Top 10 similar words or synonyms for ლესინგი

გოტჰოლდ    0.894602

ეიკენი    0.891229

ჰალერი    0.890035

ჰაუპტმანი    0.886479

ცვაიგი    0.884376

კოხი    0.882123

გერჰარტ    0.880878

გერჰარდ    0.880801

ემანუილ    0.880256

ეფრაიმ    0.875425

Top 30 analogous words or synonyms for ლესინგი

Article Example
დორის ლესინგი დორის მეი ლესინგი ( დ. 22 ოქტომბერი, 1919, ქირმანშაჰი, სპარსეთი — გ. 17 ნოემბერი, 2013) — ინგლისელი მწერალი-ფანტასტი, 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. აქტიური ფემინისტი; ხუთი რომანის ავტორი სერიიდან „კანოპუსი არგოსში“ (1779-1982), რომლებშიც ძლიერ ცივილიზაციებს შორის ბრძოლაში სუსტი ადამიანის პასიური მონაწილეობის ფილოსოფიური პრობლემატიკის განსხვავებული თვალსაზრისებია მოცემული. ნობელის კომიტეტის განმარტებით ეს პრემია „ქალური გამოცდილების ეპოსის“ შექმნისთვის მიენიჭა.
გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი ქართულ ენაზე უკვე XIX საუკუნეში ითარგმნა "ემილია და გალოტი" და "ნათან ბრძენი". ლესინგის თეორიული შეხედულებებს დიდად აფასებდნენ ქართული საზოგადოების თავკაცები. ი. ჭავჭავაძე ლესინგს იხსენიებს "სახელოვან გერმანელ კრიტიკოსად", "მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულ გერმანელად", ხოლო მის "ლაოკოონს" - "სახელოვან თხზულებად". გ. წერეთელს ეს შრომა ლიტერატურის სფეროში ღირებულებათა საზომად მიაჩნდა. ლესინგის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საკმაოდ დიდი შრომა უძღვნა ხომლელმა(რომანოზ ფანცხავამ) ჟურნალ "აკაკის თვიურ კრებულში" (1899, № 3-5) სათაურით "გოტგოლდ ლესინგი". ლესინგის პიესებიდან ქართულ სცენაზე დაიდგა "ემილია გალოტი" (1962, გორის სახელმწიფო თეატრში) და "ნათან ბრძენი" (1976, რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში). გამოიცა ლესინგის პიესების ერთტომეული.
ფრანც ლევინსონ-ლესინგი ლევინსონ-ლესინგის პატივსაცემად სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ დააწესა მისი სახელობის პრემია. მისი სახელობისაა მინერალი, კონცხი (ტაიმირის ნახევარკუნძულზე), ვულკანი, ქედი და სხვა.
გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი გერმანული ფილოსოფიისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში ჯეროვანი მნიშვნელობა ენიჭება ლესინგის ადრინდელ ლიტერატურულ ნიმუშებსა და კრიტიკულ გამოკვლევებს. პირველსავე პიესებში „ახალგაზრდა მეცნიერი" (1747-1748), „ქალთა მოძულე" (1748), „შინაბერა" (1748), „ებრაელები" (1749), „თავისუფლად მოაზროვნე" (1749) და სხვ., აგრეთვე იგავ-არაკებში, ლექსებში, ეპიგრამებსა და პუბლიცისტურ გამოსვლებში ლესინგი წარმოდგება როგორც აბსოლუტიზმის იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი და დემოკრატიული ფენების ინტერესების დამცველი მწერალი. ლესინგის ადრინდელი კომედიებს ეტყობა ი. გოტშედის მიერ დანერგილი კლასიციზმის პოეტიკის გავლენა, რომელსაც მწერალმა მალე დააღწია თავი; შემდგომში იგი ილაშქრებდა კიდევაც კლასიცისტური ლიტერატურის წინააღმდეგ. ეს ტენდეცია გამოჩნდა ტრაგედიაში „მის სარა სამფსონი" (1755), კომედიაში „მინა ფონ ბარნჰელმი" (1767). ლესინგი დაუპირისპირდა მეშჩანური დრამის იდეურ-პოლიტიკურ შეზღუდულობას. პოლიტიკურად და სოციალურად კიდევ უფრო გამახვილებულია ტრაგედია „ემილია გალოტი" (1772). ლესინგის უკანასკნელი პიესა „ნათან ბრძენი" (1779) მიმართულია რეაქციის წინააღმდეგ.
ფრანც ლევინსონ-ლესინგი 1883 წელს ფრანც ლევინსონ-ლესინგმა დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1889 წლიდან იქვე კითხულობდა ლექციებს გეოლოგიაში. 1892-1902 წლებში პროფესორად იყო იურიევის (ახლანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში, 1902-1930 წლებში კი პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა რუსეთში პირველი ექსპერიმენტული პეტროგრაფიის ლაბორატორია.