Top 10 similar words or synonyms for მარიანას

შეტლანდის    0.828310

ბიოკო    0.817952

ორკნეის    0.816041

სენდვიჩის    0.809992

სახალინი    0.769616

ლაინის    0.757763

მოლუკის    0.757324

ბორნეო    0.756270

კაროლინის    0.753872

მაკასარის    0.749729

Top 30 analogous words or synonyms for მარიანას

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
მარიანას არქიპელაგი მარიანას არქიპელაგი (, ), до начала XX საუკუნის ბოლომდე ასევე ეწოდებოდა ლადრონის კუნძულები ( — "ქურდების კუნძულები") — კუნძულების ჯგუფი წყნარი ოკეანის დასავლეთში, მიკრონეზიაში. მოიცავს 15 დიდ კუნძულს და რამდენიმე მცირე კუნძულს და რიფს. საერთო ფართობია — დაახლოებით 1018 კმ², მოსახლეობა — 213 241 ადამიანი (2010 წელი). არქიპელაგზე მდებარეობს ორი პოლიტიკური წარმონაქმნი: "გუამი" (541 კმ²) და "ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები" (477 კმ²). ორივე ტერიტორიას აქვს აშშ-ის არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის სტატუსი (ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს ასევე აქვს თანამეგობრობის სტატუსიც).
მარიანას არქიპელაგი გეოლოგიური თვალსაზრისით კუნძულები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: უფრო ძველი წარმოშობის სამხრეთი კუნძულების რკალი (კუნძულები: გუამი, როტა, ტინიანი, აგიხანი, საიპანი) და უფრო ახალი ვულკანური ჩრდილოეთი რკალი (არქიპელაგის დანარჩენი კუნძულები). სამხრეთი კუნძულები წარმოიქმნა დაახლოებით 15—20 მილიონი წლის წინ (გვიანდელი ეოცენი — ადრეული მიოცენი). ყველა მათგანს აქვს მსგავსი აგებულება და დაფარულია კირქვის ფენით — ძველი მარჯნის რიფების ნარჩენებით. ჯგუფმა განიცადა რამდენიმე ამოწევა. ჩრდილოეთი ჯგუფი მარიანის რკალის ნაწილია, ადგილზე სადაც წყნარი ოკეანის ფილაქანი იძირება ფილიპინების ფილაქანის ქვეშ. ამ ჯგუფის ყველა კუნძული სტრატოვულკანებია. კუნძულების უმრავლესობა გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. სამხრეთი კუნძულების რიფები უფრო ძველი და უფრო განვითარებულია. კუნძულების რაიონში განლაგებულია დაახლოებით 50 წყალქვეშა ვულკანი და 11 ვულკანი ქმნის კუნძულებს.
მარიანას ღარი მარიანას ღარი, მარიანას ღრმული — ვიწრო დეპრესია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინის ზღვაში. გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კმ-ზე მარიანას კუნძულების გასწვრივ. აქვს V-სებრი პროფილი, ციცაბო (ქანობი 7-9°) კალთები, ბრტყელი ძირი (სიგანე 1-5 კმ). სიღრმე 11023 მ (სიღრმე გაზომა 1957 წელს სსრკ-ს საკვლევ გემ „ვიტიაზის“ ექსპედიციამ, პირველი გაზომვა — 11034 მ), რითაც ის მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილია. დაზუსტებით, რომელიც იაპონურმა ზონდმა აწარმოა 1995 წელს – 10920 მ–ს არ აღემატება. ბოლო გაზომვით კი, რომელიც 2011 წელს ამერიკულმა ოკეანოგრაფიულმა ექსპედიციამ ჩაატარა, დაფიქსირდა 10,994 მ (± 40 მ) სიღრმე.
მარიანას არქიპელაგი 1521 წლის 6 მარტს ფერნანდო მაგელანის ექსპედიციის მეზღვაურები გახდნენ პირველი ევროპელები, რომლებმაც დაინახეს კუნძულები (ესპანური გემები შეჩერდნენ უმატაკის უბეში გუამის კუნძულთან). ჩამოროელებთან პირველი უსიამოვნო შეხვედრის გამო მაგელანმა არქიპელაგს უწოდა "Las Islas de los Ladrones" («ქურდების კუნძული»), რადგანაც ადგილობრივმა აბორიგენებმა მოიპარეს ზოგიერთი საგნები მაგელანის გემებიდან, რომლებმაც ისარგებლეს მეზღვაურების დაღლილობით მთელი წყნარი ოკეანის გადაცურვის გამო. 1565 წელს არქიპელაგი ფორმალურად გამოცხადდა ესპანეთის სამეფოს საკუთრებად. 1668 წელს არქიპელაგზე მოვიდნენ მისიონერები დიეგო ლუის დე სან-ვიტორესის მეთაურობით. მან არქიპელაგს დაარქვა ახალი სახელი ესპანეთის დედოფლის, ფილიპე IV-ის ქვრივის — მარიანა ავსტრიელის პატივსაცემად.
მარიანას არქიპელაგი 2000 წლის აღწერის მონაცემებით არქიპელაგის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 224 026 ადამიანს. 2010 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 213 241 ადამიანამდე. მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს ოთხ კუნძულზე: როტა, ტინიანი, საიპანი და გუამი.
მარიანას არქიპელაგი არქიპელაგი წარმოადგენს კუნძულების რკალს, რომელიც მდებარეობს ტექტონიკურად აქტიურ რეგიონში, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში. არქიპელაგი მდებარეობს 2500 კმ-ში ფილიპინებიდან და ამავე მანძილით დაშორებულია პაპუა-ახალი გვინეიდან.
მარიანას არქიპელაგი კუნძულები გადაჭიმულია ჩრდილოეთის განედის 12 და 21 გრადუსებს შორის დაახლოებით 800 კმ-ზე. კუნძულები შედგება 15 დიდი კუნძულისაგან: აგიხანი, აგრიხანი, ალამაგანი, ანატაჰანი, ასუნსიონი, გუამი, გუგუანი, მაუგი, პაგანი, როტა, საიპანი, სარიგანი, ტინიანი, ფარალიონ-დე-მედინილია და ფარალიონ-დე-პახაროსი.
მარიანას არქიპელაგი დაიწყო მარიანას არქიპელაგის კოლონიზაცია. მალე სან-ვიტორესი მოკლეს, რამაც გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება. არქიპელაგის მოსახლეობა შემცირდა 150 ათასიდან, როდესაც არქიპელაგზე ესპანელები გამოჩნდნენ, 5 ათასამდე 1741 წლისთვის. ბევრ ჩამოროელს აიძულებდნენ გადასულიყვნენ გუამის კუნძულზე (მხოლოდ კუნძულ როტას მოსახლეობა ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, რომლებიც ემალებოდნენ ესპანელ ჯარისკაცებს კუნძულის მთებში). დაიწყო არქიპელაგის დასახლება ესპანელებით და ფილიპინელებით. 1815—1885 წლებში არქიპელაგის ჩრდილოეთ კუნძულებზე ასახლებდნენ მეზობელი კაროლინის კუნძულების მოსახლეობით. ესპანური ბატონობის დამთავრების შემდეგ, როდესაც ჩამოროელებს ნება დართეს დაბრუნებულიყვნენ მშობლიურ კუნძულებზე, აღმოჩნდა, რომ ბევრი საუკეთესო მიწები დაკავებული იყო კაროლინელების მიერ.
მარიანას არქიპელაგი არქეოლოგიური მონაცემების თანახმად, არქიპელაგზე პირველი ადამიანები გამოჩნდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინ და იყვნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსულები. შემდგომში პირველი დასახლებულები ცნობილი გახდნენ როგორც ჩამოროელები. კუნძულელებს ჰქონდათ სოციალური დაყოფა. ოჯახის უფროსებად ითვლებოდნენ ქალები. XVI საუკუნის დასაწყისში კოლონიზატორები უშედეგოდ ცდილობენ ამოეძირკვათ მატრიარქატი. დაახლოებით 1000 წლის წინ ჩამოროს კულტურა შეიცვალა, რაც გამოიხატა არქიტექტურაშიც. კუნძულელებმა დაიწყეს ეგრედ წოდებული ლატეს ქვების მშენებლობა, რომელიც გამოიყენებოდა სახლის საძირკვლის სახით და რელიგიური მიზნებისათვის.
მარიანას არქიპელაგი ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ ესპანეთმა დაუთმო აშშ-ს მარიანას არქიპელაგის სამხრეთი ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი მიყიდა გერმანიის იმპერიას 1899 წლის 12 თებერვლის შეთანხმებით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მარიანას არქიპელაგი ერთა ლიგამ მმართველობაში გადასცა იაპონიას (არქიპელაგზე იაპონელთა ძირითადი საქმიანობა გახდა შაქრის ლერწმის წარმოება), მეორე მსოფლიო ომის შემდეგ — გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მმართველობაში გადასცა აშშ-ს (ამერიკელებმა დაიკავეს კუნძული 1944 წელს და კუნძულ ტინიანიდან ფრინდებოდნენ თვითმფრინავები, რომლებმაც ჩამოაგდეს ატომური ბომბები ჰიროსიმაში და ნაგასაკში შესაბამისად 1945 წლის 6 აგვისტოს და 9 აგვისტოს). 1978 წელს აშშ-მა მიანიჭეს კუნძულებს განსაკუთრებული სტატუსი: ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები და გუამი გახდნენ აშშ-ის არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიები. 1986 წელს კუნძულების მოსახლეობას მიანიჭეს აშშ-ის მოქალაქეების სტატუსი.