Top 10 similar words or synonyms for კიდანების

მოგოლების    0.634095

მორავიის    0.620722

პალმირის    0.590562

ნუმეას    0.587198

სკვითია    0.580256

მოლტკეს    0.578556

დაიქვემდებარეს    0.577499

არმენიის    0.569519

დაკიის    0.567436

მარათების    0.558578

Top 30 analogous words or synonyms for კიდანების

Article Example
ყარახატაელების სახელმწიფო ყარახატაელების სახელმწიფო — ფეოდალური სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში (დაახლ. 1140-1213 წწ.). დედაქალაქი - ხუსიორდო (ბალასაღუნი) მდინარე ჩუზე. დააარსა კიდანების (მონღოლური ჯგუფის ხალხი) იმპერიის ტომთა კავშირის მეთაურმა - ელიუი დაშიმ, რომელმაც 1124 წელს მიიღო გურხანის ტიტული. 1125 წელს ჯურჯენების მიერ კიდანის იმპერიის განადგურების შემდეგ ელიუი დაში თავის მომხრეთა ჯგუფთან ერთად გაიქცა ჩრდილოეთში. აქ ადრე დასახლებული კიდანების დახმარებით დაიპყრო მთელი თურქესტანი და 1141 წელს იმპერატორი გახდა. გურხანებმა კიდანების ფულის ნიმუშის მიხედვით თავისი ფულიც გამოუშვეს, მაგრამ მხარის ეკონომიკასა და საშინაო ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინეს, ისინი ვასალებისაგან (ბალხი, ხვარაზმი, გაოჩანი და სხვა) ხარკის აღებით კმაყოფილდებოდნენ. ყარახატაელების სახელმწიფოს ორჯერ მართავდა ქალი. სახანოს ეკავა ტერიტორია ამუდარია და ბალხაშის ტბიდან - კუნლუნი და მთიან ბეიშანამდე. 1218 წელს მას ჩინგიზ-ყაენი დაეუფლა.
ყარახატაელები ყარახატაელები "შავი ხატაელები" — კიდანების ნაწილის სახელწოდება, რომლებიც გადასახლდნენ ცენტრალურ აზიაში XII საუკუნეში. XII საუკუნის შუა ხანებში და XIII საუკუნის დამდეგს შედიოდნენ ყარახატაელების სახელმწიფოში, შემდგომში შეერივნენ მეზობელ თურქ ხალხებს.
კიდანები კიდანები, "ხატაელები" — მონღოლური ჯგუფის ტომები, რომლებიც უძველეს დროს მომთაბარეობდნენ ახლანდელი შიდა მონღოლეთისა და მონღოლეთის სრულ ტერიტორიაზე. ცნობილები არიან მე-4 საუკუნიდან. 907 წელს ტომის ბელადმა ილა-აბუგიმ თავი კიდანების იმპერატორად გამოაცხადა, დაიმორჩილა მეზობელი ტომები, გააფართოვა თავისი იმპერია დასავლეთით და ჩრდილოეთით, ხოლო 926 წელს სახელმწიფოს დაერქვა დიდი ლიაო, 983 წელს — კიდანების დიდი სახელმწიფო, ხოლო 1066 წელს კვლავ დიდი ლიაო. ლიაოს სახელმწიფო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო იყო აღმოსავლეთ აზიაში. 1005 წლიდან მას ჩინეთი უხდიდა ყოველწლიურ ხარკს. ლიაოს სახელმწიფო 1125 წელს გაანადგურეს ჯურჯენებმა. კიდანების ნაწილი გადასახლდა დასავლეთით, შუა აზიაში (ყარაკიდანები, ყარახატაელები).
ძინის დინასტია (1115-1234) ძინის დინასტია — სახელმწიფო და დინასტია (1115-1234 წწ.) ჯურჯენებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ახლანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩინეთის ტერიტორიაზე. სახელმწიფო აღმოცენდა კიდანების წინააღმდეგ ჯურჯენების ბრძოლის პროცესში, რომლებსაც ეს უკანასკნელნი ხარკს უხდიდნენ. 1125 წელს ძინის დინასტიამ გაანადგურა კიდანების სახელმწიფო ლიაო. 1125-1127 წლებში იბრძოდა ჩრდილოეთი სუნის ჩინური დინასტიის წინააღმდეგ, მიიტაცა ჩრდილოეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის იმპერიის დედაქალაქი კაიფინი. ძინის ჯარები მდინარე იანძამდე აღწევდა. 1139 წელს ძინმა ხელი მოაწერა საზავო ხელშეკრულებას ჩინეთის სახელმწიფოსთან - სამხრეთი სუნთან, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელმა ძინის ვასალად აღიარა თავი. XII საუკუნის შუა წლებიდან ძინი აღმოსავლეთ აზიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. 1234 წელს ძინის სახელმწიფო მონღოლებმა გაანადგურეს.