Top 10 similar words or synonyms for კონტრშეტევის

სამთვიანი    0.826293

შეტევების    0.817078

მანევრების    0.816002

იერიშების    0.809250

მოგერიების    0.807649

ბუნტის    0.805562

შეტაკების    0.802038

მოახლოების    0.793330

თაჩდაუნის    0.790944

შეტაკებების    0.789616

Top 30 analogous words or synonyms for კონტრშეტევის

Article Example
სტალინგრადის ბრძოლა 1941 წლის ზამთარში, იმის გამო, რომ გერმანული არმია არ იყო მზად ზამთრის ომებისათვის, მათი შეტევა მოსკოვზე შეჩერდა და საბჭოთა ჯარების კონტრშეტევის შედეგად უკანაც დაიხიეს. მოსკოვზე ახალი შეტევის გეგმა უარყო ჰიტლერმა. იგი განიხილავდა შეტევის ახალ ვარიანტს — ჩრდილოეთითა და სამხრეთით.
პეტრე ბაგრატიონი რუსებმა წამოიწყეს კონტრშეტევა კირასირების პოლკით ისე, რომ მარშალი მიურატი რამის ტყვედ ჩავარდა. მათდა სამწუხაროდ კავალერიას მხარი ვერ აუბეს ქვეითებმა. კირასირები უკუგდებულ იქნენ ფრანგების მიერ. ასე, რომ დილის 10 საათისთვის ფლეშები ისევ ფრანგების ხელში იყო. საბოლოოდ რუსებმა მაინც შეძლეს მისი დაბრუნება ქვეითთა მესამე დივიზიის კონტრშეტევის შემდეგ, რომელსაც მართავდა გენერალი კონოვიცინი.
იტალია პირველ მსოფლიო ომში მიუხედავად იმისა, რომ იტალია გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ნომინალური მოკავშირე იყო,ომის დასწყისში უარი თქვა მათთან გაერთიანებაზე. ზოგადად ეს ომი იტალიისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. იტალიური არმია პერიოდულად უტევდა ავსტრიას, აღწევდა მცირე პროგრესს, ჰქონდა დიდი დანაკარგები და 1917 წელს ავსტრიელთა კონტრშეტევის შედეგად განადგურდა.
რუსეთ-საქართველოს ომი (1921) მოულოდნელი მიყენებული მძიმე დარტყმისგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთებმა დაიხიეს ჩრდილოეთისა და დასავლეთის მიმართულებით. 68 საათის შემდეგ მათ მიიღეს შეზღუდული მხარდაჭერა (მხოლოდ ერთი ბატალიონი) და განახორციელეს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნეის უშედეგო მცდელობა. წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა კიდევ უფრო ჩრდილოეთისკენ დაიხიეს: აირუმი–სადახლოს ხაზზე (სანაინის რაზმი) და ეკატერინენფელდისკენ (ვორონცოვკის რაზმი).
პირველი მსოფლიო ომი აღმოსავლეთ პრუსიაში გერმანელებს საქმე უკეთესად წაუვიდათ. ძალიან ცუდად შეიარაღებულ მეათე არმიას ალყა შემოარტყეს და 90 000 რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. მაგრამ შემდეგ რუსებს კიდევ ერთი არმია დაემატათ და შეძლეს კონტრშეტევის განხორციალება და გერმანელების შეჩერება. ამის შემდეგ გერმანულმა გენშტაბმა პრიორიტეტულად სამხრეთით შეტევა მიიჩნია.
მე-13 სამთო სს დივიზია ხანჯარი (1 ხორვატული) დივიზია მონაწილეობდა ტბა ბალატონის სამხრეთით თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაში. 1944 დასასრულსა და 1945 დასაწყისში მათ მოიგერიეს საბჭოთა არმიის რამდენიმე შეტევა, ხოლო 1945 წლის მარტში მონაწილეობდა ოპერაცია ფრულინგზერვახენში, რომელიც გერმანიის შეიარაღებული ძალების ბოლო შეტევითი ოპერაცია იყო. 16 მარტს გერმანული შეტევა წარუმატებლად დასრულდა, ხოლო საბჭოთა კონტრშეტევის დროს მათ გვერდი აუარეს ბარჩს და გააგრძელეს შეტევა ვენისკენ. დივიზიამ საბჭოთა ფლანგს დაარტყა ჰერესნიესთან, ეს მისი უკანასკნელი შეტევითი მოქმედება იყო.
ოვიე ეჯარია არსენალის და ლივერპულის აკადემიაში ჩატარებული თამაშების შეფასების შემდეგ, აშკარაა, რომ ეჯარია ცენტრალური ნახევარმცველია. ტრანმერ როვერსთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მას შეუძლია ე.წ. Box to Box ამპლუის შეთავსებაც, ფიზიკური ძალის და სისწრაფის გამო, ის ერთნაირად პროდუქტიულია როგორც შეტევების ჩაშლაში, ასევე საკუთარი გუნდის კონტრშეტევის წამოწყებაში. ჟურნალისტ კოდი უორელის თქმით, თუკი ეჯარია ამ ტემპში განაგრძობს პროგრესირებას, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. ,მას შეუძლია თავდამსხმელებისთვის მომენტების შექმნა, ბურთის ართმევა, დაზღვევაზე თამაში..., ვიმედოვნებ, რომ ის მერსისაიდში დარჩება". თამაშებზე დაკვირვების შემდეგ, ეჯარია პოლ პოგბას და ახალგაზრდა იაია ტურეს შეადარეს.
ბუდის ალყა (1686) საბოლოოდ, ალყა 1686 წლის 18 ივნისს დაიწყო. 27 ივლისს კოალიციის ძალებმა ქალაქზე პირველი ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს, თუმცა ოსმალებმა მტრის უკუგდება მოახერხეს და მას 5 000-იანი დანაკარგი მიაყენეს. 1 აგვისტოს სტამბოლიდან ჩამოვიდა დამხმარე ძალა, რომელსაც დიდი ვეზირი სარი სულეიმან-ფაშა მეთაურობდა. ფაშა ქალაქიდან 4 მილის დაშორებით იყო დაბანაკებული. 14 აგვისტოს ოსმალებმა განახორციელეს შეტევა მოკავშირეთა არმიაზე და თავდაპირველად წარმტებასაც მიაღწიეს, თუმცა მოწინააღმდეგის კონტრშეტევის შედეგად მათ 3 ათასი იანიჩარი დაკარგეს.
თეოდორე ჭანი 554 წელს ბიზანტიელებმა მარტინეს მეთაურობით მოაწყვეს დიდი ლაშქრობა ონოგურის ციხეზე. თეოდორე ჭანი არ იხსენიება ლაშქრობის მონაწილეთა რიცხვში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ის ვერ დარჩებოდა ამ მაშტაბური ღონისძიების მიღმა, ხოლო მისი მოუხსენიებლობა აიხსნება ამ ლაშქრობის კატასტროფული მარცხით, რომელსაც ენაწყლიანი ბიზანტიელი ავტორი მოკლედ აღწერს. ბიზანტიურმა არმიამ რომელიც 50 ათასამდე მეომარს ითვლიდა ვერ შეძლო ონოგურის ციხის 3 ათასიანი სპარული გარნიზონის ძლევა, ყველა იერიში მარცხით დასრულდა, სპარსელთა კონტრშეტევის შედეგად კი ბიზანტიელთა ჯარი პანიკამ მოიცვა და გაიქცა. არაორგანიზებული უკანდახევისას მრავალი ბიზანტიელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ჰუნ სიუ-ჩიუანი 1853 წელს ჰუნის ჯარმა დიადი ქალაქი ნანკინი დაიპყრო. როცა ჰუნის სახელმწიფო მინისტრმა — იან სიუჩინმა მის აბსოლუტურ ძალაუფლებაში ეჭვი შეიტანა, ის უმალ სიცოცხლეს გამოასალმეს. მანჯურიელების მიერ დაწყებული კონტრშეტევის დროს ჰუნმა ყური არ დაუგდო თავის გენერლებს და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, ღვთის მითითების მოცდა ამჯობინა. ასევე უარი თქვა ალყის დროს მარაგის შექმნაზე და ყველას არწმუნებდა, რომ ამაზე ღმერთი იზრუნებდა. 1864 წლის 1 ივნისს მან თავი მოიკლა, ხოლო 19 ივლისს ნანკინი დაეცა. მანჯურიის 100000-ზე მეტი ადამიანი გაწყვიტა, მაგრამ ტაიპინის 14-წლიანი ომის დროს, სავარაუდოდ, სულ 20 მილიონი ადამიანი დაიღუპა.