Top 30 analogous words or synonyms for მაკროეკონომიკის

Article Example
ნოდარ ხადური დაიბადა თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაკროეკონომიკის განხრით. 1999—2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა. 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული პროფესორი, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი. 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა პარლამენტის წევრად, ხოლო 2012 წლის 25 ოქტომბრიდან — 2016 წლის 27 ნოემბრამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრად. 2016 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეა.
ვლადიმერ პაპავა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1982 წელს. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1989 წელს თემაზე: „Продуктивность общественного производства и основы её межотраслевого анализа“. მისი შრომები ეძღვნება ეკონომიკური თეორიის, ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების, მაკროეკონომიკის, ეკონომიკის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის თეორიისა და საქართველოსა და კავკასიის ეკონომიკის საკითხებს.
ჯონ მეინარდ კეინზი ჯონ მეინარდ კეინზი ( დ. 5 ივნისი, 1883 — გ. 21 აპრილი, 1946) — ბრიტანელი ეკონომისტი, რომლის იდეებმა (კეინზიანიზმი) უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია თანამედროვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაზე, ასევე მრავალი მთავრობის ფისკალურ პოლიტიკაზე. ის ქადაგებდა ინტერვენციულ სამთავრობო პოლიტიკას, რომლითაც მთავრობას ფისკალური და მონეტარული ზომების გამოყენებით ეკონომიკური ვარდნის, დეპრესიებისა და ბუმის უარყოფითი ეფექტების შემსუბუქება შეეძლო. მას თანამედროვე თეორიული მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მამად მიიჩნევენ.
გრეგორი მენკიუ გრეგორი მენკიუ ეკონომიკის პროფესორია ჰარვარდის უნივერსიტეტში. ეკონომიკას სწავლობდა პრინსტონის უნვერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. როგორც პედაგოგი, იგი უძღვება სხვადასხვა კურსებს, მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, სტატისტიკისა და ეკონომიკის პრინციპების ჩათვლით. დიდი ხნის წინ ერთი ზაფხული მან ლონგ ბიჩ აილენდზეც კი გაატარა, როგორც აფროსნობის ინსტრუქტორმა.
ოტო ოლენდორფი ოტო ოლენდორფი დაიბადა ჰოენეგელსენში ჰილდესჰაიმის მახლობლად. სამართალმცოდნეობასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეუფლებოდა ლაიფციგისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში. 1925 წელს 18 წლის ასაკში იგი „ნსდაპ“-ის წევრი გახდა. სტუდენტობის შემდეგ მეცნიერულ მუშაობას ეწოდა კილის მაკროეკონომიკის ინსტიტუტსა და ბერლინის უნივერსიტეტში. 1936 წელს იგი დაინიშნა „სს-ის რაიხსფიურერის უშიშროების სამსახურის“ რეფერნატად ეკონომიკის დარგში. 1939-1945 წლებში ოტო ოლენდორფი „რაიხის უშიშროების მთავარი სამსახურის“-ს III განყოფილების ("გერმანიის ტერიტორია") უცვლელ შეფად მუშაობდა. მის უშუალო დავალებაში შედიოდა გერმანიის ფარგლებში მოსახლეობის პოლიტგანწყობის შესწავლა და გაანალიზება.
დიდი დეპრესია ძირითადი კაპიტალისტური ეკონომიკის თეორიები ყურადღებას ამახვილებს წარმოებას, მოხმარებასა და კრედიტს შორის ურთიერთობაზე მაკროეკონომიკის განხრით, და პირად ინცენტივებსა და მსყიდველობით გადაწყვეტილებებზე მიკროეკონომიკის განხრით. ეს თეორიები ცდილობს დააწყოს მოვლენათა ქრონოლოგია ისე, რომ გაირკვეს რამ გამოიწვია ინდუსტრიული სამყაროს მონეტარული სისტემისა და მათი სავაჭრო ურთიერთობების ჩავარდნა. მათგან განსხვავებით მარქსისტული ეკონომიკის თეორია ყურადღებას ამახვილებს ურთიერთობაზე წარმოების კონტროლსა და სიმდიდრის კონცენტრაციას შორის. მარქსისტებისთვის დიდი დეპრესია გარდუვალია კაპიტალიზმისთვის და ეს მოვლენა საკვირველი არ უნდა იყოს.
გრეგორი მენკიუ პროფესორი მენკიუ ნაყოფერი მწერალიცაა. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ აკადემიურ ჟურნალებში, როგორებიცაა „ემერიკენ იკონომიკ რევიუ“, „ჯორნელ ოვ პოლიტიკალ იკონომიქს“ და „კუორტერლი ჯორნელ ოვ იკონომიქს“, აგრეთვე ისეთ პოპულარულ გამოცემებში, როგორებიცაა „ნიუ-ორკ ტაიმს“, „ბოსტონ გლოუბ“ და „უოლ სტრიტ ჯურნელ“. მენკიუ მაკროეკონომიკის ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორია (უორსის გამომცემლობა). პედაგოგიურ საქმიანობას, სამეცნიერო კვლევასა და მწერლობას მენკიუ ეკონომიკური კვლევის ნაციონალური საბჭოს მონეტარული ეკონომიკის პროგრამის დირექტორისა და ბოსტონის ფედერალური სარეზერვო ბანკისა და კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მრჩევლის თანამდებობებს უთავსებდა. 2003-2005 წლებში იგი პრეზიდენტის ეკონომკური მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი იყო.
როზეტა ასათიანი როზეტა ასათიანი (დ. 24 ივნისი, 1939, ქუთაისი) — ქართველი ეკონომისტი. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1972-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტის, შემდგომ დოცენტისა და 1993-2006 წლებში პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2010 წლებში იყო თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ეკონომიკისა და ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონები და ბროშურები; მრავალი სტატიის ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში, თანაავტორი და მთავარი რედაქტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ეკონომიკურ თეორიაში (1998). 40-ზე მეტი მონოგრაფიის მეცნიერ-რედაქტორია. 1993 წელს ჩამოაყალიბა სტატისტიკური სამსახური „ბარომეტრის“ სახელწოდებით, გამოსცა სტატისტიკური კრებულები სერიით — საქართველო და გარე სამყარო, სახელდობრ „მოსახლეობა ციფრებში“ (1995), „მსოფლიო ციფრებში“ (200). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი(1994). რ. ასათიანის კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ფართო წრე.