Top 10 similar words or synonyms for მატერიალიზმს

ავანგარდიზმი    0.897324

მაზოხიზმი    0.889143

niederlande    0.886558

anfänge    0.885132

spinoza    0.884901

გაზალი    0.883965

dramas    0.883855

funktion    0.883791

ethnicity    0.883140

nördlingen    0.881667

Top 30 analogous words or synonyms for მატერიალიზმს

Article Example
იდეალიზმი ამგვარად იდეალიზმი უპირისპირდება მატერიალიზმს.
ტომაზო კამპანელა ფილოსოფიური შეხედულებებით კამპანელა აღორძინების ეპოქის ნატურფილოსოფიის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი იყო, გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ, იცავდა გალილეის მოძღვრებას, ფილოსოფიისა და მეცნიერების ამოცანად მიიჩნევდა ბუნებაზე ადამიანის გაბატონებას, მაგრამ სქოლასტიკური ლიტერატურის გავლენის გამო ვერ შეძლო შეეფასებინა კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა. ემხრობოდა პანთეისტურ მატერიალიზმს.
პიერ სიმონ ლაპლასი ფილოსოფიური შეხედულებებში ლაპლასი ემხრობოდა ფრანგულ მატერიალიზმს. მას მიაჩნდა, რომ მისი თეორია მზის სისტემის წარმოშობის შესახებ არ საჭიროებს ღმერთის არსებობის ჰიპოთეზას, მაგრამ ლაპლასი მექანისტური დეტერმინიზმის პოზიციაზე იდგა და დეტერმინიზმს თვლიდა ყოველი მეცნიერების აგების მეთოდოლოგიურ პრინციპად. მეცნიერების შემეცნების დასრულებულ ნიმუშად კი ცის მექანიკა მიაჩნდა.
ლი იკი ლი იკი (ფსევდონიმი სონხო; დ. 18 ოქტომბერი, 1681 — გ. 17 დეკემბერი, 1763) — კორეელი მეცნიერი, სირჰაკფხას წარმომადგენელი. წარმოშობით სამეფო კარიდან იყო. დასავლეთ ევროპელი ბუნებისმეტყველების იდეების გავლენით გამოდიოდა ნეოკონფუციანელობის ფეოდალური იდეოლოგიის, ბუდისტური და დაოსური მისტიკის კრიტიკით. თავისი მსოფლმხედველობით უახლოვდება მატერიალიზმს, თუმცა მთლიანად არ ჩამოშორდა კონფუციანელობის სულიერი არსის ინტერპრეტაციას. ლი იკი აუცილებელი რეფორმების გატარების იდეით გამოდიოდა, რის გამოც მძაფრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. შეიმუშავა დემოკრატიული გარდაქმნების პროგრამა აგრარული მხარის მიმართებაში.
თედორე დოსტოევსკი 1862 წლის 7 ივნისს დოსტოევსკი პირველად გაემგზავრა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ესტუმრა გერმანიის ქალაქებს — კიოლნს, ბერლინს, დრეზდენს, ვისბადენს; შემდეგ კი ბელგიასა და პარიზს. ლონდონში ის შეხვდა მწერალ ალექსანდრე ჰერცენს, რომლისთვისაც დოსტოევსკი იყო „მიამიტი, ბოლომდე ამოუცნობი, მაგრამ ძალიან სასიამოვნი პიროვნება“. ამის შემდეგ მან კრისტალის სასახლე მოინახულა. ლონდონის შემდეგ დოსტოევსკი სტრახოვთან ერთად შვეიცარიას ეწვია, ასევე მოინახულა ჩრდილოეთ იტალიის რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ტურინი, ლივორნო და ფლორენცია. "„ზამთრის შთაბეჭდილებების ზაფხულის ჩანაწერებში“" ამ ქვეყნების შესახებ ის ძირითადად ნეგატიურ კომენტარებს აკეთებს, აკრიტიკებს კაპიტალიზმს, სოციალურ მოდერნიზაციას, მატერიალიზმს, კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმს.
ონორე დე ბალზაკი ბალზაკმა მოასწრო 85 რომანისა და მოთხრობის დაწერა და დატოვა 50-მდე თხზულების მეტ-ნაკლებად სრული მონახაზი; შექმნა 2000-პერსონაჟიანი ეპოპეა – მთელი საზოგადოება, რომელსაც საკუთარი გენეალოგია, გეოეგრაფია და ცხოვრების ფილოსოფია აქვს. ეს ფილოსოფია გამომდინარეობს მწერლის მატერიალისტური მსოფლმხედველობიდან, რომელიც ზოგი რამით შუა საუკუნეების მისტიკურ მატერიალიზმს წააგავს. იგი შთაგონებული იყო ბიუფონის, კიუვიეს, სენტ-ილერის საბუნებისმეტყველო მოძღვრებებითა და მეთოდებით, რომლებიც მხატვრულ პროზაში გადაჰქონდა. თავისი თხზულებებისათვის ბალზაკმა უამრავი ფაქტი შეაგროვა ბურჟუაზიული საზოგადოების ყოფიდან, ღრმად შეისწავლა დედაქალაქის, პროვინციისა და სოფლის, ბირჟის, ბანკის, ნოტარიუსის კანტორების, რედაქციების, სასამართლოს, ბუდუარისა თუ სალონის ცხოვრება მათი უწვრილმანესი დეტალებით.
ლიბერტარიანიზმი ლიბერტარიანული აზროვნების სკოლები განსხვავდებიან სახელმწიფოს უფლებების შემცირების ხარისხით. ანარქისტული სკოლები მხარს უჭერენ სახელმწიფოს სრულ გაუქმებას. მინარქისტული სკოლები სახელმწიფოს მოვალეობად მხოლოდ მოქალაქეების აგრესიისგან, ქურდობისგან და თაღლითობისგან დაცვას მიიჩნევს. ზოგიერთი სკოლა ღარიბების დახმარებას ეთანხმება. ასევე, არის სკოლები, რომლებიც მხარს უჭერენ კერძო საკუთრების უფლებებს განუკუთვნელ მიწებზე და ბუნებრივ რესურსებზე, ამის პარალელურად არსებობენ სკოლები, რომლებიც სრუალიად უარყოფენ კერძო საკუთრების უფლებას და საერთო საკუთრებას უჭერენ მხარს. კიდევ ერთი კონტრასტი, რომელიც ლიბერტარიანელებს შორის არსებობს, არის ის რომ ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერს წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების უფლების არსებობას, ზოგიერთი კი პირიქით, საერთო საკუთრებას ეთანხმება - პირველის მაგალითია კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, ხოლო უკანასკნელის სოციალისტური. კონტრაქტარიანული ლიბერტარიანიზმი მიიჩნევს, რომ მთავრობის ლეგიტიმურობას განსაზღვრავს არა მართულების თანხმობა, არამედ კონტრაქტი, ორმხრივი შეთანხმება, თუმცა ეს შეიძლება დავინახოთ როგორც კონსეკვენციალიზმი ან დეონტოლოგიზმი, გააჩნია კონტრაკტი რის საფუძველზე განისჯება. ზოგირთი ლიბერტარიანელი სოციალისტი უარყოფს დეონტოლიგიურ და კონსეკვენციალურ მიდგომას და იყენებს ისტორიულ მატერიალიზმს თავისუფლების მოპოვების გზის განსასჯელად.
თედორე დოსტოევსკი მიუხედავად იმისა, რომ ბატონყმობას ყოველთვის აკრიტიკებდა, დოსტოევსკი კონსტიტუციის შექმნას მაინც სკეპტიკურად უყურებდა, მიაჩნდა, რომ ეს კონცეფცია არ იყო დაკავშირებული რუსეთის ისტორიასთან, მას უბრალო „ჯენტლმენების მმართველობას“ უწოდებდა და სჯეროდა, რომ კონსტიტუცია ხალხს უბრალოდ დაიმონებდა“. ნაცვლად ამისა, ის მხარს უჭერდა სოციალურ ცვლილებებს, კავშირის დამყარებას გლეხობასა და მდიდრართა კლასს შორის. დოსტოევსკის სჯეროდა უტოპიურ ქრისტიანობაზე მოქცეული რუსეთის, სადაც „თუ ყველა აქტიური ქრისტიანი იქნებოდა, არ წარმოიშვებოდა არც ერთი სოციალური თემატიკის კითხვა. თუ ყველა ქრისტიანი იქნებოდა, ისინი ყველაფერს გაუმკლავდებოდნენ“. მწერალი დემოკრატიასა და ოლიგარქიას უხეირო სისტემებად მიიჩნევდა და თვალსაჩინოებისთვის მოჰყავდა საფრანგეთში იმჟამად მიმდინარე მოვლენები: „ოლიგარქებს მხოლოდ ავლადიდებისკენ მიმავალი ინტერესები ამოძრავებთ, დემოკრატებს კი მხოლოდ ღარიბ-ღატაკების, მაგრამ მთლიანი საზოგადოებისა და საფრანგეთის მომავლის ინტერესი, არც ერთ მათგანს არ გააჩნია“. იგი მაინც იმ აზრზე რჩებოდა, რომ პოლიტიკური პარტიები საბოლოო ჯამში სოციალურ უთანხმოებას უწყობდნენ ხელს. 1860-იან წლებში მან აღმოაჩინა „პოჩვენიჩესტვო“, სლავოფილიზმის მსგავსი მოძრაობა, რომელიც უარყოფდა ევროპის კულტურას თანამედროვე ფილოსოფიურ მიმდინარეობებს, მათ შორის ნიჰილიზმსა და მატერიალიზმს. მიუხედავად ამისა, სლავოფილიზმისგან განსხვავებით, ეს მოძრაობა არ მოიაზრებდა რუსეთის იზოლირებას, თუმცა მათ ქვეყანა პეტრე დიდის სახელმწიფოზე უფრო გახსნილი წარმოედგინათ.
ონორე დე ბალზაკი 1831 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად ბალზაკის რომანს "„შაგრენის ტყავი“". წიგნში აღწერილია ახალგაზრდა ყმაწვილის, რაფაელ დე ვალენტინის ცხოვრება, რომელსაც ხელში ჩაუვარდება ცხოველის ტყავი. ტყავი განსაკუთრებულია და ის მის პატრონს პირდება ყველა სურვილისა და ოცნებების ახდენას, ძალაუფლებასა და სიმდიდრეს, თუმცა, ყოველი სურვილის ასრულების სანაცვლოდ ტყავის ზომა იკლებს და შესაბამისად მისი მფლობელის სიცოცხლის წლებიც მცირდება. სასოწარკვეთილი რაფაელი თანხმდება მის მფლობელობას, თუმცა საკუთარი სურვილების მართვას ვერ ახერხებს. საბოლოოდ, რაფაელი საკუთარი სურვილების მსხვერპლი ხდება, თუმცა ამავდროულად მწარე გამოცდილებით აღმოაჩენს ცხოვრების ნამდვილ ღირებულებას. ბალზაკს ამ რომანით სურდა ეჩვენებინა, ცხოვრებისეული სირთულეები და მათთან ბრძოლაში დაშვეული შეცდომები. მიუხედავად იმისა, რომ რომანი შეიცავს ფანტასტიკის ელემენტებს, ის რეალისტურ წიგნად ითვლება, რომელიც ასახავს ბურჟუაზიული ყოფის მატერიალიზმს. ბალზაკი ზუსტი დაკვირვებებითა და დეტალური აღწერილობით წარმოაჩენს კაზინოს, ანტიკურ მაღაზიას, სამეფო ბანკეტებს და სხვა ადგილებს. მწერალმა ასევე ასახა მისი საკუთარი ცხოვრებისეული დეტალები, მთავარი მოქმედი პირის საცხოვრებელის დახასიათება იდენტურია თავად ავტორის სახლის, სადაც ის კარიერის დასაწყისში ცხოვრობდა. "„შაგრენის ტყავის“" ცენტრალურ თემას წარმოადგენს სურვილებისა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კონფლიქტი. "„შაგრენის ტყავმა“" გავლენა მოახდინა და ინსპირაციად იქცა რუსი, ფრანგი და გერმანელი კომპოზიტორებისთვის, ასევე, მიჩნეულია, რომ ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“ ამ წიგნის გავლენითაა შთაგონებული (თუმცა, ბევრი სწავლული ამას უარყოფს). ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი ძალიან ძილიერ ემოციურ კავშირს ხედავადა მასა და წიგნის მთავარ პერსონაჟს შორის. ფროიდს, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ის თვითმკვლელობას აპირებდა. თუმცა, მან „შაგრენის ტყავის“ გადაკითხვის შემდეგ გადაიფიქრა და თავის ექიმს უთხრა: „ეს იყო ზუსტად ის წიგნი, რომელიც უნდა წამეკითხა“. რუსი ლიტერატორის თქმით, "„შაგრენის ტყავმა„" და "„მამა გორიომ“" გავლენა მოახდინა რუსი მწერლის თედორე დოსტოევსკის წიგნზე „დანაშაული და სასჯელი“. 1831 წლის 17 ნოემბერს გოეთემ "„შაგრენის ტყავის“ "შესახებ დაწერა: „ეს არის ბრწყინვალე გონების შრომის ნაყოფი“.