Top 10 similar words or synonyms for კრასუსმა

მანლიუსი    0.905272

კორვუსი    0.896877

ცელიომონტანუსი    0.879518

ვისოლუსი    0.872561

ვალერიუსმა    0.872347

პართიელებთან    0.872041

ატილიუს    0.866360

კომოდუსის    0.866246

ტარკვინიუს    0.865320

სპარტელებს    0.864437

Top 30 analogous words or synonyms for კრასუსმა

Article Example
მარკუს ანტონიუსი ძვ. წ. 53 წელს სირიის რომაელმა მმართველმა, მარკუს ლიცინიუს კრასუსმა მდინარე ევფრატის გასწვრივ, პართიის ტერიტორიაზე სამხედრო ექსპედიცია წამოიწყო, რათა დაპირისპირებოდა პართიის შაჰს ოროდ II-ს. არტავაზდ II-მ კრასუსს თავისი თითქმის 40 000 კაციანი ჯარით დახმარება შესთავაზა ლაშქრობაში იმ პირობით, რომ იგი სომხეთის გავლით, როგორც უსაფრთხო მარშრუტით შეიჭრებოდა პართიაში. კრასუსმა უარი თქვა და უფრო პირდაპირი გზა აირჩია მდინარე ევფრატის გადაკვეთით პართიის ტერიტორიაზე მდებარე უდაბნოსაკენ. მისი კამპანია სრული კრახით წარიმართა. კრასუსის არმია კარეს ბრძოლაში მასზე მცირერიცხოვანმა პართიულმა ჯარმა გაანადგურა. მისმა მარცხმა სომხეთი აიძულა პრო-რომაული პოლიტიკა პრო-პართიულით შეეცვალა. არტავაზდ II-ის და ოროდის ვაჟსა და მემკვიდრეზე, პაკორ I-ზე დაქორწინდა.
კრასუსის ლაშქრობა იბერიაში კრასუსის ლაშქრობა იბერიაში — რომაელთა ლაშქრობა იბერიაში ძვ. წ. 36 წელს პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით. კრასუსმა დაამარცხა იბერიის მეფე ფარნავაზ II, შემდეგ მოკავშირედ გაიხადა და ალბანეთში შეიჭრა. მოკავშირეებმა დაამარცხეს ალბანეთის მეფე ზობერი. კრასუსის ლაშქრობა იბერიასა და ალბანეთში წინ უსწრებდა რომაელთა ომს პართიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ზურგის წინასწარ გამაგრებას.
ფარნავაზ II ფარნავაზ II იგივე ბარტომი ან ბრატმანი — ქართლის მეფე ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წწ. ძვ. წ. 36 წ. მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გააგზავნა. კრასუსმა დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.
კრასუსი მარკუს ლიცინიუს კრასუსი (დ. ძვ. წ. 115 — გ. ძვ. წ. 53) — რომაელი მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე. დიქტატორ სულას მომხრე და სპარტაკის აჯანყების ჩამხშობი. ძვ. წ. 60 კრასუსმა, პომპეუსმა და კეისარმა დადეს საიდულო გარიგება, რომელიც პირველი ტრიუმვირატის სახელით არის ცნობილი ისტორიაში. კრასუსი ამავე დროს იყო რომის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. სხვადასხვა წყაროს ცნობებით ის ფლობდა 200 მილიონ სესტერციუმს (ჟურნალ ფორბსის 2008 წ. თებერვლის გამოშვების მიხედვით 169.8 მილიარდი დოლარი).
იულიუს კეისარი 54 წ. დაიწყო კრასუსის ექსპედიცია პართიაში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. კრასუსი მესოპოტამიაში შეიჭრა და რამდენიმე ქალაქი აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ სირიაში დაბრუნდა, შემდგომ 53წ. კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი - კავალერია. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 ს. კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომაელებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. ალყაში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი პუბლიუსი. დაიღუპა თვით კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და ოროდ II გაუგზავნეს. კარრის ბრძოლა იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის საგარეო პოლიტიკაში.