Top 10 similar words or synonyms for მაპუტუ

ნამპულა    0.887198

ბეირა    0.876038

ნაირობი    0.870914

სუვა    0.869967

პოტოსი    0.856327

აჩეჰი    0.852558

ბრიზბენი    0.849441

ლაგოსი    0.848975

ნუევა    0.846917

მასაია    0.845545

Top 30 analogous words or synonyms for მაპუტუ

Article Example
მაპუტუ მაპუტუ (), დამოუკიდებლობამდე ცნობილი, როგორც ლორენსუ-მარკიში () — მოზამბიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, რომელიც ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს. ხშირად მას „აკაციების ქალაქსაც“ უწოდებენ, იმ ფაქტის გამო, რომ ინდოეთის ოკეანის სანაპირო გამზირზე აკაციის ხეებია ჩამწკრივებული. დღეისათვის, მაპუტუ საპორტო ქალაქია ინდოეთის ოკეანეზე; ნავსადგურის გარშემო კონცენტრირდება მისი ეკონომიკა. იწარმოება ცემენტი, კერამიკა, ავეჯი, ფეხსაცმელი, რეზინი. 2007 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა 1 766 184 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გარშემორტყმულია მაპუტუს პროვინციით.
მაპუტუ მაპუტუ მდებარეობს სხვადასხვა კულტურების გზაჯვარედინზე. ქალაქი მოხვედრილია ბანტუს კულტურის გავრცელების ზონაში პორტუგალიური კულტურის ძლიერი გავლენით. ამას გარდა ქალაქში შერწყმულია ინდური და ჩინური კულტურის გარკვეული ელფერი. აქ სამზარეულო საკმაოდ მრავალფეროვანია, განსაკუთრებით გამოსაყოფია არაბული და პორტუგალიური სამზარეულოები, მრავლადაა ზღვის ნობათი.
მაპუტუ 2006 წლიდან მაპუტუში ტარდება დოკუმენტალური კინოს საერთაშორისო ფესტივალი დოკანემა (DOCKANEMA).
მაპუტუ ქალაქი მაპუტუ მდებარეობს მაპუტუს ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდინარე ტემბის ხეობაში. მდინარე მაპუტუ ჩაედინება მაპუტუს ყურის სამხრეთ ნაწილში.
მაპუტუ ქალაქი მაპუტუ დაყოფილია 7 მუნიციპალიტეტად:
მაპუტუ ძირითადი საექსპორტო საქონელია: ნახშირი, ბამბა, შაქარი, ქრომიტები, აგავა, კოპრა და მერქანი. ქალაქში იწარმოება: ცემენტი, ავეჯი, ფეხსაცმელი, კერამიკული ჭურჭელი და კაუჩუკი.
მაპუტუ თანამედროვე შენობები შენდება ახლადდაბადებული საშუალო კლასის თანხებით, მაშინ როდესაც საზოგადოებრივი შენობები ხშირად არ რემონტდება. მაპუტუს პლაჟი დაჭუჭყიანებულია პორტის ნარჩენებით და ამიტომ იგი არ გამოიყენება ქალაქელების მიერ დასვენების მიზნით.
მაპუტუ ესპირიტუ სანტუს ესტუარის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლორენსუ-მარკიშს სახელი დაერქვა პორტუგალიელი ზღვაოსნის პატივსაცემად, რომელიც 1544 წელს მოზამბიკის პორტუგალიელი გუბერნატორის მიერ კომპანიონ ანტონიუ კალდიერუსთან ერთად გაგზავნილი იქნა სანაპიროს გამოსაკვლევად. მათ გამოიკვლიეს მაპუტუს ყურეში ჩამდინარე მდინარეების ქვედა ხეობები, მათ შორის ესპირიტუ სანტუსიც. პორტუგალიელების მიერ მდინარის ჩრდილოეთ სანაპიროზე აშენებულმა ფორტების და სავაჭრო შენობების ჯგუფმა მიიღო სახელად ლორენსუ-მარკიში.
მაპუტუ ქალაქი მაპუტუ მდებარეობს სავანის ტროპიკული სარტყლების და ნოტიო სუბტროპიკული სარტყლების ზონების საზღვარზე. კლიმატი საკმაოდ მშრალია და ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 761 მმ-ს. წვიმების სეზონი მოკლევადიანია, გრძელდება იანვრიდან მარტის ჩათვლით. მაპუტუს ისტორიაში ჰაერის ყველაზე დაბალი დარეგისტრირებული ტემპერატურაა — +7 °C. ჩვეულებრივ ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში იმყოფება +30 °C-ის ფარგლებში, დეკემბერ-თებერვალში ცოტათი უფრო ცხელა.
მაპუტუ მაპუტუში მდებარეობს მოზამბიკის უძველესი უნივერსიტეტი — ედუარდუ მონდლანეს სახელობის უნივერსიტეტი, ასევე პედაგოგიური უნივერსიტეტი. ქალაქში მდებარეობს მოზამბიკის ისტორიის მუზეუმი, ბუნების მეცნიერების მუზეუმი, სამხედრო მუზეუმი და მარიამ ღვთისმშობლის ფატიმური მოვლენების () კათოლიკური ტაძარი.