Top 10 similar words or synonyms for ლილვებს

ლილვს    0.898793

ბურჯებს    0.889325

ნიშებს    0.888452

შეწყვილებულ    0.884610

შუალედები    0.880231

ძელებს    0.868780

პილასტრებს    0.862271

ფიქლებს    0.852130

თაროსა    0.849608

ბოძებს    0.839965

Top 30 analogous words or synonyms for ლილვებს

Article Example
ჩანგლი გარედან ისევ გუმბათის მხატვრულ-არქიტექტურული სახე იქცევს მნახველის ყურადღებას. 16 ნაწილიან თაღნარში, რომელიც შეწყვილებულ ლილვებს ეყრდნობა, მონაცვლეობით ხან სარკმელია გაჭრილი, ხანაც სამკუთხა ნიშებია შეჭრილი.
Orrorin tugenensis ადრინდელი ჰომოს თეძოები ინარჩუნებენ პრიმიტიულ გრძელ კისერსა და ფართო ლილვებს, რომლებიც სთავაზობს შედარებით ფართო იღლიის შეკავებას, მაგრამ უფრო მეტად ჰგავს თანამედროვე ადამიანის თეძოებს რომლებსაც დიდი თავები და ფართო კისრები ახასიათებს. საკმაოდ დიდ თეძოს სიგრძესთან ერთად ეს თვისებები წარმოადგენენ უფრო თანამედროვე, ადამიანის ბიპედალური გადაადგილების მსგავსი გადაადგილებაზე გადასვლის დასტურს, რომელიც მოიცავს მაღალ სიჩქარესა და ენერგიულ ეფექტურობას ადრინდელ ჰომინიდებთან შედარებით. სამომავლო ცვლილებები ბარძაყის ანატომიაში (მაგ. უფრო მოკლე კისერი, უფრო ვიწრო ლილვები), ხორციელდება ჰომოს საგვარეულოს საშუალო პლეისტოცენში და შესაძლოა ნაწილობრივ უკავშირდებოდეს სამეანო ფაქტორებს.
ბერეკაშვილები მათ XIX საუკუნის 60-იან წლებიდან რამდენიმე ეკლესია ააგეს დასავლეთ საქართველოში: 1867, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის დავალებით, სოფ. ბახვში (ახლანდელი ოზურგეთის რაიონი; ლევან და მოსე ბერეკაშვილები), 1873 სოფ. გოდოგანში (ისიდორე ბერეკაშვილი), 1883 სოფ. ნაგარევში (იოსებ ბერეკაშვილი, ორივე თერჯოლის რაიონი) , 1905 სოფ. კოკაში (ახლანდელი ტყიბული; იოსებ და კალისტრატე ბერეკაშვილები). ბერეკაშვილების აშენებული ეკლესიები ყურადღებას იპყრობს ტექნიკური შესრულების მაღალი დონით. კედლები მოპირკეთებულია თლილი ქვით. ბერეკაშვილები ცდილობდნენ გაეგრძელებინათ ეროვნული ტრადიციები და იყენებდნენ ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ცალკეულ დეტალებს (დეკორაციულ თაღებსა და ლილვებს, ბურთულებიან სამკაულებს და სხვა).
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია (ახმეტა) აღმოსავლეთ ფასადზე გვერდითი ეკლესიების სარკმლები მოჩარჩოებულია თითო შეწყვილებული ლილვით. სამხრეთ ეკლესიის სარკმელი თაღოვანია. ჩრდილოეთ ეკლესიის სარკმელს ზედა ნახევარი აკლია, რის გამოც მისი გადახურვის ფორმა არ დგინდება. დასავლეთ ფასადზე ორივე ეკლესიის შესასვლელს მთელ სიმაღლეზე ასდევს სადა საპირე, რომლის პროფილს შეადგენს შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული ოდნავ ამოზნექილი სადა ზედაპირი. სამხრეთ ეკლესიის კარის არქიტრავზე ლილვით მოსაზღვრულ თაღოვან არეში, გამოსახულია ტოლმკლავა რელიეფური ჯვარი. მსგავსი, მაგრამ გაცილებით პატარა ჯვარია ჩრდილოეთ ეკლესიის კარის არქიტრავზეც. ჯვრის ზემოთ რელიეფური თავსართია. რომელსაც ბოლოებთან ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. სამხრეთ ეკლესიის ფასადები დასრულებულია საკმაოდ მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თარო, ოდნავ შეზნექილი ზედაპირი და ლილვი შეადგენს. ორივე ეკლესია დგას ლილვით დასრულებულ ცოკოლზე.
ლაბეჭინის მთავარანგელოზთა ეკლესია ეკლესიის მინაშენები მიწის პირასაა გასწორებული. გრძივ კედლებს, გარედან თარო მიუყვება,რომელზეც გვერდითი სათავსოების კამარები იქნებოდა დაყრდნობილი. გვიანდელი გადაკეთებების გამო ძეგლის გარეგნული იერი შეცვლილია.შედარებით უკეთ,თავდაპირველი სახით,აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებია შემორჩენილი. აღმოსავლეთით, „წვეთებით“ გაფორმებულ, შეწყვილებული ლილვით შემორკალულ ორ სამკუთხა ნიშას შორის მოთავსებულია საკურთხეველის სარკმელი. მის ორნამენტულ საპირესაც წყვილი ლილვი აჩარჩოებს. იგი იკვრება სარკმლის ქვემოთ და ძირს ეშვება სამი ლილვისაგან შემდგარ გრეხილ კონად, რომელიც კვადრატულ, ორნამენტირებულ ბაზას ეყრდნობა, მსგავსად ნიშათა ლილვებისა. საკურთხევლის სარკმელს გვიან პერიოდში გაფართოების მიზნით ამომტვრეული აქვს ჩუქურთმიან საპირის დიდი ნაწილი. დარჩენილი პატარა მონაკვეთიდანაც ჩანს, როგორი ოსტატობით არის შესრულებული ორნამენტი. მარცხენა ნიშაში გამოსახულია განედლებული ჯვარი. ასეთივე ჯვარია ფრონტონის კეხშიც.დასავლეთის ფასადზე დეკორირებულია კარი და სარკმელი. მათაც გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტირებული ჩარჩო უვლის გარს. სამხრეთ ფასადის კარ–სარკმლის გაფორმება არ არის თავდაპირველი. სარკმლის საპირის ბრტყელ არეზე წრეებისაგან შემდგარი თავისებური ორნამეტია ამოკვეთილი. საფიქრებელია, იგი XVIII საუკუნეში იყოს შესრულებული; ძეგლის აღმდგენელი ცდილა მის მიერ გამოყენებული დეკორტიული მოტივები არ ყოფილიყო მკვეთრად გამორჩეული ადრეული მოტივებისაგან.