Top 10 similar words or synonyms for მაჯნუნი

ლეილი    0.934326

ხოსროვი    0.868561

შირინი    0.854994

მეჯნუნი    0.853619

დელიბის    0.843992

ვოდევილი    0.840931

ჰომილეტიკური    0.837517

ფსალმუნები    0.835924

წერეთლისეული    0.835241

გოგოთურ    0.833724

Top 30 analogous words or synonyms for მაჯნუნი

Article Example
ჰალიმა ნასიროვა 1939 წლიდან უზბეკეთის ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მომღერალი. შესრულებული აქვს პარტიები: ლეილი, გიულსარა (გლიერისა და სადიკოვის „ლეილი და მაჯნუნი“ და „გიულსარა“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“) და სხვა.
ნიზამი განჯევი ნიზამი განჯევის ეკუთვნის ლირიკული ლექსების კრებული (დივანი) და "ხამსე" (ხუთეული) – 5 პოემა: "საიდუმლოებათა საგანძური" (1179), "ხოსროვ და შირინი" (1181), "ლეილი და მაჯნუნი" (1188), "შვიდი მზეთუნახავი" (1197) და "ისქანდერნამე" (დაახლ. 1200), რომელსაც ორ ნაწილად ჰყოფენ: "დიდების წიგნი" და "ბედნიერების წიგნი".
ამბაკო ჭელიძე ამბაკო ჭელიძემ მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინის ანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალებით სრულად თარგმნა ნიზამის პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „ბუსთანი“ (1955), „გოლესთანი“ (1948). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964).
ჯამბულ ჯაბაევი ჯამბულ ჯაბაევი (დ. 28 თებერვალი 1846, ჯეთისუ, — გ. 22 ივნისი 1945, ალმა-ათა) — ყაზახი აკინი. დაიბადა მომთაბარის ოჯახში. 14 წლისამ დაიწყო დომბრაზე დამღერება. მის რეპერტუარში შედიოდა აღმოსავლური საგმირო („ქობლანდი ბითირი“, „ერ-თარღინი“, „ქოროღლუ“) და რომანტიკული ეპოსი („ყოზი ქორფეშ-ბაიან სლუ“, „ლეილი და მაჯნუნი“, „ყიზ-ჟიბექი“ და სხვა). სახელი გაუთქვა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყიში აკინთა აიათისებზე (პოეტური პაექრობა) გამარჯვებამ.
არმენ ტიგრანიანი 1902 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (ფლეიტის კლასი), კომპოზიციაში მეცადინეობდა მ. ეკმალიანთან, შემდეგ მოღვაწეობდა ალექსანდროპოლში. 1913 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. იყო „სომხური მუსიკალური საზოგადოების“ წევრი (1912-1921, შემდეგში „სომხეთის ხელოვნების სახლი“). სომხური კლასიკური ოპერის „ანუშის“ ავტორი (1908-1912, III რედ. 1939). დაწერა აგრეთვე სასიმღერო დრამა „ლეილი და მაჯნუნი“ (1917), ისტორიულ-პატრიოტული ოპერა „დავით-ბეგი“ (1950) და სხვა ნაწარმოებები. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ჰათეფი აბდულაჰ ჰათეფი (დ. 1453, ხარჯირდი — გ. 1520, ჰერათი) — სპარსულ-ტაჯიკური ლიტერატურის წარმომადგენელი. ცნობილი პოეტისა და პროზაიკოსის აბდ ალ-რაჰმან ჯამის დისწული და მოწაფე იყო. მისი რჩევით შეადგინა 5 პოემის კრებული („ხამსე“): „ლეილი და მაჯნუნი“, „შირინი და ხოსროვი“, „შვიდი სასახლე“, „თემურნამე“ („წიგნი თემურლენგის შესახებ“) და „შარაფნამე“ („დიდების წიგნი“). ნიზამის მიბაძვით დაწერილ ამ კრებულში ჰათეფიმ გამოავლინა დამოუკიდებელი პოეტური ოსტატობა. მასვე ეკუთვნის ლირიკული ლექსების „დივანი". ჰათეფის შემოქმედება საინტერესოა აღორძინების ეპოქის ქართული მწერლობის ზოგიერთი საკითხის გასარკვევად.
ჰალიმა ნასიროვა მთავარი პარტიის შესრულებისთვის უზეირ ჰაჯიბეკოვის საოპერო სპექტაკლში „ლეილი და მაჯნუნი“ მიენიჭა მეორე ხარისხის სტალინური პრემია 1942 წელს, ხოლო მთავარი პარტიის შესრულებისთვის სადიკოვისა და გლიერის საოპერო სპექტაკლში „გიულსარა“ მესამე ხარისხის სტალინური პრემია 1951 წელს. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით. 1968 წელს მიენიჭა ხამზის სახელობის უზბეკეთის სსრ სახელმწიფო პრემია. 1973 წელს მიენიჭა ოქტომბრის რევოლუციის ორდენი. 1937 და 1959 წლებში მიენიჭა შრომის წითელი დროშის ორი ორდენი. 1984 წელს გადაეცა ხალხთა მეგობრობის ორდენი. 1939, 1944, 1957 და 1965 წლებში საპატიო ნიშნის ოთხი ორდენი. მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის. ჰალიმა ნასიროვა სსრკ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ფუზული წერდა აზერბაიჯანულ, სპარსულ და არაბულ ენებზე. მიიღო ღრმა და მრავალმხრივი განათლება. ცხოვრობდა ბაღდადში. ფუზულს მდიდარი მემკვიდრეობა მოიცავს 3 ლირიკულ კრებულს (ღაზალები, კასიდები), პოემებს, პროზაულ თხზულებებს. მისი მაღალმხატვრული პოეზია გამოირჩეოდა უშუალობით, ემოციურობით, ღრმა ლირიზმით. ფუზულის ლირეკა რელიგიურ, ფილოსოფიურ და საზოგადოებრივ საკითხებსაც ეხება. ამ ლექსებმა ფუზულს „აღმოსავლური პოეზიის მზის“ სახელი დაუმკვიდრა. ფუზულს ავტობიოგრაფიული პროზაული თხზულება „საჩივრის წიგნი“ XVI საუკუნის სოციალურ სატირის გამორჩეული ნიმუშია. ამ ნაწარმოებით მან აზერბაიჯანულ ლიტერატურაში საფუძველი ჩაუყარა პროზის ჟანრს. ფუზულის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანესია ლირიკულ-ეპიკურუ პოემა „ლეილი და მაჯნუნი“ (1536-1537), რომელიც სიუჟეტის ტრადიციულობის, სუფიურ-მისტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად დღემდე დიდი ინტერესით იკითხება.
ვეფხისტყაოსანი ტრადიციული თვალსაზრისით ვეფხისტყაოსნის დაწერის თარიღად ითვლება XII საუკუნის ბოლო ან XIII საუკუნის დასაწყისი პერიოდი. ეს თვალსაზრისი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და მიღებული მკვლევართა უმრავლესობის მიერ, ემყარება თავად პოემაში არსებულ მონაცემებს. კერძოდ, პროლოგსა და ეპილოგში რამდენიმეჯერ ქებით მოიხსენიება თამარ მეფე და მისი მეუღლე დავით სოსლანი; ამასთან ყველა შემთხვევაში ისინი დასახელებული არიან, როგორც ცოცხალი მმართველები. იქიდან გამომდინარე, რომ თამარისა და დავითის შეუღლება 1189 წელს მოხდა, ხოლო 1207 წელს დავით სოსლანი გარდაიცვალა, ვეფხისტყაოსნის შექმნის თარიღად 1189-1207 წლებს ასახელებენ. ამას ადასტურებს პოემის ძირითად ნაწილში დასახელებული ნაწარმოებებიც, მაგალითად, ირკვევა, რომ რუსთაველი იცნობდა ნიზამი განჯელის პოემას „ლეილი და მაჯნუნი“, რომელიც 1188 წელსაა დაწერილი.
ზეინაბ ხანლაროვა ზეინაბ ხანლაროვამ შეასრულა "ლეილის" როლი "ლეილი და მაჯნუნი"-ს ოპერაში, "ასლი" როლი შეასრულა "ასლი და ქარამის" უზეირ ჰაჯიბეკოვის ოპერაში, ასევე "არაბზანგის"-ის როლით მონაწილეობდა მაგომაევის "შაჰ ისმაილი" ოპერაში და სხვებში. გარდა ამისა, ხანლაროვამ წარმატებით შეირგო აზერბაიჯანის მუსიკალური სტილი - მუღამი. ზეინაბის ხმა ისმის მუღამის ასეთ კომპოზიციებში, როგორიცაა "შაჰნაზი" ("Shahnaz"), "გათარი" ("Gatar"), "ბაიათი შირაზ" ("Bayati Shiraz") და მრავალი სხვა. ხანლაროვამ დიდ წარმატებას ესტრადაში. ხანლაროვას რეპერტუარში შედის ისეთი კომპოზიტორების სიმღერები, როგორიცაა ტოფიკ გულიევი, არიფ მალიკოვი, ალექფერ თაღიევი, ემინ საბითოღლუ, ყარა ყარაევი, ფიქრეტ ამიროვი და ბევრი სხვა ცნობილი კომპოზიტორი. ხანლაროვას წარმატებით შეასრულებული აქვს სიმღერები რუსულ, სომხურ, უკრაინულ, მოლდავურ, ქართულ, სპარსულ, არაბულ, ჩინურ, ინდურ, თურქულ და სხვა მრავალ ენებზე. ხანლაროვას 50 წლიანი კარიერის მანძილზე, ჰქონდა კონცერტი: რუსეთში, უკრაინაში, ლატვიაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, ინდოეთში, ჩინეთში, ირანში, ერაყში, ეგვიპტეში, ისრაელში, თურქეთში, საქართველოში, სომხეთში, ბულგარეთში, გერმანიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, ფინეთში, შვედეთსა და ჩეხეთში.