Top 10 similar words or synonyms for ლოცვად

უღმრთოებმა    0.887186

სათნომყოფლის    0.882279

მადლობდა    0.878638

მტარვალებმა    0.877793

მიმადლა    0.864947

ცრემლებით    0.863462

მხედარნი    0.860041

ყრმას    0.859967

ლოცვებით    0.859303

მაყვლოვანში    0.858694

Top 30 analogous words or synonyms for ლოცვად

Your secret weapon. Online courses as low as $11.99

Article Example
ისლამის ხუთი ბურჯი "– ისლამი არის დამოწმება, რომ არ არის ღვთაება თაყვანისცემის ღირსი, ღმერთის გარდა, ლოცვად დადგომა, მოწყალების გაცემა, მარხვა რამადანის თვეში და მოილოცო სახლი, თუ გაქვს ამის შესაძლებლობა."
ყურანი 1. ალიფ, ლამ, მიმ, 2. ეს წიგნი – ეჭვი არ არის მასში – ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის; 3. მათთვის, რომელთაც ირწმუნეს დაფარული, დგრებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ. 4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზეგარდმოვლენილ იქნა შენზე; რაც გარდმოვლენილა შენზე უწინ და ზესთასოფლისა სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ. 5. ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან თავიანთი უფლის მეოხებით და ისინი ნეტარნი არიან.
იოანე კლემაქი ღირს იოანეს ჰყავდა მოწაფე, სახელად მოსე. ერთხელ ღირსმა მამამ მორჩილს დაავალა ბოსტნისათვის მიწა მოეზიდა. შუადღის ხვატით ქანცგაწყვეტილი მოსე კლდის ძირას წამოწვა. ამ დროს წმინდა იოანე სენაკში ისვენებდა. მოულოდნელად მას გამოეცხადა ღირსებით აღსავსე მამაკაცი და უთხრა: „რატომ ისვენებ, როცა მოსე განსაცდელშია?“ ღირსი იოანე ლოცვად დადგა. როდესაც მოწაფე დაბრუნდა, მოძღვარმა ჰკითხა, რამე ხომ არ შეგემთხვაო. ბერმა უპასუხა, რომ კლდის ძირას დასასვენებლად წამოწოლილს ძილში მოესმა მოძღვრის ხმა, რომელიც უხმობდა, წამოხტა და გაიქცა. მოულოდნელად კლდეს ქვა მოწყდა და სწორედ იმ ადგილს დაეცა, სადაც მოსე იწვა.
ღირსი ალექსანდრე სვირელი 1508 წელს ღირსი მამა ცხოველმყოფელი სამების გამოცხადების ღირსი შეიქნა. ერთხელ, ღამით, როდესაც იგი უდაბნოში ლოცვად იდგა, უეცრად ძლიერი ნათელი გაბრწყინდა და წმიდანმა იხილა მისკენ მომავალი, მზეზე უბრწყინვალესი, სპეტაკი სამოსლით მოსილი სამი ჭაბუკი. სამივე მათგანს კვერთხი ეპყრა ხელთ. მოსაგრე ძრწოლამ მოიცვა, მაგრამ გონს რომ მოეგო, მიწამდე თაყვანი სცა სტუმრებს. მათ წამოაყენეს იგი და უთხრეს: „სასოებდი, ნეტარო, და ნუ გეშინინ!“ ღირს მამას ებრძანა, ტაძარი აეგო და სავანე მოეწყო ყოვლადწმიდა სამების სახელზე.
პაისი დიდი დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის წმიდანს სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, მისი კურთხევით ეგვიპტეში ხელსაქმის გასაყიდად წასულ ბერს გზად ერთი ებრაელი დაემგზავრა. იგი გულმართალ მონაზონს ჩასჩიჩინებდა, ქრისტე მაცხოვარი არ არის მესია, სხვა, ჭეშმარიტ მხსნელს უნდა მოველოდეთო. ბოლოს მოწესემ დაეჭვებით თქვა: „შესაძლოა მართალიცაა, რასაც ლაპარაკობ“, მაგრამ თავისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. სავანეში დაბრუნებულ ბერს წმიდა პაისიმ მწუხარებით მიმართა: „ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ - ნათლისღების მადლი განგეშორა“. მონაზონი სინანულში ჩავარდა და მწარედ აცრემლებულმა შენდობა ითხოვა. მხოლოდ მაშინ დადგა წმიდა მამა ლოცვად და უფლისგან სულიერი შვილისათვის ცოდვის ახსნა გამოითხოვა.
გაბრიელ ქართველი ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმინდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.
სერგი რადონეჟელი ღირსმა მამამ კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი. წმიდანის სენაკის წინ ხშირად დაძრწოდნენ გარეული მხეცები, მაგრამ ნეტარს არაფერს ვნებდნენ. ერთხელ წმინდა სერგიმ სენაკთან მოსულ დათვს პური აჭამა, რის შემდეგაც მხეცი ხშირად აკითხავდა ხოლმე. ორი წელი დაჰყო წმინდა მამამ სრულიად მარტოდმარტო, შემდგომ კი, თანდათან მის ირგვლივ მონზავნური ცხოვრების მსურველებიც შემოიკრიბნენ. ერთხელ, როდესაც ნეტარი, ღამით, სენაკში ლოცვად დამდგარი, უფალს ავედრებდა თავის საძმოს, გაისმა ხმა: „სერგი!“ გაკვირვებულმა წმინდანმა პირჯვარი გადაისახა, სარკმელი გამოაღო და თვალისმომჭრელი ნათლის ფონზე იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე, რომელთაც გადაეფარათ ლავრა და მისი შემოგარენი. ზეგარდმო ხმამ განაგრძო: 1354 წელს, ხანგრძლივი და მხურვალე ვედრების შემდეგ, სავანის ბერებმა წმინდანი წინამძღვრობაზე დაითანხმეს. ვოლინელმა ეპისკოპოსმა ათანასემ მღვდელმონაზვნად დაასხა მას ხელი და იღუმენადაც დაადგინა.
ნეტარი ტაისია ნეტარი ტაისია ეგვიპტეში ცხოვრობდა. მდიდარი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მან ქონება ღარიბებს დაურიგა, სახლი კი ბერების თავშესაფრად აქცია. შემდგომ ტაისია ქვეყნიური ცდუნებებით გაერთო და ცოდვებში ჩაეფლო. ბერებმა სთხოვეს ღირს იოანე კოლოვას, ტაისიასთან წასულიყო და სინანულისკენ მოექცია. ღირსი მამა ტაისიასთან წავიდა, ბერები კი ლოცვად დადგნენ. იოანე ბერის ცრემლიანმა მუდარამ და მამაშვილურმა დარიგებებმა ტაისიაში კვლავ განაახლა ქრისტიანული სული, უარყო ყველაფერი, რაც წარსულ ცოდვილ ცხოვრებასთან აკავშირებდა და უდაბნოში გაჰყვა ბერს. დაღამდა, ბერმა ტაისიას ღამის გასათევი ადგილი მოუმზადა, თვითონ კი მოშორებით გავიდა, ილოცა და დაიძინა. შუაღამისას ღირსი იოანე გააღვიძა ნათელმა, რომელიც ზეციდან ეშვებოდა იმ ადგილამდე, სადაც ტაისიას ეძინა. ნათლის სვეტში იხილვებოდნენ ანგელოზები, რომელთაც ზეცაში აჰყავდათ ტაისიას სული. როცა იოანე ტაისიასთან მივიდა, ნახა რომ იგი აღსრულებულიყო. ღირსმა მამამ ლოცვით მიაბარა მიწას ნეტარის გვამი, სავანეში დაბრუნდა და ძმებს მოუთხრო ყველაფერი. ბერები მადლობდნენ უფალს ტაისიასადმი გამოჩენილი სახიერებისათვის, რომელიც კეთილგონიერი ავაზაკის მსგავსად სინანულში ჩავარდნისთანავე იქნა აღყვანებული ცათა სასუფეველში.
ალექსანდრე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) პატრიარქი ალექსანდრე ქორეპისკოპოსი იყო პირველი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, მიტროფანეს (316-325) დროს და პატრიარქის მხცოვანების გამო ცვლიდა მას არიანელთა წინააღმდეგ გამართულ I მსოფლიო კრებაზე ნიკეაში (325). სიკვდილის წინ მღვდელმთავარმა მიტროფანემ დაიბარა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე მისი ქორეპისკოპოსი აერჩიათ. ამ ხანებში უწმიდეს პატრიარქ ალექსანდრეს უხდებოდა ბრძოლა არიანელებთან და კერპთმსახურებთან. ერთხელ, ერთ წარმართ ფილოსოფოსთან კამათში, მღვდელმთავარმა მას მიმართა: „ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, დადუმდე!“ და უღმრთოს ენა წაერთვა. შემდეგ მან უსიტყვოდ მიანიშნა, რომ აღიარებდა თავის ცდომას, მეტყველების უნარი დაუბრუნდა და სხვა წარმართ ფილოსოფოსებთან ერთად მოინათლა. მღვდელმთავარ ალექსანდრეს ლოცვით ღვთის სასჯელი დაატყდა თავს ერეტიკოს არიოზს. მან მოჩვენებით თანხმობა განაცხადა მართლმადიდებლებთან ურთიერთობაზე და წმიდა კონსტანტინე დიდმა მისი მიღების დღეც დანიშნა. ნეტარი ალექსანდრე მთელი ღამე ლოცვად იდგა და უფალს შესთხოვდა, არ დაეშვა ერეტიკოსის ცრუ კავშირი ეკლესიასთან. დილით, როცა მეფის მრჩევლებითა და საჭურველთმტვირთველებით გარშემორტყმული არიოზი საზეიმოდ მიემართებოდა ეკლესიისკენ, უეცრად კონსტანტინეს მოედანზე სნეულებამ დაჰრია ხელი, მუცელი გაუსკდა და შიგნეული გადმოუცვივდა.
იოსებ I (კათოლიკოსი) წმინდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. „მრავალთა მისთა სათნოებათათვის“ იგი მღვდელმთავრად იქნა დადგენილი რუსთავის კათედრაზე. წმინდა იოსებს სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმინდა იოსებმა „იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა“, დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა. სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად. წმინდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: „მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოვლადვე არა დაწოლილ იყვის ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად“. მან, როგორც იოანე ბატონიშვილი წერს, „კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი“.