Top 10 similar words or synonyms for ლევალუაზური

ლამელები    0.933950

კლექტონური    0.931073

ანატკეცები    0.929621

ნუკლეუსები    0.920748

სახოკები    0.919692

ჩასართები    0.910490

ლანგრები    0.909670

ხელცულები    0.908079

წვეტანები    0.904311

დერგები    0.903608

Top 30 analogous words or synonyms for ლევალუაზური

Article Example
სარბები სარბები — ქვედა პალეოლითის ხანის ღია ტიპის ნაბინარ-სახელოსნო სოფელ კაცხის განაპირას (ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). აღმოჩენილია 1958 წელს (დ. თუშაბრამიშვილი). მასალა აკრეფილია ზედაპირულად. მოპოვებულია 1500-მდე სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცი, ლევალუაზური ფირფიტა, აგრეთვე ხელცულები, სახოკები, კლექტონური ანკოშები, ზურგიანი დანები, წვეტანები. მასალა გავიანდელი აშელის ეპოქისაა.
კაჟები უშუალოდ კაჟის საბადოსთან (აქედან მოდის სახელწოდებაც) აღმოაჩინეს 1957 წელს. დაახლოებით 1 ჰა სახნავი მიწის ზედაპირზე მოპოვებულია პალეოლითის ხანის 2000-მდე ქვის ნივთი, მათ შორის დისკოიდალური, ერთფუძიანი და ორფუძიანი, აგრეთვე კუს ჯავშნის ფორმის ნუკლეუსები, მასიური კლექტონური და ლევალუაზური ანატკეცები, ლევალუაზური და არალევალუაზური ლამელები. აგრეთვე უხეში საჩეხი იარაღი, სახოკები, დანები და წვეტანები. ანატკეცების მნიშვნელოვანი ნაწილის ზურგი დაფარულია კაჭრის კანით, ნაწილს კი ეტყობა წინამორბედი ფირფიტების ატკეცის კვალი. აშელ-მუსტიეს ხანის ქვის იარაღი და ანატკეც-ლამელები დაფარულია მოთეთრო-მონაცრისფრო და მოვარდისფრო სქელი პატინით.
სამგლე კლდე მღვიმე შედგება ერთმანეთთან ვიწრო ყელით გადაბმული 2 დარბაზისაგან. უკანა მაღალგუმბათოვანი და ბნელია. დარბაზის სიგრძეა 20 მ, სიგანე 13 მ, სიმაღლე — 6 მ. წინა დარბაზი ნათელია, მისი სიგრძე II დარბაზში გასასვლელამდე არის 19 მ, სიგანე ფასადის გასწვრივ — 35 მ, სიმაღლე ახლანდელი იატაკიდან 2,5 მ. ძეგლი აღმოაჩინეს 1962 წელს, გათხარეს 1963-67 წლებში (ხელმძრვანელი დ. თუშაბრამიშვილი). მღვიმეში ფიქსირებულია 2 მ სისქის 6 კულტურული ფენა. სამგლე კლდის ქვედა ფენა შუა პალეოლითის ხანისაა. აღმოჩენილია დისკოიდური ცალმხრივი, ერთფუძიანი და ლევალუაზური ნუკლეუსები, ანატკეცლამელები და სხვა. აღსანიშნავია მომწვანო ფერის რიყის ქვისაგან დამზადებული ჩოპერი, კაჟის მცირე ზომის ბიფასი, სახოკები, ლევალუაზური და მუსტიეური წვეტანები და სხვა. ფაუნა მდიდარი ჩანს. აღმოჩენილია მღვიმის დათვის (80%), ბიზონის, შვლის, კეთილშობილი ირმისა და ჯიხვის ძვლები. საინტერესოა გიგანტური ირმის ოსტეოლოგიური ნაშთების აღმოჩენა, რაც მეტად იშვიათია. მღვიმე ნეანდერტალური ადამიანის დროებით ნასახლარს წარმოადგენდა. მასალა შუა მუსტიეს ხანას განეკუთვნება.
კაჟნარი აღმოჩენილია 1958 წელს. 4-4,5 ჰა ფართობი თითქმის მთლიანად დაფარულია კაჟის ბუნებრივი ნატეხებითა და პირველყოფილი ადამიანის ქვის ნაკეთობებით. სახელი ეწოდა კაჟის ქვის სიუხვის გამო. მოპოვებულია 3000-მდე ნივთი: დისკოსებრი, კუბური და სხვადასხვა ტიპის ნუკლეუსები, კლექტონური და ლევალუაზური დიდი ზომის ანატკეცები, სხვადასხვა ტიპის ლამელები, აგრეთვე რეტუშირებული ანატკეც-ლამელები, მასიური, დიდი ორმხრივდამუშავებული ქუსლიანი და უქუსლო პატარა ხელცულები. საჩეხი იარაღი და სხვა ქვის ნაკეთობანი დაფარულია მონაცრისფრო მძლავრი პატინით. მასალა დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ქვის იარაღები აშელური ინდუსტრია გარკვეულწილად საქართველოშიც კი გავრცელდა. საქართველოს ტერიტორიაზე სულ სამი აშელური ძეგლია სტრატიფიცირებული და, შესაბამისად, მაღალი მეცნიერული ღირებულების მატარებელი. ეს ძეგლებია წონას მღვიმე, კუდარო 1 და კუდარო 3 . საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 2 ცალი აშელური ხელცული, შუა პალეოლითური ლევალუაზური ლამელა და წაგრძელებული, უნიპოლარული რეტუშირებული ლამელა, რომელიც მიეკუთვნება ადრეულ შუა პალეოლითს. დღეისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი ძეგლები, რომელთა კვლევა საშუალებას მოგვცემს თვალი ვადევნოთ პალეოგარემოს განვითარებას უზარმაზარი ეპოქის განმავლობაში.