Top 10 similar words or synonyms for კორინთიანსის

ატალანტას    0.886940

ვილიარეალის    0.881917

ფეიენორდის    0.878328

ვალიეკანოს    0.867667

სამპდორიას    0.865017

ჰრდლიჩკა    0.863052

მორდოვიას    0.861949

ოთელოსის    0.856409

სპორტინგის    0.856025

ალბიონის    0.855319

Top 30 analogous words or synonyms for კორინთიანსის

Article Example
გარინჩა „კორინთიანსმა“ გარინჩა მაყურებლების მოედანზე დასაბრუნებლად იყიდა, რადგან კლუბმა 1954 წელს ვერცერთი დიდი ტურნირი ვერ მოიგო. გულშემატკივრები მანეს კლუბში გადმოსვლამ გაახარა, ისინი ფეხბურთელს სადგურში დახვდნენ და სასტუმრომდე მიაცილეს. გარინჩას დებიუტი კორინთიანსის შემადგენლობაში 1966 წლის 2 მარტს შედგა ბრაზილიის თასის ერთ-ერთ მატჩში კლუბ ვასკო და გამასთან, რომელიც მანეს კლუბმა 0:3 წააგო. მანეს ახალი კლუბი მომდევნო თამაშშიც დამარცხდა მის ყოფილ კლუბთან, „ბოტაფოგოსთან“ თამაშისას, ანგარიშით 1:5. დებიუტიდან 11 დღის შემდეგ, 13 მარტს, გარინჩამ კორინთიანსის შემადგენლობაში პირველი ბურთი გაიტანა, აიღო კრუიზეიროს კარი და თავის გუნდმა მატჩი 2:1 მოიგო. ამავე წელს მანე დაეხმარა კლუბს რიო-სან-პაულუს ტურნირის მოგებაში, რომლის დროსაც ჩაატარა 10 მატჩი და გაიტანა 1 გოლი, 19 მარტს სან-პაულუს კარებში. „სან-პაულუს“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი, რომელიც „კორინთიანსმა“ 2:0 მოიგო, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, გარინჩას საუკეთესო მატჩი იყო ამ კლუბის შემადგენლობაში. ამის მიუხედავად გარინჩამ მაინც ვერ აჩვენა თამაშის ის დონე, რასაც მისგან მოელოდნენ და ერთი წლის შემდეგ მან დატოვა კლუბი. სულ „კორინთიანსში“ მან 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგის ერთ-ერთი მიზეზი პარტნიორებთან ურთიერთობა იყო, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ გარინჩას მაღალი ხელფასის გამო, რომელიც მათ ხელფასებზე ბევრად მეტი იყო. ეს ხშირად გამოიხატებოდა იმაში, რომ თანაგუნდელები მას მოედანზე უბრალოდ არ „ამჩნევდნენ“. ამ სიტუაციისა და კლუბის ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნით მას რამდენიმე მატჩის ჩატარება მოუწია ტრავმირებული ფეხით. „კორინთიანსის“ შემადგენლობაში ყოფნისას მანემ ბოლო მატჩი 1966 წლის 9 ოქტომბერს ჩაატარა, რომელიც მისმა გუნდმა, ამ კლუბში მისი პირველი თამაშის მსგავასად, 0:3 წააგო. ამ თამაშიც შემდეგ მანემ დატოვა „კორინთიანსის“ ბაზა და რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრა. „კორინთიანსმა“ სპორტული იუსტიციის ტრიბუნალს მიმართა და ამ ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება მანეს დისკვალიფიკაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც მას ორი წლის განმავლობაში ეკრძალებოდა ოფიციალურ მატჩებში თამაში. 1967 წელს გარინჩა არენდით „ვასკო და გამას“ დაქვემდებარებაში გადავიდა. ამ გუნდში იგი დიდხანს ვარჯიშობდა, რათა ფორმაში ჩამდგარიყო. მანეს შესამოწმებლად, კლუბმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც გარინჩამ სრული 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიატანა. მაგრამ ამ თამაშმა მაინც ვერ დაარწმუნა გუნდის მწვრთნელები მისი კლუბში დარჩენის თაობაზე..
რივალდო რივალდომ თავისი კარიერა ბრაზიულ კლუბ სანტა-კრუზში დაიწყო. შემდეგ გადაბარგდა კლუბ მოჟი-მირინში, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატის ქვედა დივიზიონში ასპარეზობდა. 1993 წელს რივალდო კორინთიანსის წარმომადგენლებმა შენიშნეს და კლუბში მიიწვიეს. საბოლოოდ ბრაზილიელი კორინთიანსში მხოლოდ 1 წელიწადს გაჩერდა, საიდანაც პალმეირასში გადაბარგდა. პალმეირასში ჩატარებული 104 მატჩში რივალდომ 53 ბურთის გატანა შეძლო და ბრაზილიის სერია A-ში გაიმარჯვა. 1996 წელს რივალდომ დატოვა სამშობლო და საბურთაოდ ევროპაში გაემგზავრა. რივალდოს კარგი თამაშით დეპორტივოს წარმომადგენლები დაინტერესდნენ. სწორედ აქედან იწყება რივალდოს აპოგეა. დეპორტივოში რივალდო დიდი მონდომებით თამაშობდა და ერთ სეზონში 21 ბურთის გატანა შეძლო. რივალდოს ასეთი კარგი თამაში და შედეგიანობა მხედველობაში არც კატალონიურ ბარსელონას გამორჩენია.
ფელიპე ლიმა კარიერის ადრეული წლები გაატარა „ცენტრო დე ფუტბოლ ზიკო სოსიედად ესპორტივაში“, რომელიც დააარსა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ. 2010-2013 წლებში ირიცხებოდა „ბოტაფოგოში“, რომლის რიგებშიც მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მისი დებიუტი ბრაზილიის სერია A-ში შედგა 2010 წლის 6 ივნისს, „კორინთიანსის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ფელიპე თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო. იმ შეხვედრაში, მოწინააღმდეგეთა რიგებში ითამაშა რობერტო კარლოსმა. „ბოტაფოგოში“ თამაშისას მის გუნდს ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი, ჟოელ სანტანა წვრთნიდა. „ბოტაფოგოდან“ იჯარით იმყოფებოდა სამ ბრაზილიურ კლუბში, „დუკი-დი-კაშიასიში“, რიო-დე-ჟანეიროს „ამერიკასა“ და „ბანგუში“. 2013-14 წლების სეზონი გაატარა საფეხბურთო კლუბ „ტუპიში“, 2014 წლის სექტემბრიდან ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელია, იგი გუნდს გიორგი ფოფხაძესთან ერთად შეუერთდა. 2014-15 წლების სეზონის პირველ ნახევარში „სიონის“ მაისურით მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.