაითვლება.
ასურელ მამათა ცხოვრებანი XI–XII საუკუნეებში დაიწყო ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციების გადამეტაფრასება. დაიწერა იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელის, დავით გარეჯელის, აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებათა მეტაფრასული რედაქციები. ინტერესი ასურელ მამათა ცხოვრებისადმი არც შემდგომში შენელებულა. ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილმა (XVII–XVIII სს.) დაწერა „დაძინებაჲ ისე წილკნელ ეპისკოპოსისა“, მარიამ-მაკრინე ბაგრატიონმა (XVIII ს.) — „ცხოვრებაჲ იოსეა ალავერდელისაჲ“. გარკვეული ადგილი დაუთმეს ასურელ მამებს ანტონ I-მა „მარტირიკაში“ და იოანე ბატონიშვილმა „კალმასობაში“.
ილარიონ ქართველის ცხოვრება 1. ვრცელი ათონური რედაქცია ექვთიმე მთაწმიდლის მიერ ბერძნულ ენაზე დაწერილი ხოტბა-ენკომიის თავისებურად გადმოკეთებას, ხოლო მეტაფრასული რედაქცია, რომლის ავტორად თეოფილე ხუცესმონაზონი არის მიჩნეული, ათონური რედაქციის გადამუშავებას უნდა წარმოადგენდეს (კ. კეკელიძე). მოკლე რედაქცია ამ ვარაუდის გამოთქმის დროს (1919-1920) არ ყოფილა გათვალისწინებული (ხელნაწერი აღმოჩნდა 1946).
დავით ტბელი დავით ტბელი, X საუკუნის II ნახევრის ქართველი მთარგმნელი და სასულიერო მოღვაწე, ტბეთის ეპისკოპოსი. ბერძნულიდან თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. ეფრემ მცირის ცნობით, მას უთარგმნია სიმეონ ლოგოთეტის მეტაფრასები. მასვე ეკუთვნის გრიგოლ ღვთისმეტყველის რამდენიმე თხზულების თარგმანი. ძველ წყაროებში დავით ტბელი იხსენიება ეპისკოპოს სტეფანე სანანოისძესთან ერთად.
ბასილი ზარზმელი ბასილი ზარზმელის თხზულება ცნობილია მხოლოდ უცნობი ავტორის მიერ XI საუკუნეში შესრულებული მეტაფრასული რედაქციის მიხედვით, რომლის ერთადერთი, მოსე ჯანაშვილის მიერ მიკვლეული, ხელნაწერი XVI საუკუნეს განეკუთვნება. არსებობს მოსაზრება, რომ სერაპიონ ზარზმელი და მისი ცხოვრების აღმწერი ბასილი ზარზმელი არიან არა IX-X საუკუნეების, არამედ VI-VII საუკუნეების მოღვაწეები. ეს შეხედულება თვით თხზულებაშივე გადმოცემული ისტორიულ სურათს არ ეთანხმება და დაუსაბუთებელი ჩანს.
ილარიონ ქართველის ცხოვრება „ილარიონ ქართველის ცხოვრება“ — IX საუკუნის ქართველი სასულიერო მოღვაწის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. დღემდე მოღწეულია მისი ხუთი რედაქცია: ვრცელი ათონური (ხელნაწერი თარიღდება 1074), მეტაფრასული (ხელნაწერთა უმრავლესობა XVIII საუკუნით თარიღდება), მოკლე (XIII-XIV, XVIII სს.), ძველი სვინაქსარული (XII ს-დან) და გვიანდელი სვინაქსარული (XVIII ს-დან) რედაქციები. მათი წარმომავლობისა და ურთიერთმიმართების შესახებ ორი ვარაუდია გამოთქმული:
ჰომილეტიკა ჰომილეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული მჭერმეტყველების ისტორიისათვის, ის განსაზღვრავდა საეკლესიო ქადაგებათა შედგენის წესებს, ეხებოდა ქრისტიანული მორალისა და ზნეობის საკითხებს. ქართულ ენაზე არსებობს როგორც თარგმნილი, ისე ორიგინალური ქადაგებათა კრებულები, რომლებიც ცნობილია მრავალთავის სახელწოდებითაც. X საუკუნემდე თარგმნილი იყო მსოფლიოს ჰომილეტიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კრებული, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სინური მრავალთავი (864) — უძველესი თარიღიანი ქართული ხელნაწერი. X საუკუნემდე ჰომილეტიკური თხზულებანი მარტივი და სადა ენით ითარგმნებოდა. XI საუკუნის II ნახევრიდან, მეტაფრასული ჰგიოგრაფიის კვალდაკვალ, განვითარდა მეტაფრასული ჰომილეტიკაც (დავით ტბელი, ექვთიმე მთაწმინდელი, გიორგი მთაწმინდელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, ეფრემ მცირე). ორიგინალური ქართული ჰომილეტიკის აღმოცენება სავარაუდებელია VIII-IX საუკუნეებიდან. მისი უსაჩინოესი წარმომადგენელია იოანე ბოლნელი. XVII-XVIII საუკუნეებში ორიგინალური ჰომილეტიკა კვლავ ააღორძინეს ნიკოლოზ რუსთველმა, სულხან-საბა ორბელიანმა, გაიოზ რექტორმა, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელმა და სხვებმა.