Top 10 similar words or synonyms for კონებად

ხაზურ    0.945555

თავაკისებრ    0.936971

მტევნისებრ    0.935573

კენწრულ    0.930552

ყვავილებად    0.928866

გამონაზარდებით    0.928694

დიგენეზური    0.926226

კურკიანა    0.926098

ყვავილედად    0.925218

მარცვალა    0.923730

Top 30 analogous words or synonyms for კონებად

Article Example
კუნთი ბოჭკოები ცალკეულ კონებად იკვრება. კონებს გარს ეკვრის შემაერთებელი
მიოფიბრილები მიოფიბრილები (ბერძ.: "მიოს"–კუნთი. ლათ. "ფიბრილას" –ძაფი) — კუნთოვან უჯრედებში კონებად განლაგებული ძაფები, რომლებიც შედგება კუმშვადი ძაფისებრი ცილისაგან. მიოფიბრილების დამოკლებისა და გამსხვილების შედეგად ხდება კუნთოვანი უჯრედებისა და, საბოლოო ჯამში კუნთის დამოკლება და გამსხვილება, ანუ შეკუმშვა.
ჰიფომიცეტები ჰიფომიცეტები () — უსრული სოკოების რიგი. აერთიანებს 10 ათასზე მეტ სახეობას. აქვთ მრავალუჯრედიანი მიცელიუმი. მრავლდებიან უსქესოდ, კონიდიუმებით. კონიდიუმებიანი კონიდიოფორები ვითარდებიან უშუალოდ მიცელიუმზე ან ცალ-ცალკე პატარ-პატარა კონებად. ჰიფომიცეტებს შორის არიან პარაზიტები (რომლებიც ბევრ სასოფლო-სამეურნეო მცენარეს აავადებენ) და საპროფიტები.
დრაკონის ხე დრაკონის ხე, "დევის ხე" (Dracaena draco) — დრაცენას გვარის ერთ-ერთი სახეობა. ხის მსხვილი, დატოტვილი ღერო 20 მ-მდე იზრდება, დიამეტრი ფუძესთან 4 მ-მდეა. აქვს ხაზური, ტყავისებრი, გრძელი ფოთლები, რომლებიც ტოტების ბოლოზე კონებად სხედან. იზრდება კანარისა და სოკოტრის კუნძულებზე. ზოგიერთი ხე 5-6 ათას წლამდე ცოცხლობს. ქერქის დასეტვით იღებენ წითელ ფისს — დრამაკონის სისხლს. ფოთლის ბოჭკოსაგან ამზადებენ ქსოვილებს, ჯაგრისებსა და სხვა.
იუკა იუკა (Yucca) — ერთლებნიან, მეტწილად მერქნიან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. ღეროს წვერზე 1 მ-ზე მეტი სიგრძის კონებად შეკრებილი, ჩვეულებრივ ეკლიანი, ხეშეში და ბრტყელი ფოთლები აქვს. მისი 30 სახეობა გავრცელებულია ცენტრალურ ამირიკასა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ზოგი სახეობის ფოთლებიდან იღებენ ბოჭკოს — პიტას.
ჯუზღუნი ჯუზღუნი () — მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. დატოტვილი ბუჩქებია. ახალგაზრდა ყლორტები მწვანეა, დანაწევრებული, გახევებული ტოტების უბეში კონებად განლაგებული. მათი წვრილი, ძაფისებრი ან ნემსისებრი ფოთლები ადრე ცვივა. 150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია დასავლეთ ციმბირის, შუა, ცენტრალურ და წინა აზიის ქვიშიან უდაბნოებსა და ველებზე. კავკასიაში კავკასიაში გვხვდება ჯუზღუნის 4 სახეობა, საქართველოში არ გვხვდება. ფართოდაა გავრცელებული უფოთლო ჯუზღუნი, ჭილისებრი ჯუზღუნი და სხვ. ჯუზღუნს იყენებენ ქვიშების გასამაგრებლად.
ქაფუნა ქაფუნა () — ყვავილოვან მცენარეთა გვარი Illecebraceae-ს ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახებია. მრავალი გართხმული ღერო და წვრილი ფოთოლი აქვთ. პატარ-პატარა ერთ- ან ორსქესიანი ყვდვილები ფოთლების იღლიებში აქვთ შეკრებილი კონებად. ქაფუნას 30-მდე სახეობა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, დასავლეთ აზიაში, სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 4 სახეობა. იზრდება ველისა და ნახევრად უდაბნოს, ტყის, სუბალპურ და ალპურ სარტყელში, კლდეებსა და ღორღიან ფერდობებზე, დასარეველიანებულ ადგილებში.
ლენაპე მცენარეულ საკვებს ასევე ასაწყოებდნენ ზამთრისათვის. მცენარეებს კონებად კრავდნენ და გასაშრობად ჭერში კიდებდნენ. მარცლეულის თესლსა და ლობიოს განცალკევებით ინახავდნენ ტყავის ან ნაქსოვ ჩანთაში. სქვაშსა და გოგრას მრგვლად ჭრიდნენ, ჯოხზე ასხამდნენ და მზეზე კიდებდნენ ხოლმე გასაშრობად. ხორცი და თევზი ასევე შეიძლება გამოეშროთ მზეზე ან უცეცხლო ნამწვავების კვამლზე შეებოლათ. რამდენხანსაც ეს გამომშრალი საკვები იყო შენახული, იგი არ ფუჭდებოდა. როდესაც ლინეპელ ქალს სურდა გამოეყენებინა გამომშრალი საკვები, ის მას წყალში ამზადებდა. წყალი გამომშრალ საკვებს ამოზნიქავდა, გააღივებდა და საჭმელად უფრო რბილს გახდიდა.
იმერული ხეჭრელი იმერული ხეჭრელი () — კოლხური რელიქტური მცენარე ხეჭრელისებრთა ოჯახისა. 1,5-4 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. ფოთლის ქვედა მხარე მონაცისფრო ხავერდისებრია, ზედა კი — მუქი მწვანე და თითქმის შიშველი. ზარისებრი ყვავილები ფოთლის იღლიაში შეკრებილია კონებად. ნაყოფი მომრგვალო შავი კურკიანაა. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილსა (სამხრეთ ოსეთი, ზემო ქართლი, მესხეთი) და თურქეთის მომიჯნავე რაიონებში (ართვინის ვილაიეთა და სხვა). იზრდება ქვეტყედ ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებსა და ტყისპირებზე მთის შუა სარტყლიდან ზღვის დონიდან 2000 მ-მდე. დეკორატიულია.
საპოტისებრნი საპოტისებრნი (Sapotaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მეტწილად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. აქვთ კიდემთლიანი და მორიგეობით განლაგებული ფოთლები. ყვავილები ხშირად ორსქესიანია, უმრავლესობისა წვრილია, ეული ან კონებად შეკრული. ნაყოფი კენკრაა. უმეტესობას ახასიათებს კაულიფლორია. ოჯახში 60-მდე გვარის 800 სახეობაა, გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში მხოლოდ ნამარხი ფორმებია ცნობილი. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს გუტაპერჩის შემცველ მცენარეებს (Palaquim-ის და Payena-ს გვარები). ბევრის (Achras, Lucuma და სხვა) ნაყოფი იჭმება. ზოგის (Butarospermum და სხვა) თესლიდან ხდიან საჭმელ და ტექნიკურ ზეთს. ბევრ სახეობას (მათ შორის ხერკინის სახელით ცნობილს) ძვირფასი მერქანი აქვს.