Top 10 similar words or synonyms for მელბურნმა

იზეიმა    0.634293

ფრანცმა    0.629429

კოლონიამ    0.591895

ქალაქმა    0.585228

უორიორსმა    0.573361

ბაიერნმა    0.573256

კატასტროფამ    0.570081

სკუდეტო    0.565631

მეცხრედ    0.563885

ჩეხმა    0.563615

Top 30 analogous words or synonyms for მელბურნმა

Article Example
მელბურნი ტურიზმი დღეისათვის ერთ-ერთი ძირითადი დარგია მელბურნის ეკონომიკაში. 2004 წლის მონაცემებით ქალაქს ესტუმრა დაახლოებით 4,6 მილიონი ავსტრალიელი და 1,88 მილიონი უცხოელი ტურისტი. 2008 წლის ბოლოს მელბურნმა პირველობა წაართვა სიდნეის ავსტრალიის ძირითად ტურისტულ ცენტრებს შორის.
მელბურნი ცხოვრებისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი ქალაქის გამოსავლენად ჟურნალ "The Economist"-ის მიერ ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, მელბურნმა სამჯერ დაიკავა პირველი ადგილი 2002, 2004 და 2005წლებში. ეს გამოკვლევები ითვალისწინებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა: კულტურა, კლიმატი, ცხოვრების ღირებულება, დანაშაულის დონე, ჯანდაცვა. უკანასკნელ წლებში სწრაფად მზარდმა ფასებმა საცხოვრებელ ფართზე მელბურნი გადაწიეს 36-ე პოზიციაზე მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქების სიაში და მეორე პოზიციაზე ავსტრალიის ქალაქებს შორის.
მელბურნი ტურიზმი მელბურნის ეკონომიკის მთავარი შემადგენელი ნაწილია. 2004 წლის მონაცემებით ქალაქი ამ წელს მოინახულა 7,6 მილიონმა ავსტრალიელმა და 1,88 მილიონმა უცხოელმა ტურისტმა. ქალაქში დიდი რაოდენობით ჩატარებული საერთაშორისო დონის სპორტული შეჯიბრებების გამო აქ ფართედ გავრცელებულია სპორტული ტურიზმი. ქალაქში სტუმრად მყოფ ტურისტებს შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგენს ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ როგორც ბექპეკერები. 2008 წელს მელბურნმა პირველად გადაასწრო სიდნეის ისეთ მაჩვენებელში, როგორიცაა ავსტრალიელი ტურისტების მიერ ქალაქში დახარჯული ფულის რაოდენობა
Australian Goldfields Open 1975 წელს მელბურნმა მიიღო 1975 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც იმ დროისთვის უკვე რეიტინგული ტურნირი იყო. თუმცა საკუთარი რეიტინგული შეჯიბრება ქვეყანას არ ჰქონდა 2011 წლამდე. ამგვარი სტატუსის ტურნირის ჩატარების პირველი მცდელობა ჯერ კიდევ 1989 წელს იყო, თუმცა ბოლო მომენტში გარკვეულ მიზეზთა გამო გადაიტანეს ჰონგ-კონგში და ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ჩანაცვლდა ჰონგ-კონგის ღია ჩემპიონატით. უფრო ადრე, 1987 წელს, შეწყდა მეინ-ტურის ერთადერთი ადგილობრივი შეჯიბრების, Australian Masters ჩატარება, ხოლო 1988 წელს არსებობა შეწყვიტა ავსტრალიის ჩემპიონატმა პროფესიონალებს შორის. ამგვარად, 1989 წლიდან 2010 წლამდე ავსტრალიაში არ ჩატარებულა სნუკერის არც ერთი პროფესიონალური ტურნირი. გამონაკლისი გახდა მსოფლიო სერიის ეტაპი World Snooker 1995 წელს მელბურნში; თუმცა ეს საკმაოდ უმნიშვნელო შეჯიბრება იყო.
მელბურნი ქალაქის პირველი ევროპელი მაცხოვრებლები იყვნენ ინგლისელები და ირლანდიელები. მხოლოდ ისინი იყვნენ პირველი დასახლებულები, რომლებიც მოვიდნენ ვიქტორიის შტატში ოქროს ციებ-ცხელების დროს და შეადგენდნენ იმიგრანტთა უმრავლესობას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ოქროს აღმოჩენამ და ვიქტორიის შტატში ოქროს ციებ-ცხელების დაწყებამ XIX საუკუნის 50-იან წლებში ხელი შეუწყო მელბურნის სწრაფი განვითარების დაწყებას. ვიქტორიის შტატში ოქროს აღმოჩენიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მელბურნის მოსახლეობა გაიზარდა თითქმის 75 %-ით, 25 ათასიდან 40 ათას ადამიანამდე. ეს ზრდა უწყვეტად გრძელდებოდა შემდგომი ათწლეულების განმავლობაში და უკვე 1865 წლისთვის მელბურნმა გადაუსწრო სიდნეის მოსახლეობის რაოდენობით. ოქროს ციებ-ცხელების შემდგომ წლებში ვიქტორიის შტატში და მელბურნში ჩამოსვლა დაიწყეს გადმოსახლებულთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ ჩინეთიდან, გერმანიიდან და აშშ-დან.
მელბურნი 1880-იანი წლებისთვის მელბურნის სწრაფი განვითარება გაგრძელდა. მელბურნი გახდა ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი ბრიტანეთის იმპერიაში, იმავდროულად ითვლებოდა ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად მსოფლიოში. აყვავების ამ წლებში მელბურნმა თავისთან მიიღო რამდენიმე საერთაშორისო გამოფენა სპეციალურად ამ მიზნებისთვის აშენებულ სამეფო საგამოფენო დარბაზში. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელიც ესტუმრა ქალაქს 1885 წელს, ქალაქს უწოდა "«განსაცვიფრებელი მელბურნი»". ეს ფრაზა შემორჩა, და ქალაქს ამ სახელით მოიხსენიებდნენ მთელი XX საუკუნის განმავლობაში. ქალაქის სწრაფმა მშენებლობამ მოიტანა ბუმი, რომელმაც მიაღწია თავის კულმინაციას 1888 წელს. ამ დროს ფასები უძრავ ქონებაზე მყარდებოდა სამრეწველო განვითარების ოპტიმისტური პროგნოზებით. შედეგად აშენდა მაღალი შენობების, ოფისების, «ყავის სასახლეების», შემოსავლების სახლების დიდი რაოდენობა. ქალაქის შემდგომი განვითარების, თანამედროვე მაღალი შენობების მშენებლობის და ასევე ხამძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების გამკაცრების გამო ბევრი ძველი შენობის დანგრევის შედეგად ბევრი მათგანი დღემდე ვერ შენარჩუნდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მელბურნი დღემდე ცნობილია თავისი ვიქტორიანული არქიტექტურით. ეს პერიოდი ასევე ხასიათდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფართე განვითარებით და, კერძოდ, მელბურნის ტრამვაის ხაზების რადიალური ქსელის განვითარებით.
მელბურნი მელბურნის აღმოსავლეთი ნაწილი მდებარეობს მდინარე იარის ნაპირას და მისი ხეობის გასწვრივ, რომელიც გადაჭიმულია პორტ-ფილიპის ყურის სანაპიროდან დანდენონგისა და იარას მთებამდე. ჩრდილოეთი მიმართულებით ქალაქი გადაჭიმულია ხეობის გასწვრივ, რომელიც იწყება მდინარე იარის შენაკადებიდან (მდინარეებით: მუნი-პონდს-კრიკი, მერი-კრიკი და პლენტი), და მთავრდება კრეიგიბურნის და უიტლსის დაშორებულ რაიონებამდე. სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მელბურნი გადაჭიმულია პორტ-ფილიპის ყურის სანაპიროსა და დანდენონგის მთების გასწვრივ. შემდეგ ქალაქის რაიონები უხვევენ სამხრეთით, მიუყვებიან ყურის ნაპირს, და აღწევენ მდინარე პატერსონამდე და მორნინგტონის ნახევარკუნძულამდე. ამ მიმართულებით განვითარებულმა მელბურნმა ჩაყლაპა ქალაქი ფრენკსტონი და მიაღწია თითქმის მორნინგტონის ნახევარკუნძულის დაბოლოებამდე — პორტსის დასახლებამდე. დასავლეთით მელბურნი გადაჭიმულია მდინარე მარიბირნონგის ხეობის და მისი შენაკადების გასწვრივ, თითქმის მაკედონის მთების ძირამდე, ასევე გაცივებული ლავის შედარებით თანაბარ ველებზე დასავლეთით მელტონის, სამხრეთ-დასავლეთით იუ-იანგის და ჯილონგის ვულკანური ბორცვების ძირში არსებული ვერიბის გასწვრივ.
მელბურნი მიუხედავად იმისა, რომ მელბურნის კლიმატი ითვლება ზომიერად, ქალაქი არც თუ ისე იშვიათად ხდება უჩვეულო და ხანდახან ბუნების ექსტრემალური მოვლენების მოწმე. 1891 წელს მელბურნმა გადაიტანა უძლიერესი წყალდიდობა, რომლის დროსაც მდინარე იარა კალაპოტიდან ამოვიდა და გაიშალა 305 მეტრამდე სიგანეზე. 1897 წელს უძლიერესმა ხანძარმა გაანადგურა მთელი ქალაქის კვარტალი ფლინდერს-სტრიტისა და ფლინდერს-ლეინის, სუონსტონ-სტრიტისა და ელიზაბეტ-სტრიტის ქუჩებს შორის. 1908 წელს ქალაქმა გადაიტანა ძლიერი სიცხე. 1918 წლის 2 თებერვალს ყველაზე ძლიერმა ტორნადომ, როდესმე მომხდარმა ავსტრალიის უდიდეს ქალაქებში, გადაუარა ბრაიტონს, მელბურნის ერთ-ერთ ზღვისპირა რაიონს. ის ავსტრალიის თანამედროვე ისტორიაში ცნობილია როგორც «ბრაიტონის» ტორნადო, და შეფასებულია როგორც F3 კლასის მოვლენა ფუჯიტას სკალის მიხედვით. 1939 წლის 13 იანვარს ქალაქში დაფიქსირებული იყო მაღალი ტემპერატურა 45,6 °C, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოთხდღიანი ცხელი ამინდის დროს, რომელიც მთელ ქვეყანაში აღინიშნა. ამ მოვლენის ერთ-ერთი შედეგი გახდა ეგრედ წოდებული «შავი პარასკევი», რომლის დროსაც დაიწვა მელბურნის გარშემო არსებული მთელი რიგი სოფლები (დღეისათვის ისინი ქალაქის რაიონებია). 1951 წელს მელბურნში დაფიქსირდა თოვლი, რომელმაც დაფარა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი შემოგარენი რაიონები მაღალი ფენის თოვლით. 1972 წლის თებერვალში მელბურნში მოხდა ძლიერი წყალდიდობა, რის შედეგადაც ელიზაბეტ-სტრიტის ქუჩაზე მთლიანად წყლის ნაკადები მოედინებოდა. 1983 წლის 8 თებერვალს ქალაქს თავს დაატყდა მტვრის ქარიშხალი. 1983 წლის 16 თებერვალს მელბურნის ირგვლივ გაჩნდა ტყის ხანძრები, რომლებიც ითვლება ყველაზე ძლიერ ხანძრებად ავსტრალიის ისტორიაში XX საუკუნეში. ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა როგორც «ალის ოთხშაბათი». ძლიერი ძალის ტროპიკული ციკლონები ქალაქში აღინიშნებოდა 2004 წლის იანვარში და 2005 წლის თებერვალში. 2006 წლის 9 დეკემბერს მელბურნის ირგვლივ ტყის ხანძრების გამო ქალაქში აღინიშნა ყველაზე ძლიერი სმოგი მელბურნის მთელი ისტორიის განმავლობაში. ამ მომენტში მხედველობა მელბურნის ცენტრალური ნაწილში შეადგენდა 200 მეტრამდე მანძილს. მორიგი გვალვა და მასთან დაკავშირებული ხანძრები მელბურნში მოხდა 2008 წელს.