Top 10 similar words or synonyms for კონტროლირებულ

ნაბოძებ    0.841105

ძეების    0.827006

კირბის    0.820869

გაწეულ    0.809433

დაპროექტებულ    0.809262

ნაჩუქარ    0.803479

მითვისებული    0.801623

ბაიერის    0.799443

დობრინინის    0.798610

ქალაქელების    0.798148

Top 30 analogous words or synonyms for კონტროლირებულ

Article Example
რუსეთ-საქართველოს ომი (2008) მცირე ხანში საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთისგან ულტიმატუმი მიიღო აფხაზეთთა არსებული ძალების განიარაღებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული ჯარები საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შემოვიდოდნენ. ულტიმატუმი საქართველოს მთავრობას რეგიონში გაეროს სამხედრო დამკვირვებლებმა გადასცეს. რუსეთის ჯარების მეთაურის თანაშემწე ალექსანდრე ნოვიცკის ცნობით რუსეთმა აფხაზეთში 10 აგვისტოს საღამოს 9000 ქვეითი და 350 ჯავშანმანქანა შეიყვანა.
გოა’ულდი (ვარსკვლავთკარიბჭე) რა მოკლე ხანში მთელი გალაქტიკის მბრძანებელი გახდა და დაიმონა კაცობრიობა: დაიწყო დედამიწელთა გადასახლება გოა'ულდთა მიერ კონტროლირებულ საცხოვრებლად ვარგის სხვა პლანეტებზე, სადაც ისინი გამოიყენებოდნენ როგორც მონური სამუშაო ძალა ნაკვადის მაღაროებში. იმავდროულად დაიწყეს ადამიანების გამოყენება საომარ ძალადაც; გოა'ულდებმა შექმნეს ჯაფაების რასა. ჯაფაები არიან ადამიანები, რომელთაც გარდატეხის ასაკში მუცლის ღრუში არსებული სასიმბიოტე ჩანთაში უთავსებენ პატარა გოა'ულდს, რათა მან შესძლოს სიმბიოტის შეფარება და ზრდასრულ ასაკამდე გამოზრდა, სიმბიოტი ჯაფას სიციცხლეს ასწლეულებით უხანგრძლივებს, მაგრამ მის გარეშე ჯაფა მოკვდება.
ჰარლემი 1981 წელს ჰარლემში 6.500 ქურდობა დარეგისტრირდა. 1990 წლისთვის ეს რიცხვი დაეცა 4.800-მდე, შესაძლოა უბანში პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის წყალობით. მომდევნო ათი წლის განმავლობაში ”ფხვნილის ომების” დასრულებისა და იმდროინდელი მერი რუდოლფ ჯულიანის აგრესიული პოლიტიკის დაწყებით კრიმინალის დონე ჰარლემში საგრძნობლად დაეცა. შედეგად, 2000 წელს მხოლოდ 1.700 ქურდობა დარეგისტრირდა. მსგავსი ცვლილებები ხდება კრიმინალის ყველა კატეგორიაში. მაგ. პოლიციის მიერ კონტროლირებულ 32-ე უბანში (ცენტრალური ჰარლემი) 1993-2004 წლებში მკვლელობების რაოდენობამ 68%-ით იკლო, გაუპატიურებისამ - 70%-ით, ქურდობისამ - 60%-ით, ყაჩაღობისამ - 81%-ით, ხოლო კრიმინალზე შემოსული საჩივრებისამ - 62%-ით. შედეგად, კრიმინალის დონე ჰარლემში 2005 წელს უკვე უსწორდება სხვა ამერიკის ქალაქების მდიდარი, თეთრი უბნებისას, როგორიცაა სანტა-მონიკა, კალიფორნია.
ბიპედალიზმი ჰარდისა და მორგანის თანახმად, ადამიანთა წინაპრებს ზღვისპირას ან ტბის ნაპირას უნდა ეცხოვრათ ევოლუციის კრიზისის პერიოდში. მორგანი ახსენებს შედარებით არათმიანობას, მაგალითად დელფინების ან სელაპების მსგავსს, ადამიანთა კანქვეშა ცხიმის დონის სიმაღლეს, რაც გვაძლევს მაგალითად წყლის ზედაპირზე გაჩერების საშუალებას. ასევე ახსენებს კონტროლირებულ სუნთქვას - იდეალურ გზას ტბის ან სხვა სახის მასიური წყლის ფსკერამდე ხანგრძლივი ყვინთვისას ჩაძირვის თავიდან ასაცილებლად. ის აღნიშნავს ადამიანთა უჩვეულო თერმორეგულატორულ ტევადობას, ხელის სიმარჯვეს (იდეალურ საშუალებას ხამანწკების გასასუფთავებლად) და ორ ფეხზე მყარად გადაადგილების უნარს (იდეალურს მეჩეჩის გადასალახად და ასევე სასარგებლოს ცურვისთვის). სამეცნიერო საზოგადოებაში აკვატიკური თეორია, სხვა საპატივცემულო თეორიებთან ერთად, არის ერთმანეთის თავზე დამაგრებულ წინაპირობათა გროვა. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა წინაპირობა არის „სველი“. ბიოლოგი ჯონ ლანგდონი ინდიანაპოლისის უნივერისტეტიდან ანახებს საზოგადოებას, რომ ვირტუალურად ყველა მორგანის მტკიცება ადამიანთა აკვატიკურ ადაპტაციებზე არის ცრუ. აკვატიკურ ცხოველებს არ ახასიათებს გამორჩეულად დიდი ტენდენციურობა უთმოობისკენ, ხმელეთის ძუძუმწოვართა ბეწვიანობისკენ მიდრეკილებასთან შედარებით, იქნება ეს სპილო, მარტორქა თუ ღორი. მოსაზრება ადამიანთა ხელების განვითარებაზე მოლუსკების საჭმელად მიიჩნევა სუსტ თეორიად და მისი მსგავსი არაერთი თეორია იქმნება, რომელთაც დამტკიცება სჭირდებათ.
სოჭის კონფლიქტი დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა. დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან-განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი. ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო „კავკასიის რივიერაში“ განთავსდა. იმავდროულად, მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე-ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები მოსახლეობას საქართველოს წინააღმდეგ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. დენიკინმა დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზარევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან. საქართველოს მთვრობამ სთხოვა ბრიტანეთის სამხედრო ხელმძღვანელობას (რომელიც ანტანტას წარმოადგენდა საქართველოში პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებით გამოწვეული გერმანული ჯარების გაწვევის შემდეგ), რომ სოჭის ოლქი დროებით მაინც მათ დაეკავებინათ თეთრგვარდიელების ნაცვლად. თუმცა დიდმა ბრიტანეთმა მიზანშეწონილად მიიჩნია სოჭის ოლქი კვლავ ქართული იურისდიქციის ქვეშ დარჩენილიყო; საბოლოოდ კი ოლქის კუთვნილების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს, რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს.