Top 10 similar words or synonyms for მედეამ

იასონს    0.907151

გაბრაზებულმა    0.902824

ჰერამ    0.891327

თესევსს    0.891004

შეევედრა    0.890563

ანტიოპე    0.889444

იასონმა    0.888370

პასუხით    0.888167

ფეხებში    0.880919

თევდოსიმ    0.880348

Top 30 analogous words or synonyms for მედეამ

Article Example
აფსირტე სხვა ვერსიით ისიც არგოში ჩაჯდა, მედეამ თან წაიყვანა (აპოლოდ. 19, 23), გემზე ნაწილ-ნაწილ დაკეპა, ზღვაში გადაყარა და ვიდრე მდევარი აიეტი წმინდა ნაწილებს კრეფდა, არგონავტები დაწინაურდნენ. უფრო ცნობილი თქმულებით, რაც არგონავტიკაშია ფიქსირებული, აფსირტე მდევარ კოლხთა ფლოტს სარდლობს, მედეამ ვითომ მოსალაპარაკებლად მიიტყუა ტაძარში, სადაც ჩასაფრებულმა იასონმა მახვილით მოკლა (აპოლოდ. 1,9, 23-24). ასევე მისი სახელობისაა ქალაქი აფსირტი გმირის დაღუპვის ადგილას. კორპ. კეისარი.
არგონავტები ჰერამ მედეას საოცარი შიში ჩაუნერგა გულში. იმ ღამით ის არგონავტებისაკენ გაემართა და შეატყობინა მათ, რომ მეფე მასაც და მინიებსაც მოკვლას უპირებდა. არგონავტები გარარჩენისთვის უნდა გაქცეულიყვნენ. იასონმა ზევს შეჰფიცა, რომ მედეას ცოლად შეირთავდა. ამის შემდეგ არგოსის რჩევით მედეამ იასონი არესის ველზე მიიყვანა, სადაც დიდ მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, რომელსაც საზარელი გველი იცავდა. როდესაც გველმა ისინი იხილა, მან საშინელი ხმით მთელი კოლხიდა შეძრა. გრძნეულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველი დააძინა. იასონმა საწმისი მოიპარა, შემდეგ ორივე არგოსკენ გაეშურნენ და მინებმა უმალვე დატოვეს იქაურობა.
მედეა (მითოლოგია) ცნობილი ტრადიციით, მედეამ მედია დააარსა მას შემდეგ, რაც მამას ტახტი დაუბრუნა. ისტორიული წყაროებით, აქ იყო ძველად საგართია, საქართი, საქართველო, სადაც თაყვანს სცემდნენ არმაზს, გაცს და გაიმს, ეს ტრადიცია ძალზე ლოგიკური და გამართლებულია.
მედეა (მითოლოგია) გრამატიკოსს პარმენისკოსის ცნობით (ევრ. მედ. სქოლ. ), მედეას შვილთა მოკვლისათვის კორინთელები ჰერაიებს იხდიდნენ (ჰერას გულის მოსაგებად მის ტაძარში ათევდა ღამეს შვიდი გოგო და შვიდი ბიჭი). მათ არ სურდათ ბარბაროსი ქალის მეუფება, მაგრამ მედეამ აქ ჰერას კულტი დააარსა და კორინთელები აიძიულა თაყვანი ეცათ მისთვისაც. პავსანიას კონინთოში მედეას შვილთა ძეგლებიც უნახავს (2,3,6,). დიდიმოსის ცნობითაც (ევრიპიდე, სქოლ; „მედეა“ 273), მას შემდეგ, რაც მედეამ კრეონტი და კრეუსა დაღუპა, კორინთოდან გაიქცა, შვილები კი შურისმაძიებელმა კორინთელებმა მოუკლეს და მერე ევრიპიდეც მოისყიდეს, რათა მკვლელობა დედისთვის გადაებრალებინა, რაც დრამატურგმა გააკეთა და დააკანონა კიდეც. არისტოტელე კი ვარაუდობს, ევრიპიდემ მედეას დანაშაული ნეოფრონ სიკიონელისაგან გაიგო; მაგრამ ეს საეჭვოა, უფრო ძლიერია ტრადიცია, რაც ევრიპიდეს მოსყიდვაზე მეტყველებდა. არის პოეტის გამართლების ცდაც: ლეგენდით ისარგებლაო, მაგრამ სადაა ეს ლეგენდა? უფრო სარწმუნოა კორინთოელთა ცოდვის გამოსასყიდი დღეობის ტრადიცია, რაც უდავოა. ეს ამართლებს მითის ცნობილ ვერსიასაც: მედეამ სცადა, ჯადოქრობით შვილების უკვდავყოფა და ამდროს შემოაკვდა ორივე.
მედეა (იახტა) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მედეამ ნორვეგიელების, ბრიტანელებისა და შვედების ხელში გადაინაცვლა, სანამ 1971 წელს მას პოლ იტიერი შეისყიდდა. მან იახტას რესტავრაცია გაუკეთა და 1973 წელს სან-დიეგოს საზღვაოსნო მუზეუმს უსახსოვრა.
არგონავტები თესალიაში არ ეგონათ არგონავტები თუ დაბრუნდებოდნენ. ამით გათამამებულმა პელიასმა ტახტის ყველა მოცილე თავიდან მოიშორა. მან მოკლა იასონის უმცროსი ძმა პრომაქოსი, ხოლო მშობლებს აიძულა რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ. იასონი იოლკოსს, რომ მიადგა ეს ამბავი გაიგო და შურისძიება გადაწყვიტა. არგონავტებმა გადაწყვიტეს, რომ ყველა სამშობლოში დაბრუნდებოდა და შემდეგ ერთიანი ძალებით შეუტევდნენ პელიასს. მაგრამ მედეას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, რაც არგონავტებმა მოიწონეს. მედეამ არტემიდეს ქანდაკებაში წამლები ჩამალა და შემდეგ რაღაც საშუალებით თავი დაიბერა. ასე შევიდა მედეა პელიასის ქალაქში და თვით სასახლეშიც. მან მეფე დაარწმუნა, რომ განზრახული ჰქონდა მისი სრული გაახალგაზრდევება. პელიასის ქალიშვილების დასარწმუნებლად, მან ჩამოირეცხა ის წამლები, რომლებიც მოხუცის იერს აძლევდნენ. მედეამ პელიასი დაარწმუნა, თავისი ასულებისთვის ებრძანებინა, რომ მისი ყველა მითითება შეესრულებინათ. დაღამებისას, როდესაც პელიასი დასაძინებლად წავიდა, მედეამ ქალიშვილები დაარწმუნა მეფე უნდა მოვხარშოთო. მათი ეჭვის გასაფანტად, ერთი ბებერე ცხვარი ასო-ასოდ დაჭრა და მოხარშა. შემდეგ კი წამლების დახმარებით, ქვაბიდან კრავის სახება ამოიყვანა. პელიადები დარწმუნდნენ და დაიწყეს მახვილით მამის დაკვლა. მხოლოდ ალკეტისმა ვერ აღმართა მამაზე ხელი. პელიასის სიკვდილის შემდეგ, მედეამ არგონავტებს ნიშანი მისცა. მათაც არ დააყოვნეს და ქალაქში შემოიჭრნენ. იასონმა ლმობიერი მოპყრობა აღუთქვა მეფის სანათესაოს და ტახტი პელიასის ვაჟს აკასტოსს გადასცა. ხომალდი „არგო“ იასონმა ღმერთ პოსეიდონს უძღვნა, ხოლო ოქროს საწმისი ზევსის ტაძარში დაკიდა. თვითონ კი მედეასთან ერთად კორინთოში გადასახლდა.
კოსმეტიკა არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ თბილისის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში ყოფილა დასახლება. სავარაუდოა ისიც, რომ მისი პირველი მაცხოვრებლები სწორედ აბანოთუბნის ანუ თბილისის თბილი წყლების ტერიტორიაზე სახლობდნენ. ანტიკური ეპოქისაა ცნობები კოლხი მედეას სამკურნალო-კოსმეტიკურ ლაბორატორიაზე, სადაც ხდებოდა მცენარეთა შეზავება სამკურნალოდ. მედეამ პირველმა იპოვა ისეთი ყვავილი, რომლითაც თეთრ თმას შავად იღებავდნენ. მასვე მიეწერება ადამიანის "გაახალგაზრდავების" ანუ ბუნებრივი საშუალებებით კანის მოვლის კოსმეტიკური რეცეპტების შემუშავება.
მედეა (მითოლოგია) უძველესი ცნობებით დასტურდება მედეას ერთი შურისძიება: პელიასის მოკვლა. იოლკოსში რომ ჩავიდნენ, პელიასს უკვე მოკლული ჰყავდა თავისი ძმა, იასონის მამა ესონი. ამისათვის მედეამ მისსავე ასულებს მოაკვლევინა მამა, ვითომ გაახალგაზრდავების მიზნით, წინასწარ კი გააჭაბუკა იასონი, და თითქოს ესონიც(რომელიც სხვა ვერსიით უკვე მკვდარი დახვდა, პინდ. ოდ. 250). კორინთოს მეფისა და მისი ასულის დაწვა ზღაპრული მოტივია, სხვა ყველაფერი კლასიკური მითების ნიმუშია.
მედეა (მითოლოგია) საბერძნეთში ჩასულ და დაბინავებულ იასონს და მედეას ეყოლათ ორი ვაჟი: მერმეროსი და ფერეტოსი (ზოგი ვერსიით 7 ქალი და 7 ვაჟი). იოლკოსში ჩასულ იასონს გრძნეული ცოლი ჩამოაცილებს ბიძას _ პელიასს, რომელმაც პირობა დაარღვია და ძმისწულს ტახტი მაინც არ დაუთმო. მედეამ ტახტის მიმტაცებელნი მისსავე ასულებს დააკეპინა. ხალხმა იასონი და მისი მეუღლე განდევნა. ისინი კორინთოში ჩავიდნენ, სადაც იასონს მეფე კრეონტის ასული გლავკე ან კრეუსა შეუყვარდება. მედეა ერთხელ კიდევ იძულებულია მიმართოს ჯადოქრობას, მოწამლულ სამოსს უგზავნის კრეუსას. მეტოქე ტანჯვით კვდება, საშველად მისული მამამისიც მასთან ერთად იღუპება...
მედეა (მითოლოგია) მედეამ დაამზადა მალამო, რამაც იასონს ძალა და მხნეობა შეჰმატა, ეს იყო ზეითუნის ზეთში გაზავებული, არა ჯადოსნური, არამედ, რაღაც ნამდვილი წამალი (პინდარეს ცნობიდან). ასეთ თუ სხვაგვარ ზეთს თითონაც იცხებს ნამტირალევ სახეზე, ეს ზეთი ნექტარივით ტკბილია და სახეს ფერს უბრუნებს. სამკურნალო ზეთის ცოდნა უძველეს მკურნალთა შორის, მიეწერება მხოლოდ შუმერ ეას და კოლხ მედეას, აიას (ეას) მეფის ასულს. ფაქტი ახსნას არც საჭიროებს: ეა, აია, შუმერთა ქალღმერთი სახელს აძლევს კოლხეთს, არის აქ რაღაც საერთო. რაც შეეხება ტკბილ ზეთს, ლექსიკოგრაფი სვიდაც მედეას სახელს უკავშირებს.