Top 10 similar words or synonyms for მარიკოპას

მასაის    0.775483

მონგოს    0.766840

აინუს    0.757656

ზულუს    0.740498

ნაჰუას    0.736852

რაპანუის    0.730640

ვარაოს    0.726048

მეტისების    0.725138

ბოროროს    0.722146

ბამბარას    0.719541

Top 30 analogous words or synonyms for მარიკოპას

Article Example
მარიკოპა მარიკოპა (ესპანური ტომის "კოკომარიკოპას" შემოკლება) — ადგილობრივი, ინდიელთა წარმოშობის ამერიკული პატარა ტომი, რომელიც სახლობს სოლტ ლეიკის პიმა-მარიკოპასა და მდინარე გილას ინდიელთა საზოგადოებაში პიმასთან ერთად, ტომთან, რომელმაც მარიკოპას ხალხი თავისი ისტორიის განმავლობაში დიდი ხნის მანძილე ინარჩუნებდა პოზიტიურ დამოკიდებულებას. მარიკოპას ხალხი, რომლის უმეტეს ნაწილს ეთნიკურად ქალკიდომის პიპაშიდან წამოსული ადამიანები შეადგენენ დასახლებულია ლეჰიში, არიზონაში. მარიკპას ტომის ერთი ნაწილი წარმოადგენს მარილიანი მდინარის პიმა მარიკოპას ინდიელთა საზოგადოებას. ხოლო მეორე ნაწილი წარმოადგენს მდინარე გილას ინდიელთა საზოგადოებას. მარიკოპას ხალხი იუმური წარმოშობისაა და დღეს დღეობით ცხვრობენ კოლორადოს მდინარესთან. მარიკოპას ხლხების ამდენი სხვადასხვა ადგილმდებარეობა მათი ომების შედეგია, რის გამოც ხშირად უწევდათ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა.
მარიკოპა მარიკოპას ხალხების მითოლოგიური, ცერემონიული და რელიგიური კონცეფცია, მიუხედავად იმისა, რომ იუმადანაა წარმოშობით, ზეგავლენას განიცდის, პიმას ხალხების შეხედულებებისა, რაც მათი მეზობლობითაა გამოწვეული. მათი მორალიც, რომელიც ზედმეტაც მკაცრი წესებით გამოირჩევა, შორსაა იუმას ხალხების მორალისაგან რომელიც შედარებით მსუბუქია, და მეტად ემსგავსება პიმას ხალხებისას. საცხოვრებელ სახლებად ზამთარში მარიკოპას ხალხები იყენებენ ბეწვით დაფარულ მართკუთხედის ფორმის კარავების მსგავსს ნაგებობებს. მარიკოპას კულტურაში ასევე გავრცელებულია სხვა ტიპის ნაგებობებიც, მაგალითად იგივე მასალებისაგან გაკეთებული ოვალური სახლები, ასევე იგივე მეთოდით აკეთებდნენ ამ კულტურაში ბეღელებსაც. ამ კონსტრუქციების მშენებლობის ტექნიკა და „დიზაინიც“ ასევე პიმას ხალხისგანაა აღებული. ამას გარდა პიმას ხალხისაგანაა აღებული კალათისმკეთებლობაც, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო დახვეწილი და განვითარებულია მარიკოპას ხალხში, თუმცა იყენებს თითქმის იგივე ტექნიკას, ფორმებს და მასალას. მარიკოპაში მეთიხეობის კულტურაც წინ წასულია, ისინი იყენებენ მოზრდილი ზომის თიხის ჭურჭლებს სახლში წყლის მარაგის მდინარეებიდან მოსაზიდად და შესანახად, ხოლო მცირე ზომის ჭურჭლებს წყლის თავზე დადებით წასაღებად, მათთან ასევე ვხვდებით საჭმლების დამზადებისთვის განკუთვნილ განსხვავებული ზომების თიხის ჭურჭლებსაც. თიხის დამზადების პროცესს მარიკოპას კულტურაში რიტუალური დატვირთვა აქვს და საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, თიხას ქალები ამზადებენ ხის ნიჩაბისა და გრდემლის გამოყენებით. მარიკოპას ხალხებმა ასევე პიმას კულტურისაგან აითვისეს ბამბის ქსოვაც. ეს უკანასკნელი არიზონას მიწებზე საკმაოდ უხვად მოიპოვება. მარიკოპას ხალხების ტანისამოსიც სწორედ ამ მასალისგანაა გაკეთებული. ქალები ძირითადად მისგან გაკეთებული ტანისამოსით მთლიანად იმოსავენ ტანს, რაც შეეხება კაცებს ისინი მხოლოდ ტანის ქვედა ნაწილს იმოსავენ და ზედა ნაწილს კი სხვადასხვა მატერიისგან დამზადებული საღებავებით იღებავენ.
მარიკოპა მარიკოპას ხალხი სარგებლობდა საბილიკო ქსელით, რომელიც აკავშირებდა შუა და ქვედა გილას რეგიონს და გადიოდა ჰალჩიდომასა და მოჰავის ქვეყნებზე. ეს კავშირები იყო ძალიან ძველი, შეიძლება იუმას ხალხებამდეც კი არსებობდა. ამ გზით შემოდიოდა სავაჭრო საქონელი გალფისა და წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლებიდან. დაახლოებით ერთკვირიანი მგზავრობის შედეგად დელტას ქვეყანაში, მარიკოპას ხალხი მოიპოვებდა „დამპალ თამბაქოს“.
მარიკოპა მარიკოპას ხალხის სოციალური მოწყობის ტრადიციებიდან, დღეს დღეობით ცოტაღაა შემორჩენილი თუმცა მაინც აშკარაა, რომ ის მოჰავეს ხალხების ანალოგიურია. როგორც მოჰავეს კულტურაში მარიკოპაშიც ხალხი სამეზობლო ტომებად იყოფა, ერთ სამეზობლოს საერთო ენა გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მასში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ცხოვრობდეს, ასევე მოჰავეს კულტურის მსგავსად მარიკოპას ხალხებშიც ქორწილი არ ტარდება დიდი ცერემონიითა და ზარზეიმით, ასევე აქ ვერ ვხვდებით მშობლების ნებართვის ჩამორთმევის ტრადიციას ქორწილზე, თუკი ისინი სიძეს არ უარყოფენ თავისთავად ითვლება რომ ის მიღებულია. როგორც სხვა ბევრ კულტურაში, აქაც ეგზოგამია ანუ მონათესავე ოჯახების წარმომადგენლებს შორის ქორწილი აკრძალულია, თუმცა მიუხედავად ამისა მარიკოპას ხალხები ხშირად არღვევდნენ და არღვევენ ამ წესს და ქორწინდებიან მონათესავე ოჯახების წარმომადგენლებზე. ასევე მარიკოპას კულტურაში ვხვდებით განქორწინების ფენომენსაც, ამ შემთხვევაშიც ოჯახი არ იღებს მონაწილეობას განქორწინებაში.
მარიკოპა მარიკოპას ხალხზე ინფორმაციის მოსაძიებლად ყველაზე კარგი მიდგომაა მათ თანამედროვე საზოგადოებებზე დაკვირვება. ეს საზოგადოებები, სამეზობლოები ეთნიკურად მრავალფეროვანი ჯგუფებისა, საუბრობენ ერთსა და იმავე ენაზე. ვინ არიან მარიკოპას ხალხი და როგორ გაჩნდნენ ამ ტერიტორიაზე ძალიან საინტერესო საკითხი. საკმარისად მოხუცებისთვის ამ შეკითხვაზე პასუხი არის ძველ მოთხრობებში, სადაც ნახსენებია ის ადგილები საიდანაც წამოვიდა ეს ხალხი, ასევე მიზეზები, თუ რამ განაპირობა ეს გადმოსახლება. ამ საზოგადოებაში თითოეული ამბავი ეხება კონკრეტული გვარის ისტორიას ან გენეალოგიის ხეს.