Top 10 similar words or synonyms for კანქვეშა

ცხიმოვანი    0.929421

ლორწოვან    0.928362

ცხიმის    0.920111

ფარისებრ    0.918517

ლიმფური    0.917139

თორმეტგოჯა    0.915200

ჰაერთან    0.913471

ნაღვლის    0.911181

ლორწოვანი    0.909887

ლორწო    0.909829

Top 30 analogous words or synonyms for კანქვეშა

Article Example
ჰემოფილია ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები გამოირჩევიან სისუსტით, კანის სიფერმკრთალით და კანქვეშა ცხიმოვანი შრის სუსტი განვითარებით.
ზარზმის მონასტერი 1970 წელს დაიწყეს სხეულის შესწავლა. ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ახალციხის საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში, ხოლო მისი სამოსის ფრაგმენტებს ჩაუტარდა ლაბორატორიული შემოწმება. კანის, კანქვეშა ქსოვილებსა დააქილევსის მყესის ნაწილს კი — პათომორფოლოგიური გამოკვლევა.
სპოროტრიქოზი სპოროტრიქოზი () სოკოსმიერი დაავადებაა, რომელიც უმთავრესად ხასიათდება კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაზიანებით, თუმცა მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება გამოიწვიოს სახსრების, ძვლების, ფილტვების და ტვინის დაზიანებაც. დაავადების სახელწოდება მისი გამომწვევი სოკოს (-ის) სახელიდან მომდინარეობს.
ჰეპატიტი ადრე მიჩნეული იყო, რომ ჰეპატიტი ვრცელდებოდა მარტო სისხლით ან არასტერილური კანქვეშა ინსტრუმენტებით. თუმცა B ჰეპატიტს აგრეთვე შეუძლია სეკრეციით გავრცელდეს. ადამიანებს, რომლებიც არიან ჰეპატიტით დაავადებულები, მაგრამ არა აქვთ სიმპტომები, შეუძლიათ უნებლიეთ დაავადონ ჯანმრთელი ადამიანები. B ჰეპატიტმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო.
კანი თმა, ფრჩხილები, ბრჭყალები, ბეწვი, ოფლის და ქონის ჯირკვლები კანის დანამატებია. კანი და კანის დანამატები ასაკთან ერთად ცვლილებებს განიცდიან. ადამიანის კანი სხეულის ყველაზე მძიმე ორგანოა, რომელზეც მოდის სხეულის წონის დაახლოებით 16 პროცენტი და ფარავს 1,2-დან 2,3 კვადრატულ მეტრ ფართობს. იგი შეიცავს სამ შრეს ეპიდერმისს, დერმას(საკუთრივ კანს) და კანქვეშა ქსოვილებს. ყველაზე ზედაპირული შრე ეპიდერმისი თხელია, მოკლებულია სისხლძარღვებს და იყოფა ორ შრედ: მკვდარი კერატიზებული უჯრედებისგან შემდგარ გარეთა რქოვან შრედ და შიდა უჯრედულ შრედ, სადაც მელანინი და კერატინი ფორმირდება. ეპიდერმისის ქვედა შრიდან ზედასკენ მიგრაციას დაახლოებით 1 თვე ესაჭიროება. ეპიდერმისის კვება ქვეშმდებარე დერმაზე. დერმა კარგად მარაგდება სისხლით. იგი შეიცავს შემაერთებელ ქსოვილს, ქონის ჯირკვლებს, საოფლე ჯირკვლებს და თმის ფოლიკულებს. ის ქვემოთ ერწყმის კანქვეშა ქსოვილს ან ადიპოზურ ქსოვილს. ნორმალური კანის ფერი დამოკიდებულია ოთხძირითად პიგმენტზე: მელანინი, კაროტინი, ოქსიჰემოგლობინი და დეოქსიჰემოგლობინი. მოყავისფრო პიგმენტ მელანინის რაოდენობა გენეტიკურად დეტერმინირებულია და იზრდება მზის სხივების ზემოქმედებით. კაროტინი არის ოქროსფერ-ყვითელი პიგმენტი, რომელიც უხვად არის წარმოდენილი კანქვეშა ცხიმში და ისეთ უბნებში, როგორიცაა ხელისა და ფეხის გულები.
გიურზა გიურზას შხამი შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც შლიან სისხლის წითელ ბურთულებს და სისხლძარღვის კედელს. ვითარდება ძლიერი კანქვეშა და შინაგანი ორგანოების შეშუპება, სისხლჩაქცევები, სისხლისდენა, გულისა და თირკმელის ფუნქციის მოშლა. ვითარდება დიდი ზომის ჰემორაგიული შეშუპებები, შხამი იწვევს სისხლის შემადედებელი სისტემის მოშლას. ნაკბენის გარშემო აღინიშნება ძლიერი ტკივილი, ვითარდება ქსოვილის ნეკროზი, იწყება თავბრუსხვევა, პირღებინება. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.
უჯრედის ჩანართები ცხიმის წვეთები დიდი რაოდენობითაა მცენარეთა თესლების, აგრეთვე ცხოველთა კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში და სხვა. ნახშირწყლების მარაგი მცენარეულ უჯრედებში ძირითადად სახამებლის მარცვლების სახით გროვდება, ცხოველურ უჯრედებში კი - გლიკოგენის მარცვლების სახით. ცილოვანი ჩანართები განსაკუთრებით უხვადაა ცხოველთა კვერცხუჯრედში, მცენარეთა თესლების უჯრედებში და ორივე შემთხვევაში ჩანასახის საკვებს წარმოადგენს.
ცხიმი ცხიმები — ორგანული ნივთიერებები, რომლებიც გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ უჯრედებში. ცხიმებით განსაკუთრებით მდიდარია ზოგიერთი მცენარის — კაკლის, თხილის, მზესუმზირის, არაქისის, ქოქოსის ნაყოფები და თესლები. ცხოველებში ცხიმი თავმოყრილია კანქვეშ და ბადექონში. ვეშაპის კანქვეშა ცხიმოვანი შრის სისქე ერთ მეტრამდეა. ცხიმი ტემპერატურის ცუდი გამტარია. ამიტომაა, რომ ვეშაპს, დელფინს, სელაპს შეუძლიათ ცივ წყალში ცხოვრება. ასევე ცხიმის სქელი ფენა იცავს სითბოს დაკარგვისაგან თეთრ დათვსა და პინგვინებს.
ლოყა ლოყა () — ადამიანის სახის ნაწილი ყვრიმალის ძვლიდან ქვედა ყბამდე. ლოყის კანი თხელია. მის ქვეშ მტკიცე კანქვეშა ქსოვილია სახის ვენებითა და არტერიებითურთ. ყველაზე ხშირად დნმ-ის ნიმუშის ასაღებად ლოყას იყენებენ (ლორწოვანი გარსის ნიმუშის აღების მეშვეობით). ლოყა დიდ როლს თამაშობს ემოციისა და მიმიკის ჩამოყალიბებაში.
სტეატოპიგია სტეატოპიგია ( ნათ. ბრ. steatos — ცხიმი და pygē — დუნდულები) — ადამიანის დუნდულებზე კანქვეშა ცხიმოვანი ფენის ძლიერი განვითარება. განსაკუთრებით მკვეთრად აქვთ გამოხატული სამხრეთ აფრიკის ხალხის, უფრო კი ბუშმენებისა და ჰოტენტოტების ქალებს. აქ სტეატოპიგია ქალის სილამაზის მაჩვენებელია. სტეატოპიგიის წარმოქმნის მიზეზი ჯერ არ არის საბოლოოდ შესწავლილი.