Top 10 similar words or synonyms for მედიატორების

ქვიშებს    0.905757

ჯოხებზე    0.885993

თეიმურიანი    0.883723

ორნამენტს    0.879741

მჟავად    0.879322

სახეობებისთვის    0.878864

სინთეთიკურ    0.878795

ფსორიაზის    0.877605

გრუნტების    0.877451

stormwatch    0.876484

Top 30 analogous words or synonyms for მედიატორების

Article Example
ანტიდეპრესანტი ანტიდეპრესანტები მონოამინოქსიდაზების ზემოქმედების ქვეშ აფერხებენ (ან სრულიად შეუძლებელს ხდიან) მონოამინების (სეროტონინი, ნორადრენალინი, დოფამინი, ფენილეთილამინი და სხვ.) დაშლას ან შეუძლებელს ხდიან მონოამინების ნეირონალურ "მიტაცებას" საპირისპირო გზით. თანამედროვე წარმოდგენების მიხედვით, დეპრესიის განვითარების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი სინაფსურ ნაპრალში მონოამინების ნაკლებობაა — განსაკუთრებით დოფამინისა და სეროტონინის. ანტიდეპრესანტების დახმარებით სინაფსურ ნაპრალში მატულობს ამ მედიატორების კონცენტრაცია, ამის შედეგად მათი ეფექტი ძლიერდება.
ნიკარაგუის დემოგრაფია ნიკარაგუაში ყველაზე ძლიერი და დიდი ხნის ისტორიის მქონე არის კათოლიკური ეკლესია, რაც აისახება კათოლიკეტა რაოდენობაზე ნიკარაგუის მოსახლეობაში. კათოლიკე მღვდლები ცდილობენ აიმაღლონ საკუთარი ავტორიტეტი და საკუთარ გამოსვლებში ეროვნული ერთობისკენ მოუწოდებენ. ასევე, ისინი ხშირად ასრულებენ მედიატორების როლს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური კრიზისის დროს. ევანგელისტები და მორმონები 1990-იანი წლებიდან იფართოებენ მიმდევრების რაოდენობას. კარიბის ზღვის სანაპიროზე მრავლად არიან ანგლიკანური და მორავიანული ეკლესიის მიმდევრები.
ნიკარაგუის რელიგია 1939 წლიდან ნიკარაგუის კონსტიტუციამ რელიგიური თავისუფლება დააკანონა, თუმცა კათოლიკობამ ნიკარაგუელებისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა. როდესაც ისინი ამბობენ "ეკლესია" გულისხმობენ კათოლიკობას. ეპისკოპოსები ცდილობენ აიმაღლონ საკუთარი ავტორიტეტი და საკუთარ გამოსვლებში ეროვნული ერთობისკენ მოუწოდებენ. ასევე, ისინი ხშირად ასრულებენ მედიატორების როლს პოლიტიკურ პარტიებს შორის პოლიტიკური კრიზისის დროს. საგანმანათლებლო დაწესებულებების დიდი ნაწილი არის მათი გავლენის ქვეშ, რომლებიც ძირითადად მანაგუის გარეუბნებში მფარველი წმინდანების სახელობისაა. ამ მონაცემების საწინააღმდეგოდ, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თავისუფალი სახელმწიფოს მხარდამჭერი სანდინისტების მთავრობის დროს, 500 000-მა ნიკარაგუელმა შეძლო რომის პაპ იოანე პავლე II-ის ნახვა 1983 წელს, როდესაც ის ჩასული იყო ნიკარაგუაში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია I ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია გაშუალებულია IgE ანტისხეულებით, რომლებიც წარმოიქმნება Th2 ლიმფოციტების მიერ. Th2 უჯრედები წარმოქმნის  IL-4 IL-5 IL-13 ინტერლეიკინებს. IL-4 მნიშვნელოვანია B ლიმფოციტების მიერ IgE-ის სინთეზის დაწყებაში. IL-13 ასტიმულრებს IgE– ის წარმოქმნას და ეპითელური უჯრედების მიერ ლორწოს სეკრეციას. ამ პირველადი იმუნური რეაქციის შემდეგ ლაბროციტებისა და ბაზოფილური ლეიკოციტების ზედაპირზე ვლინდება მაღალი აფინურობის რეცებტორები IgE–თვის, ანუ ორგანიზმი განიცდის სენსიბილიზაციას. განმეორებითი ზემოქმედებისას ანტიგენი (ალერგენი) უკავშირდება IgE ანტისეულებს ლაბროციტების ზედაპირზე, რასაც მოჰყვება ლაბროციტების დეგრანულაცა შედეგად პირველადი (ჰისტამინი, ნეიტრაური პროტეაზები, მჟავე ჰიდროლაზები, ჰეპარინი) და მეორადი (არაქიდონის მჟავა მეტაბოლიტებ PAF, TNF-a, IL-1, IL-3, IL-4, IL-5, IL6) მედიატორების გამონთავისუფლებით.
სინაფსი ცხოველთა უმრავლესობაში აგზნების ან შეკავების სინაფსური გადაცემა სპეციალური ქიმიური ნივთიერებების - მედიატორების საშუალებით ხდება. ასეთ სინაფსებში პრესინაფსურ დაბოლოებაში მოთავსებულია მედიატორით გავსებული ბუშტუკები - ვეზიკულები. მედიატორი სინაფსურ ნაპრალში ვეზიკულებიდან მცირე ულუფების, ქვანტების სახით გამოიყოფა პრესინაფსულ დაბოლოებაში სპაიკური პოტენციალის აღმოცენებისას. მედიატორის გამოყოფა პრესინაფსის მცირედი დეპოლარიზაციის დროსაც ხდება. ასეთ შემთხვევაში გამოყოფილი მედიატორის რაოდენობა მხოლოდ მინიატიურულ პოსტსინაფსურ პოტენციალებს იწვევს და ეფექტიანი გადაცემა არ ხდება. სინაფსურ ნაპრალში გამოყოფილი მედიატორი პოსტსინაფსურ მემბრანაზე სპეციფიკურად მოქმედებს. ყოველი სინაფსი შეიცავს მხოლოდ ერთი სახის მედიატორს, ხოლო ამ უკანასკნელის მოქმედება განპირობებულია პოსტსინაფსური მემბბრანის ქიმიური თავისებურებებით. მაგალითად: მედიატორი აცეტილქოლინი ჩონჩხის კუნთებზე ამგზნებად მოქმედებს, ხოლო გულის კუნთზე - შემაკავებლად. სინაფსში ინფორმაციის მედიატორულ გადაცემას უზრუნველყოფს რთული ქიმიური გარდაქმნების ციკლი. ერთი მხრივ, პრესინაფსულ დაბოლოებაში ყოველთვის ხდება მედიატორის საკმარისი მარაგის სინთეზი, ხოლო, მეორე მხრივ, სინაფსურ ნაპრალში არსებობს სპეციალური ნივთიერება, რომელიც მედიატორის სწრაფ დაშლას იწვევს და ამით უზრუნველყოფს გადაცემის ხანმოკლე მიმდინარეობას. აცეტილქოლინისთვის ასეთ ნივთიერებას წარმოადგენს აცეტილქოლინესთერაზა. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დადგენილია რამდენიმე სახის ამგზნები მედიატორი: აცეტილქოლინი, სერიტონინი, ნორადრენალინი და სხვა. ნავარაუდევია აგრეთვე ზოგიერთი ამინომჟავას როგორც სპეციალური შემაკავებელი მედიატორის როლი. ასეთებია გამა-ამინომჟავა, გლიცინი და ტაურინი. ქიმიურ სინაფსში გადაცემის მედიატორულ ბუნებას ადასტურებს სინაფსური დაყოვნება.
ბრონქული ასთმა დაავადება იშვიათად იწყება შეტევითი ხველით, რომელსაც თან ახლავს ექსპირატორული ქოშინი, უმნიშვნელო რაოდენობის გამჭვირვალე ნახველის გამოყოფით (ასთმური ბრონქიტი). ბრონქული ასთმის გაშლილი სურათი ხასიათდება მოხრჩობის მსუბუქი, საშუალო ან მძიმე შეტევებით. შეტევებს შესაძლოა წინ უძღოდეს ცხვირიდან უხვი გამონადენი, შეტევითი ხველა და ა. შ. ასთმური შეტევა ხასიათდება მოკლე ჩასუნთქვითა და გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, რომელიც ისმის გარკვეულ მანძილზე ხიხინებით; გულმკერდი მაქსიმალური ჩასუნთვის მდგომარეობაშია. სუნთქვაში მონაწილეობენ მხრის სარტყლის კუნთები, ზურგის, მუცლის კედლის კუნთები. ფილტვების პერკუსიით მოისმინება კოლოფისებური ხმიანობა, მრავლობითი მშრალი ხიხინი. შეტევა მთავრდება წებოვანი ნახველის გამოყოფით. მძიმე გახანგრძლივებული შეტევები შესაძლოა გადავიდეს ასთმურ მდგომარეობაში, რომელიც წარმოადგენს დაავადების მიმდინარეობის ერთ-ერთ მძიმე ვარიანტს. ასთმური მდგომარეობა ხასიათდება ბრონქების გამაფართოებელი თერაპიისადმი მზარდი რეზისტენტობითა და არაპროდუქტიული ხველით. გამოყოფენ ასთმური მდგომარეობის ორ ფორმას: ანაფილაქსიურსა და მეტაბოლურს. ანაფილაქსიური ფორმის დროს, რომელიც განპირობებულია იმუნოლოგიური ან ფსევდოალერგიული რეაქციებით, ალერგიული რეაქციის მედიატორების დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებით, ვითარდება მოხრჩობის მწვავე უმძიმესი შეტევა. მეტაბოლური ფორმა ფორმირდება რამდენიმე დღის განმავლობაში. საწყის სტადიაზე წყდება ნახველის გამოყოფა, წარმოიქმნება ტკივილი მხრის სარტყლის კუნთებში, გულმკედსა და მუცლის პრესის მიდამოში. ჰიპერვენტილაცია, ამოსუნთქულ ჰაერთან ტენის დაკარგვა იწვევს ნახველის წებოვნების გაზრდას და ბრონქის სანათურის ობტურაციას წებვადი სეკრეტით. ფილტვების უკანა ნაწილებში ,მუნჯი” ფილტვის� უბნების წარმოქმნა ადასტურებს სტატუსის გადასვლას II სტადიაში; დამახასიათებელია დისტანციური ხიხინების აშკარა შეუსაბამობა აუსკულტაციით მათ არარსებობასთან. ავადმყოფთა მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. გულმკერდი ემფიზემატოზურად გადიდებულია; პულსი აღემატება 120 დარტყმას წუთში. არტერიული წნევა მატულობს. ეკგ-ზე აღინიშნება გულის მარჯვენა ნახევრის გადატვირთვის ნიშნები. ფორმირდება რესპირატორული ან შერეული აციდოზი. III სტადიაში (ჰიპოქსიურ-ჰიპერკაპნური ფორმა მატულობს ქოშინი და ციანოზი, მკვეთრი აგზნება იცვლება გონების დაკარგვით, შესაძლებელია კრუნჩხვები. პულსი პარადოქსულია, არტერიული წნევა ქვეითდება. დაავადების მიმდინარეობა ხშირად ციკლურია: გამწვავების ფაზა დამახასიათებელი სიმპტომებითა და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემებით იცვლება რემისიით. ბრონქული ასთმის გართულებებია: ფილტვების ემფიზემა, ინფექციური ბრონქიტის თანდართვა, დაავადების ხანგრძლივი და მძიმე მიმდინარეობისას – ფილტვისმიერი გულის ჩამოყალიბება.