Top 10 similar words or synonyms for მადლენ

უიტი    0.950619

დედილო    0.946533

სალივენი    0.946288

სტელან    0.945691

კრისპიან    0.945097

პერეტი    0.944674

ნესბიტი    0.943484

ალაინ    0.942534

დატონი    0.942296

გაბოურეი    0.940578

Top 30 analogous words or synonyms for მადლენ

Article Example
მადლენ ოლბრაიტი მადლენ ოლბრაიტი ( დ. 15 მაისი 1937) — ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 1997-2001 წლებში.
მადლენ დე ლა ტურდე მადლენ დე ლა ტურდე ( ფრანგ. Madeleine de La tour d' Auvergne) ( დ. 1498- გ. 28 აპრილი 1519) — ოვერნის ჰერცოგის ასული. ფლორენციის, ურბინოსა და ბოლონიის ჰერცოგინია როგორც ლორენცო II-ის მეუღლე. საფრანგეთის დედოფლის, ეკატერინე მედიჩის დედა.
მადლენ დე ლა ტურდე მადლენი დაიბადა 1498 წელს, იგი იყო ოვერნის ჰერცოგის უფროსი ქალიშვილი. 1515 წელს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I ხდება, რომელიც ესპანელებს იტალიის დაპყრობაში. ამიტომაც ფრანსუამ იტალიაში ძალაუფლების მოპოვება დინასტიური ქორწინებებით სცადა. ეს ყველაფერი კი, არა მარტო სამეფო ოჯახს, არამედ ისეთი ჰერცოგებსაც ეხებოდათ როგორიც მადლენის მამა იყო. 1515 წლის 8 დეკემბერს ფრანსუა I და რომის პაპი ლეო X შეხვდნენ და ხელი მოაწერეს მეგობრობის შეთანხმებას. ამ დროს ფრანსუა დაჰპირდა, რომ საფრანგეთში კათოლიკური ეკლესიის მთელს შემოსავალსა და ძალაუფლებას ლეოს გადასცემდა, სამაგიეროდ რომის პაპი დაჰპირდა, რომ ნეაპოლის ტახტისათვის ბრძოლის დროს მხარს ფრანსუას დაუჭერდა. ამ ალიანსის განსამტკიცებლად ფრანსუას ბრძანებით მადლენი დაინიშნა რომის პაპის ძმისშვილ ლორენცო II-ზე.
მადლენ დე ლა ტურდე 1518 წლის 5 მაისს მადლენი და ლორენცო დაქორწინდნენ. მათი საქორწინო მხიარულება ძალიან პომპეზური და სასიამოვნო იყო. ამას გარდა იზეიმეს არა მხოლოდ მათი შეუღლება არამედ, საფრანგეთის დოფინის დაბადებაც (იგულისხმება ფრანსუა I-ის პირველი ვაჟის ფრანსუას დაბადება). ცნობილია რომ როცა ფრანსუას ვაჟის გაჩენა შეატყობინეს ქორწილში იცეკვა კიდეც. საქორწინო ღონისძიებები კი მთლიანად იტალიურ სტილში იყო. მადლენის საქროწინო კაბა შეკერეს იტალიელმა დიზაინერებმა სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი ფრანგული და გერმანული ნაჭრებით. ასევე უნდა აღინიშნოს სხვა 50 იტალიელი დიდგვაროვანი მანდილოსნის სილამაზე რომელიც პატარძალს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ და ქორწილში სილამაზეს ასხივებდნენ. რაც შეეხება მადლენის მზითვს, იგი 10 000 ოქროს მონეტას შეადგენდა.
მადლენ დე ლა ტურდე ქორწინებიდან მალევე მადლენი დაფეხმძიმდა. 1519 წლის 28 აპრილს მადლენი მშობიარობას გადაჰყვა 21 წლის ასაკში. მან გოგონა გააჩინა. მომავალში ეს გოგონა საფრანგეთის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი, ანრი II-ის მეუღლე, ეკატერინე მედიჩი გახდა. როგორც ამბობენ ლორენცო დანაღვლიანდა როცა გაიგო, რომ გოგონა შეეძინა და არა ვაჟი. მადლენის გარდაცვალებიდან 3 კვირაში ლორენცოც გარდაიცვალა, სიფილისით. მადლენი და ლორენცო ერთად არიან დაკრძალულნი მედიჩების საგვარეულო აკლდამაში. მათ საფლავებს თვით მიქელანჯელოს მიერ გამოკვეთილი ქანდაკებები ამშვენებს.