Top 10 similar words or synonyms for მაიდუგური

გომბე    0.962089

დუზჯე    0.946889

ბაუჩი    0.942372

კატიმა    0.940782

ფაიაუ    0.940356

ადიამანის    0.939180

რანგპური    0.936656

სელტიარნარნესი    0.936440

დიმიტროვგრადი    0.936037

პანდო    0.935737

Top 30 analogous words or synonyms for მაიდუგური

Article Example
მაიდუგური 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 197 497 ადამიანს. მათი უმრავლესობა მიეკუთვნება ჰაუსას ხალხს, მაიდუგურში ასევე ცხოვრობენ კანურის ტომის ხალხი და ბაგარები. უნივერსიტეტში ასწავლიან ინგლისურ ენაზე. ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული რელიგიაა ისლამი, ასევე ცხოვრობს ქრისტიანული უმცირესობა. ქალაქი მაიდუგური ჩრდილოეთ ნიგერიის ტრადიციული სავაჭრო ცენტრია. მაიდუგურში ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ ნიგერიაში.
მაიდუგური მაიდუგურის კლიმატი ხასიათდება, როგორც ცხელი ნახევრადარიდული. რეკორდულად მაღალი ტემპერატურა (47 °C) აღინიშნა 1983 წლის 28 მაისს, ხოლო რეკორდულად დაბალი (5 °C) — 1979 წლის 26 დეკემბერს.
მაიდუგური მაიდუგური () — ქალაქი ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს შტატის ადმინისტრაციული ცენტრი.
მაიდუგური ქალაქი დაარსდა 1907 წელს, როგორც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების სამხედრო და ადმინისტრაციული ფორპოსტი ნიგერიის ჩრდილოეთში. შემდგომში იგი გახდა ბორნოს სულთნის რეზიდენცია, ძველი დედაქალაქების — კუკავას და დიკვას მაგივრად. 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან დაწყებული ქალაქი არაერთხელ იყო ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი სისხლიანი ძალადობის აქტების მოწმე. სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მასობრივი შეჯახებები აღინიშნა 1982 და 2001 წლებში.
მაიდუგური 2006 წლის თებერვალში ქალაქში ადგილი ჰქონდა მუსულმანური მოსახლეობის მასობრივ მღელვარებებს, რომელიც გამოიწვია ერთ-ერთ დანიურ გაზეთში წინასწარმეტყველ მაჰმადის კარიკატურების გამოქვეყნებამ. მღელვარება გადაიზარდა ქრისტიანული საცხოვრებელი კვარტლების განადგურებაში. მოკლული იქნა 15 ადამიანი, დაიწვა 12 ეკლესია. 2013 წლის 14 მაისს ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ისლამური დაჯგუფების — ბოკო ჰარამის მოღვაწეობის გამო მაიდუგურის რაიონში და ქვეყნის ჩრდილოეთის მთელ რიგ სხვა რაიონებში შემოიღო საგანგებო მდგომარეობა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ქალაქში შედარებით წყნარი სიტუაცია იდგა, მაგრამ 2014 წლის 4 ივნისს ქალაქის შემოგარენში, მაიდუნგის უნივერსიტეტის სიახლოვეს არსებულ სოფელ ბარდერში ბოკო ჰარამის ბოევიკები თავს დაესხნენ ადგილობრივ მოსახლეობას და მოკლეს დაახლოებით 45 ადამიანი.
მაიდუგური ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მდინარე ნგადის ნაპირზე, დაახლოებით 100 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით ჩადის ტბიდან. ქალაქში ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, ქალაქის მუზეუმი. 1964 წლიდან მაიდუგურთან გაყვანილია ტრანსნიგერიული სარკინიგზო ხაზი, რომელიც ქალაქს აკავშირებს გვინეის ყურის (პორტ-ჰარკორტამდე) სანაპიროსთან. არსებობს საერთაშორისო აეროპორტი.
ბორნოს შტატი შტატის მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენს კანურის ეთნიკური ჯგუფი. კანურის ხალხის პოლიტიკური ინსტიტუტები ჩამოყალიბდა ნიგერიის შექმნამდე დიდი ხნით ადრე და დღემდე არსებობს. ტერიტორია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში შედიოდა კანემის იმპერიის შემადგენლობაში. დღეისათვის მმართველმა დინასტიამ ხელისუფლება მიიღო XIX საუკუნის ბოლოს (ბორნუს სახელმწიფო) და კოლონიალურ პერიოდში სარგებლობდა დიდი ბრიტანეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერას. 1905 წელს დინასტიის დედაქალაქი გახადეს ქალაქი მაიდუგური. 1960 წელს ნიგერიის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ბორნომ შეინარჩუნა ფაქტობრივი ფართე ავტონომია. ასეთი სიტუაცია შენარჩუნდა 1967 წელს ჩატარებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის რეფორმამდე, როდესაც შეიქმნა 12 შტატი. 1976 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ კიდევ უფრო შეამცირა ემირების ძალაუფლება. 1979 წელს ნიგერიაში სამოქალაქო მმართველობის დაბრუნების მომენტისათვის ბორნოს ემირების იურისდიქცია ვრცელდებოდა მხოლოდ კულტურულ და ტრადიციულ საკითხებზე. დღეისათვის ემირები მსახურობენ შტატის ხელისუფლების მრჩევლებად.