Top 10 similar words or synonyms for კინშასა

ბრაზავილი    0.903614

ჯაკარტა    0.895880

ნაირობი    0.869111

გუანჯოუ    0.867555

ჩადი    0.866771

ტოგო    0.860726

გუაიაკილი    0.859840

ტაიბეი    0.858316

მოზამბიკი    0.857251

გაბონი    0.857131

Top 30 analogous words or synonyms for კინშასა

Article Example
კინშასა კინშასა (), 1966 წლამდე "ლეოპოლდვილი") — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი (1960 წლიდან) და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირზე, კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქის — ბრაზავილის პირდაპირ, რომლის დანახვაც მდინარე კონგოს მეორე ნაპირზეა შესაძლებელი.
კინშასა კინშასა ერთდროულად ქალაქიცაა () და ქვეყნის 26 პროვინციიდან ერთ-ერთიც (). კინშასის პროვინცია დაყოფილია 4 ოლქად, რომლებიც მთლიანობაში 24 კომუნისგან შედგება.
კინშასა ქალაქი კინშასა პორტია მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირზე. მდინარე, რომელსაც კინშასის რაიონში ასევე ჰქვია ზაირი, მთავარი სატრანსპორტო არტერიაა თავისი აუზის დიდი ნაწილის მანძილზე. მდინარე კონგოს ბევრი შენაკადი ასევე სანაოსნოდ ვარგისია. დიდი სამდინარე ბორნები კურსირებენ კინშასასა და კისანგანს შორის (მდებარეობს 1300 კმ-ში დედაქალაქიდან). კინშასასა და ბრაზავილს შორის ასევე არსებობს საბორნე გადასასვლელი.
კინშასა კინშასაში მდებარეობს ქვეყნის ეროვნული უნივერსიტეტი, ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი, მხატვრული ხელოვნების ეროვნული აკადემია, ადგილობრივი ყოფაცხოვრების მუზეუმი, ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა.
კინშასა ერთ დროს მეთევზეთა ქალაქში, 2012 წლის მონაცემებით ცხოვრობს 9 046 000 კაცი. მიუხედავად ამისა მისი ტერიტორიის 60 % წარმოადგენს მეჩხერად დასახლებულ სოფლის ადგილს, რომელიც მაინც შედის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მჭიდროდდასახლებულ ქალაქის რაიონებს უკავიათ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი კინშასის პროვინციის დასავლეთით.
კინშასა კინშასა სუბსაჰარული აფრიკის მეორე და აფრიკის კონტინენტის მესამე უდიდესი ქალაქია ლაგოსისა და კაიროს შემდეგ. ამავე დროს, ის მეორე უდიდესი ფრანკოფონული ქალაქია პარიზის შემდეგ. ფრანგული ენა წარმოდგენილია სამთავრობო, საგანმანათლებლო, საგაზეთო და სამოქალაქოს სერვისის დონეზე, თუმცა ქუჩებში ლინგვა-ფრანკად ლინგალა გამოიყენება, რომელიც მიეკუთვნება ბანტუს ენების ჯგუფს. თუ მოსახლეობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, 2020 წლისთვის კინშასა პარიზს გადაუსწრებს. 2012 წლის ოქტომბერში, ქალაქმა უმასპინძლა მე-14 ფრანკოფონულ სამიტს.
კინშასა კინშასის კლიმატი გამოკვეთილი სუბეკვატორულია, მოკლე მშრალი სეზონით (ივნისი-სექტემბერი) და ნოტიო წლის მთელ დანარჩენ პერიოდში. სეზონებს შორის მერყეობა სუსტადაა გამოკვეთილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა — +26 °С, ივლისის — +22,5 °С), ნალექებში გამოიკვეთება დიდი განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დიდი ხნის განმავლობაში დგას სიცხე (მშრალი სეზონის გამოკლებით, როდესაც დგება ოდნავ გრილი ამინდი), ტემპერატურა +36 °С-ს ზემოთ არ ადის. ასევე +14 °C-ზე დაბლა ტემპერატურა არ ეცემა.
კინშასა თანამედროვე კინშასის ტერიტორიაზე ევროპელებიდან პირველები XV საუკუნეში გამოჩნდნენ პორტუგალიელები. მაგრამ კონგოს კოლონიზაციაში ყველაზე უფრო დიდი წარმატება ბელგიელებმა მიაღწიეს, რომლებსაც დაეხმარა ადგილობრივი ფეოდალური სახელმწიფოების ერთმანეთის მიმართ არსებული გაუთავებელი შუღლი. თანამედროვე კინშასის ტერიტორიაზე ქალაქი 1881 წელს დააარსა აფრიკის განთქმულმა მკვლევარმა ჰენრი მორტონ სტენლიმ და ის ვითარდებოდა, როგორც სავაჭრო პუნქტი. თავდაპირველად ქალაქს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის პატივსაცემად "ლეოპოლდვილი" ეწოდა, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დღევანდელ ტერიტორიას აკონტროლებდა არა როგორც კოლონიას, არამედ როგორც კერძო საკუთრებას. 1966 წელს ეწოდა თანამედროვე სახელი.
კინშასა ქალაქი გახდა პირველი სანაოსნო პორტი მდინარე კონგოზე, რომელიც ლივინგსტონის ჩანჩქერების ზემოთ მდებარეობს (ჭორომების სერია ლეოპოლდვილიდან 300 კმ-ით ქვევით), რამაც მის განვითარებას შეუწყო ხელი. თავდაპირველად ყველა საქონელი გემებით მოჰქონდათ მატადიში — ქალაქში, რომელიც მდებარეობდა ჭორომების ქვემოთ და სანაპიროდან 150 კმ-ში, ხოლო შემდეგ მტვირთავებს ის გადაჰქონდათ ლეოპოლდვილამდე. 1898 წელს აშენებულმა სატვირთო რკინიგზამ მატადისა და კინშასას შორის შესაძლო გახადა საქონლის ჩქარი და იაფი გადატანა ქვეყნის სიღრმეში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ლეოპოლდვილის სწრაფ განვითარებას. ქალაქის მოსახლეობა 1920 წლისთვის ისე გაიზარდა, რომ ქალაქ ბომას ნაცვლად გახდა ბელგიის კონგოს დედაქალაქი.
კინშასა როდესაც ბელგიის კონგომ 1960 წლის 30 ივნისს ბელგიისაგან დამოუკიდებლობა მიიღო, ნიდერლანდურმა ენამ დაკარგა ოფიციალური ენის სტატუსი. 1965 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა მობუტუ სესე სეკო. დასავლეთის გავლენის შესამცირებლად მან დაიწყო დასახელებების და სახელწოდებების აფრიკანიზაციის პოლიტიკის გატარება. 1966 წელს ლეოპოლდვილს უწოდეს ახალი სახელი — კინშასა, — იმ სოფლის დასახელება, რომელიც ადრე მდებარეობდა ქალაქის ფარგლებში. მობუტუს დროს ქალაქი სწრაფად იზრდებოდა მთელი ქვეყნიდან გადმოსახლებულთა ხარჯზე, რომლებიც უკეთეს ბედს ეძებდნენ ან ეთნიკურ წმენდას გამოექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელიც ტრადიციულად მიეკუთვნება ბატეკეს და ბაჰუმბუს ტომებს, კინშასაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სასაუბრო ენა (ე. წ. ლინგვა ფრანკა) გახდა ლინგალა.