Top 10 similar words or synonyms for კელენჯერიძე

ჩუგუაშვილი    0.942753

ქემოკლიძე    0.936497

თარგმანებაჲ    0.935018

გლდანელი    0.930333

გობეჩია    0.930256

ნათიშვილი    0.929751

ბეჟანის    0.928455

დეკანოზიშვილი    0.927576

ტელეგინი    0.926653

გოგოთურ    0.926300

Top 30 analogous words or synonyms for კელენჯერიძე

Article Example
მელიტონ კელენჯერიძე სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1894 წელს კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისსა და ფოთში. იკვლევდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საკეთხებს, კრებდა და აქვეყნებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. 1893-1894 წლებში ჟურნალ „მოამბეში“ დაიბეჭდა მისი ნაშრომი „სახალხო პოეზია და მისი საპედაგოგო, საესტეტიკო და სამეცნიერო მნიშვნელობა“ (ცალკე წიგნად — 1896, ქუთაისი). 1915 წელს გამოსცა ხალხური ზღაპრების, აფორიზმებისა და გამოცანების კრებული.
მელიტონ კელენჯერიძე მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე (დ. 5 თებერვალი, 1864, სოფ. ტაბაკანი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ― გ. 15 აგვისტო, 1942, თბილისი), ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ფოლკლორისტი.
მელიტონ კელენჯერიძე შეადგინა სახელმძღვანელოები სკოლებისათვის: „სიტყვიერების თეორია“, „ქართული ქრესტომათია“, „ქართული ენის გრამატიკა“ და სხვა. მელიტონ კელენჯერიძე ავტორია გამოკვლევებისა ქართული ეკლესიის ისტორიიდან: „გაბრიელი ეპისკოპოსი იმერეთისა“ (1913), „საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია“ (1918), „სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაზე“ (რუსულ ენაზე, 1906) და სხვა.
მელიტონ კელენჯერიძე მრავალმხრივი მოღვაწე და მეცნიერი, იგი თავის სიტყვას ამბობდა ფოლკლორისტიკაში, თეოლოგიაში, სიტყვიერების თეორიაში; კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
ალექსანდრა ფოცხვერაშვილი ალექსანდრა მელიტონის ასული კელენჯერიძე-ფოცხვერაშვილი (დ. 6 მაისი, 1900, ქუთაისი — გ. 3 თებერვალი, 1986, თბილისი) — ქართველი ხალხური მუსიკის მოამაგე, რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მეუღლე.
ფილიპე მახარაძე მახარაძე ავტორია რამდენიმე ნაშრომისა. მოღვაწეობდა ლიტერატურულ კრიტიკაში. დაწერილი აქვს წერილები „კრიტიკული განხილვა“ (1896), „ხალხური პოეზია და ბ-ნი მელიტონ კელენჯერიძე“ (1897), „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“ (1904), „ეგნატე ნინოშვილის დრო, ცხოვრება და შემოქმედება“ (1930), „მაქსიმ გორკი“ (1932), „მხცოვანი მწერალი ვასილ ბარნოვი“ (1934).