Top 10 similar words or synonyms for კონფესიებს

ტაიმებს    0.888227

რასებს    0.870230

სქესებს    0.862415

დროებს    0.862298

ფრაქციებს    0.859721

პოპულაციებს    0.859368

თინეიჯერებს    0.853134

ერებს    0.851744

მიგრანტებს    0.844236

სამყაროებს    0.842900

Top 30 analogous words or synonyms for კონფესიებს

Article Example
საბერძნეთის დემოგრაფია ყველა არსებულ რელიგიურ კონფესიებს შორის საბერძნეთში დომინირებს ელადის მართლმადიდებელი ეკლესია. საბერძნეთის კონსტიტუციით მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიაა.
ირლანდიის დროშა ირლანდიის დროშა (ირლ. Bhratach Náisiúnta) – არის ირლანდიის ეროვნული სიმბოლო და წარმოადგენს მართკუთხა ტილოს, შედგება სამი ვერტიკალური თანაბარი ზოლებისაგან: მწვანე — ტილოს ხის ტარის კიდესთან, თათრი — შუაში, და ნარინჯისფერი — ტილოს თავისუფალ კიდესთან. დროშის პროპორცია - 1:2. მწვანე სიმბოლიზირებს კათოლიკეებს, ნარინჯისფერი - პროტესტანტებს, ხოლო თეთრი - მშვიდობას ამ კონფესიებს შორის.
საღვთო რომის იმპერია თუმცა, XVI საუკუნის ბოლოს გამოიკვეთა დესტრუქტიული ტენდენციები, რომლებიც აუგსბურგის ზავის პირობების არასრულყოფილებაში იყო ჩადებული. ისინი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულნი იყვნენ რადიკალური კალვინიზმის ტერიტორიულ-პოლიტიკურ გაფართოებასთან (კურპფალცი, ნიდერლანდები, ჰესენ-კასელი, ანჰალტი, ბადენ-დურლახი), რომელსაც მტრულად შეხვდნენ როგორც ლუთერანები, ასევე კათოლიკეები, ხოლო შემდეგ კი კონტრრეფორმაციასთან, რომელიც ტრიენტის ტაძრის დასრულების შემდეგ ნელ-ნელა ძალებს იკრებდა. ამ უკანასკნელის გავლენით ავსტრიის მიწებსა და იმპერიის ზოგიერთ ქალაქში დაიწყო პროტესტანტების დევნა, კათოლიკურ აღმსარებლობას დაუბრუნდა ბევრი საეკლესიო სამთავრო და სამხრეთ და დასავლეთ გერმანიის ქალაქი, ასევე ბადენ-ბადენი და პფალც-ნოიბურგი. გარდა ამისა, კონფესიონალიზაციის პროცესის გავლენის ქვეშ გერმანული სამთავროების ორგანიზაციული სტრუქტურების გაფორმება და თანამედროვე ტიპის სახელმწიფოების ფორმირების პროცესის დაწყება ეწინააღმდეგებოდა შემორჩენილ საიმპერიო ინსტიტუტებს. უკვე 1588 წელს საიმპერიო სასამართლოს მუშაობა შეჩერდა, ხოლო XVII საუკუნის დასაწყისიდან კონფესიებს შორის კონფლიქტის გამო შრომისუნარიანობა დაკარგა იმპერიის რაიხსტაგმა.
საღვთო რომის იმპერია იმპერატორ რუდოლფ II-ის მდგომარეობას სერიოზულად გამოუთხარა ძირი ჰაბსბურგების სახლის შიდა კონფლიქტებმა, ავსტრო-თურქეთის 1593-1606 წლების ომში წარუმატებლობებმა და უნგრეთში იშტვან ბოჩკაის მეთაურობით აფეთქებულმა აჯანყებამ. 1608 წელს რუდოლფ II იძულებული იყო, უარი ეთქვა ავსტრიაზე, უნგრეთსა და მორავიაზე. ამგვარად მან დაიტოვა მხოლოდ იმპერატორის ტიტული და ჩეხეთი, რომელსაც ფართო შიდა ავტონომია მიანიჭა („უდიდებულესობის წერილი“, 1609; ), რაც ხელს უწყობდა რადიკალური პროტესტანტული დინებების განვითარებასა და კონფესიური კონფლიქტის გამწვავებას. იმპერატორის ძალაუფლების დასუსტებამ და სამმართველო ინსტიტუტების დაშლამ გამოიწვია ალტერნატიული სტრუქტურების შექმნა: პროტესტანტმა მთავრებმა 1608 წელს შექმნეს პროტესტანტული უნია, ხოლო კათოლიკეებმა 1609 წელს დააარსეს კათოლიკური ლიგა. კონფესიებს შორის დაპირისპირება განუხრელად ღრმავდებოდა, სანამ 1618 წელს პრაღაში არ იფეთქა აჯანყებამ ახალი იმპერატორისა და ჩეხეთის მეფე ფერდინანდ II-ის წინააღმდეგ. აჯანყებას მხარი დაუჭირა პროტესტანტულმა უნიამ, კონფლიქტში ჩაებნენ გერმანიის ორივე კონფესიური ბანაკის წარმომადგენლები, შემდეგ კი უცხო სახელმწიფოებიც, რის შედეგადაც დაიწყო ოცდაათწლიანი ომი.
კამერუნი კამერუნის მოსახლეობაში ძირითადად გავრცელებულია ქრისტიანობა, ისლამი და აფრიკული ტრადიციული რელიგია. ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიები და სხვადასხვა კონფესიის ისლამური ცენტრები თავისუფლად ფუნქციონირებენ კამერუნის არსებობის პერიოდში, აფრიკული ტრადიციული რელიგიის მიმდევრები, რომლებიც ჯერ კიდევსაკმაო რაოდენობისაა, ისტორიულად ლოცულობენ თავიანთ საკულტო ნაგებობებში და ტაძრებში. მოსახლეობის დაახლოებით 70 % ქრისტიანია, 19 % მუსლიმია და 10 % აფრიკული ტრადიციული რელიგიის მიმდევარი. სხვა რელიგიურ ჯგუფებს, რომლებსაც შეადგენენ 1 %-ზე ნაკლები მოსახლეობა, მიეკუთვნებიან ორთოდოქსი იუდეველები, ბაჰაისტები და პირები, რომლებიც საკუთარ თავს არც ერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ. ქრისტიანული მოსახლეობა იყოფა კათოლიკებს (ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 32,4 %), პროტესტანტებსა (30,3 %) და სხვა ქრისტიანულ კონფესიებს შორის (იეჰოვას მოწმეების ჩათვლით) 6 %. მუსლიმების დიდი უმრავლესობა სუნიტია, რომლებიც ეკუთვნიან მალიქის მაზჰაბის სკოლას, დაახლოებით 12 % აჰმადიის მიმდევარია და 3 % შიიტია. ქრისტიანები და მუსლიმები ცხოვრობენ კამერუნის ყველა რეგიონში, თუმცა ქრისტიანების დიდი ნაწილი პირველ რიგში განლაგებულია ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში. სამი ჩრდილოეთი რეგიონის მოსახლეობაში, გავრცელებული ვარაუდებისგან განსხვავებით, ქრისტიანები და მუსლიმები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით ცხოვრობენ. ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრები ყველა ტომის ხალხი არ მიეკუთვნება მუსულმანურ სარწმუნოებას, განსაკუთრებით ჩრდილოეთის რეგიონში და უკიდურესი ჩრდილოეთის რეგიონში, სადაც ცხოვრობენ ტომები, როგორებიცაა ტუპური, მუნდანგი, მპე, მასა და სხვა. მუსლიმები მთლიანად თავმოყრილები არიან ქვეყნის ადამავის რეგიონში. არსებობს მნიშვნელოვანი შიდა მიგრაცია. დიდ ქალაქებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქრისტიანიცაა და მუსულმანიც, ეკლესიები და მეჩეთები ხშირად მდებარეობენ ერთმანეთის გვერდით.