Top 10 similar words or synonyms for მავრიტანია

ტოგო    0.920065

ბოტსვანა    0.915752

ომანი    0.915170

კატარი    0.915090

კამბოჯა    0.911091

ბრუნეი    0.908073

ქუვეითი    0.902669

მაროკო    0.899385

ბაჰრეინი    0.898379

ლიბანი    0.898091

Top 30 analogous words or synonyms for მავრიტანია

Article Example
მავრიტანია ნეოლითის ხანის ძეგლები დაკავშირებულია ძველი ნეგროიდული ხალხებისა და ბერბერების კულტურასთან (კლდის მხატვრობა, ქვის აკლდამები). შუა საუკუნეების მავრიტანიის ტერიტორიაზე გავრცელებული იყო არაბ-ბერბერული კულტურა. XI-XIII საუკუნეებში ქალაქებში აგებენ ალიზის სახლებსა და მინარეთებიან მეჩეთებს. XX საუკუნეში, ქალაქებში ნუაქშოტსა და ნაუდიბუში (პორტ-ეტიენი) შენდება თანამედროვე ნაგებობები. ბევრმა ქალქმა შეინარჩუნა შუა საუკუნეების სახე.
მავრიტანია მავრიტანიის ძველი და შუა საუკუნეების ისტორია ნაკლებად არის შესწავლილი. XV საუკუნეშო მოვიდნენ ევროპელები. პორტუგალიელებმა და ესპანელებმა შექმნეს დასაყრდენი ბაზები მავრიტანიის სანაპიროზე და დაიწყეს შავკანიანი მონების, ოქროსა და გუმიარაბიკის გაზიდვა. მალე მათ მეტოქეიბა დაუწყეს ჰოლანდიელებმა, ინგლისელებმა და ფრანგებმა. ვერსალის ზავით (1783) მავრიტანიის სანაპირო საფრანგეთის განსაკუთრებული ინტერესების სფეროდ ცნეს. XIX საუკუნის შუა ხანებიდან საფრანგეთმა ხელი მიჰყო მავრიტანიის ინტენსიურ კოლონიზაციას, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის შეუპოვარი წინააღმდეგობის გამო მავრიტანია ოფიციალურად მხოლოდ 1920 წელს გამოცხადდა კოლონიად და შევიდა საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში. ფრანგმა კოლონიზატორებმა შემოიღეს პირდაპირი მმართველობის სისტემა, თუმცა ტრადიციულ ბელადებს მნიშვნელოვანი გავლენა შეუნარჩუნეს. კოლონიზატორემბა მკვიდრ მოსახლეობას წაართვეს ელემენტარული უფლებები; მძიმე გადასახადებით დაბეგრეს და დააკისრეს იძულებითი შრომა.
მავრიტანია მავრიტანიის ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს დასავლეთ საჰარის ქვიშიან და ქვიან უდაბნოებს. რელიეფში ჭარბობს დაბლობი ვაკე და დაბალი პლატოები, რომელთაგან აღსანიშნავია ადრარის პლატო (სიმაღლე 732 მ-მდე, მთა ამოზაგა). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება სპილენძისა და რკინის მადანი, ქვამარილი, თაბაშირი და სხვა.
მავრიტანია 1988 წლის აღწერი მონაცემებით, მავრიტანიის მოსახლეობა 1 864 236 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 2017 წლისთვის ეს რიცხვი სავარაუდოდ 4,266,448 უნდა ყოფილიყო Population Pyramids of the World კვლევის მიხედვით. მკვიდრი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ დასავლეთ საჰარის არაბები (მავრები). მათი სალაპარაკო ენაა ჰასინია, არაბული ენის დიალექტი. ჩრდილოეთი და ცენტრალური მავრიტანია ეთნიკურად შედარებით ეეთგვაროვანი, ძირითადად მომთაბარე ხალხითაა დასახლებული. სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია ბერბერ-ზენაგას მცირე ჯგუფი. დანარჩენი მავრიტანიელები ნეგროიდული ხალხებია, რომლებიც ქვეყნის სამხრეთის, უმთავრესად სენეგალის ველის ბინადრები არიან. გაბატონებული რელიგიაა ისლამი.
მავრიტანია მავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა — სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.
მავრიტანია ჰავა ტროპიკული უდაბნოსია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 16-20 °C-ია, ივლისის 30-32 °C, მაქსიმალური 40-45 °C-ზე მაღალია. ნალექები 100 მმ-ზე ნაკლებია წელიწადში, ჩრდილო-ამოსავლეთით 50 მმ-ზე ნაკლები, სამხრეთით 200-400 მმ. მუდმივნაკადიანი მდინარეები არ არის, გარდა მდინარე სენეგალისა, რომელიც საზღვარზე გადის. წყალმომარაგების მიზნით იყენებენ მიწისქვეშა წყლებსა და წყაროებს.
მავრიტანია უდაბნო რაიონებში გავრცელებულია მეჩხერი და მარცვლოვან-ბუჩქნარიანი და ეფემერული ბალახოვანი მცენარეულობა, სამხრეთით ნახევარუდაბნოებია, სადაც ხარობს სიმშრალის მოყვარული ბუჩქნარი და აკაცია. ცხოველთა სამყაროში ჭარბობს უდაბნოს სახეობები (ქვეწარმავლები, მღრღნელები, მტაცებლებიდან - ტურა, მელა), ზოგიერთ რაიონში შემორჩენილია სირაქლემა და ჩლიქოსნები (ქურციკი, ანტილოპები). სანაპირო წყლები მდიდარია თევზით.
კაესის რეგიონი კაესის რეგიონს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კულიკოროს რეგიონი, სამხრეთიდან გვინეა, დასავლეთიდან სენეგალი, ჩრდილოეთიდან მავრიტანია.
მადაგასკარი მადაგასკარი და მავრიტანია მსოფლიოს უკანასკნელი ქვეყნები არიან, რომლებიც არ იყენებენ ათობით ფულად სისტემას. მადაგასკარული არიარი უდრის ხუთ ირაიმბილანიას.
სეგუს რეგიონი სეგუს რეგიონს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ესაზღვრება მოპტის რეგიონი, სამხრეთიდან სიკასოს რეგიონი, დასავლეთით კულიკოროს რეგიონი, ჩრდილოეთით მავრიტანია, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბურკინა-ფასო.