Top 10 similar words or synonyms for მბრძანებელია

აუწყებს    0.796461

მზისთვის    0.789295

მოუხმობს    0.782982

ვნახეთ    0.768373

აცნობიერებს    0.766886

სულიერის    0.763257

ჩაცმულ    0.758529

იეჭვა    0.756082

ჰგონიათ    0.755707

ურანოსი    0.754534

Top 30 analogous words or synonyms for მბრძანებელია

Article Example
რანები ჰორ-რანები — ძველი ეგვიპტის ადრეული სამეფოს ფარაონი მეორე დინასტიიდან. ქვეყანას მართავდა ძვ. წ. XXIX საუკუნეში. სამეფო სიებში მისი პირადი სახელია ნებრა, ხოლო მანეთონი მას კაიხოსს ან კეხოოს უწოდებს. რანების სახელი ითარგმნება როგორც „რა მბრძანებელია“.
რანები ჰოტეპსეხემუის მემკვიდრის შესახებ საკმაოდ მცირე რამეა ცნობილი. არსებობს რამდენიმე სადავო საკითხი მისი სახელის წაკითხვასთან დაკავშირებით. ჩვეულებრივად კითხულობენ როგორც რანები - „რა (ჩემი) მბრძანებელია“, ზოგიერთი მოსაზრების თანახმად კი იკითხება როგორც „მზის მბრძანებელი“.
ვარსკვლავთკარიბჭე დანიელ ჯექსონი და სამხედრო რაზმი პოლკოვნიკი ჯეკ ო'ნილის მეთაურობით ამ კარიბჭისს გავლისას მოხვდებიან უდაბურ პლანეტა აბიდოსზე. პლანეტაზე ცხოვრობს რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც, როგორც ამას გაარკვევს დანიელ ჯექსონი, ძველეგვიპტურზე ლაპარაკობენ და წარმოშობით დედამიწიდან არიან. აბიდოსელთა მბრძანებელია რა, მზის ღვთაება, სინამდვილეში კი უცხოპლანეტელი, რომელიც თავს ღმერთად ასაღებს, რათა აბიდოსელები მონობაში ჰყავდეს.
დოქტორი (Doctor Who) დოქტორი დროის მბრძანებელია პლანეტა გალიფრეიდან. დროსა და სივრცეში სამოგზაუროდ ის იყენებს სივრცულად სრულყოფილ - „შიგნიდან უფრო დიდ" - დროის მანქანას, ტარდისს. გარეგნულად ის 1963 წლის პოლიციის ყუთს ჰგავს და სერიების მანძილზე თითქმის უცვლელია. მისი სახეობის წარმომადგენლები მეთვალყურეობდნენ დროისა და სივრცის მსვლელობას და იცავდნენ დაზიანებისგან, თუმცა ერიდებოდნენ სერიოზულ ჩარევას და ნეიტრალიტეტი ეკავათ. დოქტორმა გადაწყვიტა ერთ-ერთი ტარდისის მოპარვა და მშობლიური პლანეტის დატოვება. უმეტესწილად მას ჰყავს თანამგზავრი ადამიანები, რომელთა მეშვეობითაც დოქტორზე უფრო მეტი ინფორმაცია ირკვევა ხოლმე.
იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები მრავალი სიუჟეტი უკავშირდება ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს, ადამიანთა ბედის და მოსავლის გამგებლებს. ისინი, უზენაესი ღმერთების მსგავსად, ფლობენ ციურ ცეცხლს და დედამიწაზე გზავნიან წვიმას და გვალვას. ქართულმა მითებმა და რიტუალებმა არ შემოგვინახა ელვის და ჭექა- ქუხილის უძველესი ღვთაებების სახელები, რომელთა კულტიც შეერწყა მათი გამომდევნელი ქრისტიანული წმინდანების - ელიას (ილიას), გიორგის და სხვ. კულტს. აფხაზურ პანთეონში ელვის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელია აფი, რომელიც დედამიწაზე ცეცხლოვან ისრებს გზავნის. ადიღებს სწამდათ დიდი ელვისმტყორცნელი ღმერთი შიბლე, რომელიც სულის ღმერთ ფსატხასთან ერთად პანთეონში ტხას (ტხაშხოს) შემდეგ მოდიოდა. დაღესტანში თაყვანს სცემდნენ ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს ასს (ლაკებთან) და არშს (წახურებთან), წვიმის ღვთაებებს (ზიუვილს ლაკებთან, გუდილს ტაბასარებთან, გუდის რუთულებთან, გოდეის წახურებთან, ფეშაფაის ლეზგებთან).
თედორე დოსტოევსკი ახალგაზრდობაში, დოსტოევსკი თავს იქცევდა ნიკოლოზ კარამზინის "„რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის“" კითხვით, რომელიც ადიდებდა რუსეთის კონსერვატიზმსა და დამოუკიდებლობას სხვა ქვეყნებისგან, ეს ის იდეები იყო, რომლებიც დოსტოევსკიმ მოწიფულობაში აიტაცა და განავითარა. სანამ 1849 წელს პატრაშეველთა დაჯგუფების წევრობისთვის დააკავებდნენ, დოსტოევსკი შენიშნავდა: „რამდენადაც უფრო ვუღრმავდები, მით უფრო ვხვდები, რომ არაფერი ყოფილა იმაზე სასაცილო, ვიდრე იდეა, რომ რუსეთში რესპუბლიკური წყობა დამყარებულიყო“. მისი "დღიურების" 1881 წლის გამოცემაში დოსტოევსკის მოჰყავდა სიტყვები, რომ მეფემ (ცარმა) და ხალხმა უნდა შექმნან ერთობა: „ხალხისთვის მეფე არაა მხოლოდ გარეგნული ხელისუფალი, არც რაიმეს დამპყრობელი ძალაუფალი... ის ყველა ადამიანის მბრძანებელია, ყოვლისგამაერთიანებელი ის ძალაუფლება, რაც თავად ხალხს სურს“.