Top 10 similar words or synonyms for მასკატი

ერზინჯანი    0.903845

ზენჯანი    0.900434

ხუზისტანი    0.899975

ლურისტანი    0.899441

გულისტანი    0.898794

რეშთი    0.897122

ბრაშოვი    0.896294

ლაჰორი    0.895031

მეშჰედი    0.893421

მანამა    0.892603

Top 30 analogous words or synonyms for მასკატი

Article Example
მასკატი მასკატი ("არაბ. - مسقط"). ომანის დედაქალაქი.
ომანის ადმინისტრაციული დაყოფა ომანის ტერიტორია იყოფა 5 რეგიონად (მინტაქი) და 4 მუჰაფაზადა: მასკატი (დედაქალაქი), მუსანდამი, ბურაიმი და დოფარი. მუჰაფაზა ბურაიმი შეიქმნა 2006 წლის ოქტომბერში ელ-დაჰირას რეგიონიდან. ომანის ტერიტორია აგრეთვე იყოფა 62 ოლქად (ვილაიეთი).
სულეიმან I ოკეანეში პირველი კამპანია ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა. კამპანიის შემდეგ, პორტუგალიამ მალევე დაიწყო მოქმედებები. პორტუგალიის გემებმა დაიკავეს ადენი და ალყა შემოარტყეს ჯიდას. მათ მიზანს წითელ ზღვაში შეღწევა წარმოადგენდა. 1548 წელს ოსმალეთის ფლოტმა ფირი-რეისის მეთაურობით მეორე კამპანია წამოიწყო. ფლოტმა 1549 წელს ადენი დაიბრუნა, რითაც წითელი ზღვის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო. 1552 წელს ფირი-რეისმა განაგრძო კამპანია. მისი მიზანი იყო სპარსეთის ყურეში შეღწევა. ფლოტმა გზად დაიკავა ქალაქი მასკატი, ჰქონდა ჰორმუზის აღების მცდელობაც, მაგრამ უშედეგოდ. დაპყრობილ იქნა ბაჰრეინის კუნძული, ყატარი. ფლოტი უკვე უახლოვდებოდა პორტუგალიის ფლოტს, მაგრამ ბასრაში ფირი-რეისმა უკან დახევა დაიწყო. იგი სუეცის არხში მხოლოდ ორი გალერით დაბრუნდა.
ოსმალეთის იმპერიის ისტორია სულეიმანის დროს გრძელდებოდა ოსმალეთის საზღვაო ფლოტის გაძლიერება, რომელიც უკვე პრეტენზიას აცხადებდა ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეზე გაბატონებაზე. 1522 წელს ხუთთვიანი ალყის შემდეგ ფლოტმა აიღო კუნძული როდოსი. 1529 წელს დაპყრობილ იქნა ალჟირი, 1534 წელს — ტუნისი. ორივე მათგანი ოსმალებმა ესპანეთის იმპერიის დამარცხების შედეგად დაიკავეს. ვენეციის ლაშქრობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ, კაპუდან-ფაშა ხაირ ალ-დინ ბარბაროსამ ვენეციის გავლენის ქვეშ მყოფი უამრავი კუნძული დაიპყრო. სწორედ ამიტომ, 1538 წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს ჰქონდათ მცდელობა, განედევნათ ოსმალთა ფლოტი ხმელთაშუა ზღვიდან, მაგრამ პრევეზის ბრძოლა მათთვის აბსოლუტური მარცხით დასრულდა. ოსმალეთისა და საფრანგეთის ფლოტმა 1543 წელს აიღო ნიცა, 1552 წელს პონზას ბრძოლაში დაამარცხეს გენუას ფლოტი. 1551 წელს ფლოტმა დაიკავა ტრიპოლი, 1553 წელს — კორსიკა, ხოლო 1558 წელს — ესპანეთის შემადგენლობაში მყოფი ბალეარის კუნძულები. 1560 წელს გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდა ფლოტის დამარცხებისა, მაგრამ ჯერბას ბრძოლაშიც სასტიკად დამარცხდნენ. ინდოეთის ოკეანეში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა პორტუგალიას წაართვა აჩეჰი, მასკატი და ადენი. იმპერიის ფლოტს 1565 წელს მალტის აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა.
ფილიპე II (ესპანეთი) ვინაიდან ფილიპეს მამა კარლოსი ოსმალთა სულთნის სულეიმან I-ის მოსისხლე მტერი იყო, სულეიმანი ფილიპესაც ასე აღიქვამდა. ფილიპემ სპეციალურად ოსმალების დასამარცხებლად და ევროპული  მიწებიდან გასადევნად შეიქმნა საღვთო ლიგა რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ : ესპანეთი, ვენეცია, რომის პაპი, მალტა, გენუა, ტოსკანა, სავოია, ურბინო და პარმა.  1560 წელს საღვთო ლიგასა და ოსმალეთს შორის მოხდა ჯერბას ბრძოლა რომელშიც ოსმალებმა გაიმარჯვეს. ინდოეთის ოკეანეში წარმოებული კამპანიის შედეგად, ოსმალეთის ფლოტმა პორტუგალიას წაართვა აჩეჰი, მასკატი და ადენი. ოსმალეთის იმპერიის ფლოტს 1565 წელს მალტის აღების მცდელობაც ჰქონდა. წარმატების შემთხვევაში, ოსმალები უფრო განიმტკიცებდნენ პოზიციებს ხმელთაშუა ზღვაზე, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა ქრისტიანული ძალებისთვის. თუმცა, ეს ალყა წარუმატებლად დასრულდა. 1566 წელს გარდაიცვალა სულთან სულეიმანი, ტახტზე კი მისი ვაჟი სელიმ II ადის. იმპერიას, ფაქტობრივად, დიდი ვეზირი სოკოლუ მეჰმედ-ფაშა განაგებდა. სწორედ მან აწარმოა მოლაპარაკებები ჰაბსბურგებთან. 1568 წელს დადებული ადრიანოპოლის ხელშეკრულების შედეგად, დასრულდა 1566 წელს სიგეტვარის ბრძოლით დაწყებული ომი. ზავის მიხედვით, საღვთო რომის იმპერიას დაეკისრა 30,000 დუკატის ხარკის სახით გადახდა. ვინაიდან საღვთო რომის იმპერიას ფილიპეს და და სიძე მართავდნენ, ფილიპეს არ მოეწონა დის მმართველობის შერყევა და ამიტომაც ახალი საბრძოლო გეგმის დასახვა დაიწყეს. მალევე ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა მოლდოვეთი და ვლახეთი. 1569 წელს ასტრახანში მოწყობილი ლაშქრობა, უშედეგოდ დასრულდა. 1570 წელს სელიმმა დაიწყო ომი ვენეციასთან კვიპროსის დასაპყრობად. 1571 წლის 7 ოქტომბერს ლეპანტოდან 60 კმ-ის დაშორებით. ოსმალთა ფლოტმა შეუტია მოკავშირეთა ფლოტს; მაგრამ გალერების ფრონტის წინ წაწეულმა ვენეციის ექვსმა გალეასმა არტილერიული ცეცხლით დაარღვია ოსმალთა ფლოტის (არტილერია არ გააჩნდათ) საბრძოლო წყობა. მაშინ ოსმალეთის გალერები მოწინააღმდეგის პირველი ხაზის გალერების აბორდაჟზე გადავიდნენ. ხომალდებზე ორივე მხრიდან იყო 25-25 ათასი კაცი (მეზღვაურთა გარდა). გაიმარჯვეს გაერთიანებული ფლოტის ჯარისკაცებმა. ოსმალეთის ფლოტი განადგურდა, მათ დაკარგეს 224 ხომალდი, ხოლო მოკავშირეებმა – 15 გალერა. ამ ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად ოსმალებმა ააგეს ახალი ფლოტი და ომი წარმატებით დაამთავრეს. 1573 წლის საზავო ხელშეკრულებით ვენეციამ ოსმალეთს კ. კვიპროსი დაუთმო. თუმცა ესპანეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა მხოლოდ დიპლომატიით გამოსწორდა. ფილიპეს ამ დროს ფლანდრიაში გაუმწვავდა ურთიერთობები, ამასთან დაინახა,რომ ოსმალებმა სპარსეთთან ომი დაიწყო და ევროპისთვის აღარ ეცალა, ამიტომაც ფილიპემ და სელიმმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს.