Top 10 similar words or synonyms for კასპიაში

როდეზიაში    0.834948

ნახევარსფეროზე    0.831992

პოლუსს    0.812357

ნახევარსფეროში    0.811301

პოლუსიდან    0.802817

ნახევარსფეროს    0.801298

პოლუსთან    0.788078

ტარავაში    0.782256

კალთიდან    0.781766

ამერიკისაკენ    0.779281

Top 30 analogous words or synonyms for კასპიაში

Article Example
კასპიის ზღვა ჩრდილოეთ კასპიაში გაბატონებული ქარები ქმნიან დინებას, რომელიც მიმართულია ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ სამხრეთ-დასავლეთისაკენ. შუა კასპიაში ეს დინება ერწყმის ადგილობრივი ციკლონური ცირკულაციის დასავლეთ ტოტს და აგრძელებს სვლას დასავლეთი სანაპიროს გასწვრივ. აფშერონის ნახევარკუნძულთან დინება ორად იყოფა. სუსტი ქარებისას და შტილური ამინდის დროს დინებამ შეიძლება მიიღოს სხვა მიმართულება.
კასპიის ზღვა გარდა ამისა, სამხრეთ კასპიაში მარილიანობის მომატება ხდება გამარილიანებული წყლების გამოტანისას უბეებიდან და ყურეებიდან აღმოსავლეთ შელფზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ქარების ზემოქმედებით. შემდეგ, ეს წყლები გადაადგილდება შუა კასპიაში. შუა და სამხრეთი კასპიის სიღრმეებში მარილიანობა უდრის დაახლოებით 13 ‰-ს. შუა კასპიის ცენტრალურ ნაწილში ასეთი მარილიანობა აღინიშნება 100 მ-ზე დაბალ ჰორიზონტებზე, ხოლო სამხრეთ კასპიის ღრმაწყლიან ნაწილში წყლების საზღვარი მომატებულ მარილიანობასთან ერთად ვარდება 250 მ-მდე. აშკარაა, რომ ზღვის ამ ნაწილში წყლების ვერტიკალური გადაადგილება გართულებულია.
კასპიის ზღვა ზღვის ჩრდილოეთ რაიონებში იანვრის საშუალო ტემპერატურა — 7-10°-ს, ხოლო მინიმალური — 19-20°-ს აღწევს. არქტიკული ჰაერის შემოჭრისას ტემპერატურა არაიშვიათად ვარდება -30 °C-მდე. ზღვის სამხრეთ ნაწილში იანვრის ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა უდრის 9 °C-ს, მისი მინიმალური სიდიდე კი —10 °C-ს. მთლიანობაში ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ზამთარი უფრო ცივია, ვიდრე დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთ კასპიაში აპრილის საშუალო ტემპერატურაა 8-9 °C, შუა კასპიაში — 10-11 °C, ხოლო სამხრეთ კასპიაში — 11-14 °C. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 24-26 °C. ჰაერის ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურები აღინიშნება ზღვის შუა ნაწილის აღმოსავლეთ ნახევარში. შემოდგომაზე ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში შეინიშნება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვის ჩრდილო ნაწილის სანაპირო ზოლში ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 9-10 °C-ს, ღია რაიონებში — 12-13 °C-ს. ზღვის შუა ნაწილში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ოქტომბერში უდრის 15-17 °C-ს, დასავლეთი ნაპირის სანაპირო ზოლში 14-15 °C-ს, აღმოსავლეთში — 12-14 °C-ს. ჰაერის საშუალო ტემპერატურები ყველაზე უფრო მაღალია სამხრეთ კასპიაში. ზღვის ყველაზე სამხრეთ ღია რიაონებში ჰაერის ტემპერატურა აღწევს 21 °C-ს.
კასპიის ზღვა ზღვაში არსებული დინებები უმეტესწილად ატარებენ ქარიან ხასიათს. დინება, რომელიც განპირობებულია მდინარეების ვოლგისა და ურალის ჩამონადენით აღინიშნება მხოლოდ ზღვისპირა შესართავის ფარგლებში. ჩრდილოეთ კასპიაში ჭარბობს არამდგრადი სხვადასხვა მიმართულების ქარისმიერი დინებები. დინების გაბატონებული სიჩქარე 10-15 მ/წმ აღწევს, ჩრდილოეთ კასპიის ღია რაიონებში მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 30 მ/წმ-ია.
კასპიის ზღვა განსაკუთრებით საინტერესოა კასპიის ზღვაში არქტიკული ფორმების არსებობა (სულ 12-15 სახეობა), რომლებიც აქ, როგორც ჩანს, 15-20 ათასი წლის წინათაა შემოსული, მაშინ, როცა სამხრეთისკენ მდნარი ყინულის წყლები მოედინებოდა, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის საზღვარი უფრო სამხრეთით იყო, კასპიისა კი — თანამედროვე საზღვარზე უფრო ჩრდილოეთით გადიოდა. კასპიაში ამჟამად ცხოვრობს სელაპი, ორაგული, თევზთეთრა.
კასპიის ზღვა წყლის ორთქლით ჰაერის დატვირთულობა მთელი წლის განმავლობაში ახლოსაა ზღვართან და შეადგენს 80-85 %-ს. ზამთარში ჩრდილოეთ კასპიაში იგი უდრის 90 %-ს. ამავე დროს ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, უკიდურესი სამხრეთის გამოკლებით, აპრილიდან დაწყებული ჰაერის საშუალო შეფარდებითი სინოტივე 80 %-ზე ნაკლებია, ხოლო სექტემბერ-ოქტომბერში 75 %-ზე ნაკლებიც კი. ზღვის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში გაზაფხულსა და ზაფხულში საშუალო შეფარდებითი სინოტივე არ აჭარბებს 60-65 %-ს. ეს არის ზღვის ყველაზე უფრო გვალვიანი რაიონი.
კასპიის ზღვა კასპიის ზღვის ფლორა ღარიბია. კასპიის ზღვისა და მისი მიდამოების მცენარეული სამყარო წარმოდგენილია 728 სახეობით. უმდაბლესი მცენარეებიდან ჭარბობს წყალმცენარეები: ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, დიატომეები, ძოწეული წყალმცენარეები, წაბლა წყალმცენარეები და სხვა, ყვავილოვანი მცენარეებიდან — ზოსტერა და რუპია. წარმოშობის მიხედვით, ფლორა დიდწილად ნეოგენურს მიეკუთვნება, თუმცა ზოგიერთი მცენარე ადამიანის მიერ იყო შეყვანილი. ყველაზე დიდ ბიომასას იძლევიან ხარასნაირი წყალმცენარეები. მწვანე წყალმცენარეები წარმოდგენილია — 139, ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები — 203, ხოლო დიატომეები — 292 სახეობით. ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები მეტწილად გავრცელებულია ჩრდილოეთ კასპიაში.
კასპიის ზღვა კასპიის ზღვის დიდი განფენილობა მერიდიანული მიმართულებით, მისი დასავლეთი და აღმოსავლეთი სანაპიროების რთული ოროგრაფია განსაზღვრავს კლიმატის ადგილობრივი თავისებურებების მრავალსახეობას, ხოლო ზღვის მდებარეობა ზომიერი და სუბტროპიკული განედების საზღვარზე ხელს უწყობს კასპიის ზღვის აკვატორიაზე ატმოსფერული ცირკულაციის სხვადასხვა სისტემების ურთიერთკავშირს. ამიტომ, ზღვაზე მოღწეული ჰაერის ნაკადები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი თავისი წარმოშობის, ფიზიკური თვისებებისა და მოძრაობის მიმართულების მხრივ. ამ ჰაერის ნაკადების ქვედა ფენებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს ზღვის წყლის ზედაპირს. შედარებით დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის რადიაციის ინტენსიურ მოდენას. ამაზე მეტყველებს წლის რადიაციული ბალანსის დადებითი სიდიდე. ზღვის მთელი აკვატორისათვის რადიაციული ბალანსის დადებითი სიდიდე შეადგენს საშუალოდ 60 კკალ/სმ²-ს. ჩრდილოეთი კასპიის ფარგლებში ეს მაჩვენებელი მცირდება 50 კკალ/სმ²-მდე, შუა და სამხრეთ კასპიაში კი აღწევს 65 კკალ/სმ²-ს.