Top 10 similar words or synonyms for კულიკოვოს

მოჰაჩის    0.827011

ჩალდირანის    0.816442

სტალინგრადის    0.786335

უთანასწორო    0.784549

გრანიკოსის    0.777466

კატალაუნის    0.770231

ჩალაბის    0.770150

ერწუხის    0.767654

დაგორლადის    0.766659

შამქორის    0.760714

Top 30 analogous words or synonyms for კულიკოვოს

Article Example
კულიკოვოს ბრძოლა კულიკოვოს ბრძოლა() (მამაის ან დონის დარბევა) — ბრძოლა რუსული სამეფოებისა (სარდალი მოსკოვის და ვლადიმირის დიდი მთავარი დიმიტრი ივანეს ძე დონელი) და თათარ–მონღოლთა(სარდალი ოქროს ურდოს გამგებელი ტემნიკი მამაი) ჯარებს შორის კულიკოვის ველზე(მდ. ნეპრიადვასა და მდ. დონის შესართავთან ახლოს) 1380 წელს 8 სექტემბერს. რუსული ჯარის ძირითად ბირთვს შეადგენდნენ მოსკოველები, აგრეთვე რუსულ სამთავროთა პოლკები, უკრაინული და ბელორუსული რაზმები. მამაის ჯარის რიგებში თათარ–მონღოლთა გარდა შედიოდნენ ჩერქეზების, ოსების, სომხებისა და ვოლგისპირეთის ხალხთა რაზმები. მამაის მოკავშირე იყო ლიტვის დიდი მთავარი იაგელო. ბრძოლა დაიწყო რუსეთის სადარაჯო პოლკის შედაკებით თათარ–მონღოლთა მეწინავე რაზმთან. შემდეგ ბრძოლაში ჩაება მთავარი ძალები. რუსეთის ჯარის მარცხენა ფრთაზე მონღოლებმა წარმატებას მიაღწიეს და შეეცადნენ რუსების დიდი პოლკის ზურგში შესულიყვნენ. ბრძოლის ბედი გადაწყვიტა რუსების ჩასაფრებული პოლკის (სერპუხოველი მთავრის ვლადიმერ ანდრიას ძე მამაცისა და ვოევოდა დიმიტრი ბობროკ–ვოლინელის მეთაურობით) მოულოდნელმა დარტყმამ, რამაც თათარ–მონღოლები აიძულა უკან დაეხიათ და გაქცეულიყვნენ. რუსი მეომრები კულიკოვოს ველიდან 50 კილომეტრ მანძილზე დევნიდნენ და ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეს. რუსეთის ჯარის გამარჯვებამ კულიკოვოს ველზე დაასუსტა ოქროს ურდო და დააჩქარა მისი დაშლა. თუმცა ამ გამარჯვებით თათარ–მონღოლთა ბატონობას ბოლო არ მოღებია, მაგრამ მან ხელი შეუწყო მოსკოვის გაძლიერებას, რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნასა და თათარ–მონღოლთა უღლის დამხობას.
მონღოლთა იმპერია 1380 წელს კულიკოვოს ბრძოლით დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. XIV საუკუნის მეორე ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო ირანში, ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.
წმინდა სერგის სამების ლავრა წმინდა სერგი თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდა დიმიტრი დონელს. 1380 წელს, დიმიტრის დასახმარებლად კულიკოვოს ბრძოლაში, მან ორი თავისი ბერი გაუშვა - ალექსანდრე პერესვეტი და ოსლიაბია. ალექსანდრე თათარ ბოგატირთან პირისპირ ბრძოლაში დაიღუპა. 1408 წელს, თათართა თავდასხმის შედეგად, მონსატერი ცეცხლმა გაანადგურა.
ივანე ბლინოვი შემოქმედების პერიოდში, ივანე ბლინოვმა გადაწერა და გააფორმა შუა საუკუნეების სხვადასხვა ჟანრის 200-მდე ხელნაწერი. მხატვარმა შექმნა ცალკეული მინიატურები, 2 ეგრეთ წოდებული ლუბოკი (მხატვრობის ფორმა) კულიკოვოს ბრძოლის გამოსახულებით და რამდენიმე მხატვრული ნამუშევარი სასულიერო-ისტორიულ თემაზე.
ფიოდორ კოშკა ფედორ კობილინი, მეტსახელად კოშკა (კატა) (რუს.: Фёдор Андреевич Кобылин (Кошка)) (დ. ? - გ. 1407), ანდრეი კობილას უმცროსი ვაჟი, რომანოვების დინასტიისა და შერემეტევის გვარის წინაპარი. ის იყო დმიტრი კონსკოისა და მისი ვაჟის ვასილი I-ის დუმას უხუცესი ბოიარი. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, კოშკა მოსკოვს მართავდა დიმიტრის კულიკოვოს ბრძოლაში ყოფნისას. 1393 წელს, წერილობითი ცნობების თანახმად, ის იყო წარგზავნილი ნოვგოროდთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოსალაპარაკებლად.
რუსეთი 1380 წელს რუსებმა ვლადიმირის მთავრის დიმიტრი დონელის მეთაურობით დაამარცხეს მონღოლები კულიკოვოს ბრძოლაში. ამ ბრძოლის შემდეგ რუსეთი მონღოლების ბატონობისგან არ განთავისუფლებულა მაგრამ დაიწყო ნელნელა რუსული სამთავროების მონღოლებისგან გათავისუფლება.მოსკოვის დიდი სამთავრო, თანდათანობით ძლიერდებოდა, მის ტერიტორია თანდათანობით ფართოვდებოდა. 1392 წელს სამეფომ შეიერთა ნიჟნი-ნოვგოროდი, მის შემადგენლობაში შევიდა ასევე ტვერი და ნოვგოროდი.
თოხთამიში კულიკოვოს ბრძოლის შემდეგ, თემურლენგის დახმარებით თოხთამიშმა დაიკავა ერთიანი ოქროს ურდოს ტახტი, მოკლა ბეგლარბეგი მამაი და რუს თავადებს გაუგზავნა ელჩები, რათა შეეტყობინებინა თავისი გამეფება. თავადებმა პატივით მიიღეს ელჩები და საჩუქრები გაუგზავნეს ახალ ხანს. თუმცა მოსკოვის დიდმა თავადმა დიმიტრი დონელმა არ ჩათვალა საჭიროდ ხლებოდა ახალ ხანს, რათა მიეღო დასტური მისი ხელიდან დიდი სათავადოს სამართავად.
დონის ღვთისმშობლის ხატი დონის ღვთისმშობლის ხატი — ღვთისმშობლის ხატი, დაბრძანებულია მოსკოვში, დონის მონასტერში. მართლმადიდებელთა რწმენით, კულიკოვოს ბრძოლაში დიმიტრი დონელმა დიდი გამარჯვება მოიპოვა თათართა ხანზე, ამ ხატის შემწეობით. ამის შემდეგ ხატი თან ახლდათ რუს მეომრებს. ყოველ წელს ხატის ხსენების დღესასწაულს აღნიშნავენ ქალაქის ქუჩაბში ამ ხატის მსვლელობითა და გალობით.
რუსეთის ისტორია რუსეთის დაპყრობილ ტერიტორიაზე დაარსდა ახალი მონღოლური სახელმწიფო ოქროს ურდო, ახალი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოექცა ისეთი ქალაქები როგორებიცა მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი და ტვერი. სახელმწიფოს სათავეში ედგნენ ბათუს დინასტიის ყაენები. XIV საუკუნიდან ოქროს უროდოს სახელმწიფო სუსტდება, ამ პერიოდში ძლიერდება რუსული სამთავროები. 1380 წელს რუსებმა ვლადიმირის მთავრის დიმიტრი დონელის მეთაურობით დაამარცხეს მონღოლები კულიკოვოს ბრძოლაში. მიუხედავად ამისა ოქროს ურო თავის სიძლიერეს მაინც ინარჩუნებდა, 1382 წელს თოხთამიშმა აიღო მოსკოვი და გადაწვა. ოქროს ურდოს თათრულ სახელმწიფოს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენა თემურლენგის შემოსევებმა. ოქროს ურდო დაეცა. რუსეთის სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს
კულიკოვის ბიუსტი წერა და ნაშრომების გამოქვეყნება დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. მისი პირველი წიგნი „ლექსები“ გამოსცა 1964 წელს გამომცემლობა „მალადაია გვარდიაში“. 60-იან წლებში მისი ავტორობით გამოდის წიგნები„თიბვის დრო“ 91968 წ.), 70-იანებში — „საოცარი თვე“ (1972 წ.), „კულიკოვოს ველი“ (1973 წ.), 80-იანებში — „სიმამაცე“ (1983 წ.), „თავნება“ (1984 წ.). მისი რამდენიმე ნაშრომი ეძღვნება მშობლიურ ქალაქ სემიკარაკორსკს. წერდა ასევე პოემებსა და მოთხრობებს. 1975 წელს გამოვია მისი წიგნი „ჩემი ძვირფასი ხალხი“, 1976 წელს — წიგნი „მოჩქარე“.