Top 10 similar words or synonyms for კალენები

ფებუსი    0.911425

ნედას    0.901056

ჰაკუ    0.899550

ტონიო    0.896655

ფეირი    0.895571

პატიობს    0.892599

იპი    0.892183

გოდებით    0.891207

ალფების    0.889782

ითაკაში    0.889002

Top 30 analogous words or synonyms for კალენები

Article Example
ბინდი (რომანი) პორტ-ანჯელესში მოგზაურობისას ბელა ხვდება ხულიგნების ბანდას, რომელიც მას არ ეშვება. მოულოდნელად ჩნდება ედვარდი, რომელიც მას კვლავ გადაარჩენს. კაფეში იგი გამოუტყდება ბელას, რომ შეუძლია ადამიანის ფიქრების ამოცნობა, მისი და ელისი მომავალს ხედავს, ხოლო ერთ-ერთ ძმას, ჯასპერს შეუძლია ადამიანისთვის ემოციების შთაგონება. რამდენიმე დღეში ედვარდი უამბობს ბელას, თუ რატომ ექცეოდა უხეშად - ბელას სისხლი მისთვის მიმზიდველი იყო და მისი სურნელი წყურვილის გრძნობას უჩენდა. იგი აგრეთვე უამბობს, რომ ბელას აზრებს ვერ კითხულობდა, რაც კიდევ უფრო იზიდავდა. იგი სუონს ბეისბოლის თამაშში მონაწილეობას სთავაზობს, რომელსაც კალენების იჯახი ხშირად მართავს. მაგრამ თამაშის დროს ჩნდებიან მოხეტიალე ვამპირები - ჯეიმზი, ვიქტორია და ლორანი, რომლებიც კალენებისგან განსხვავებით ადამიანის სისხლით იკვებებიან. ჯეიმზი შეიგრძნობს ბელას სისხლის მომაჯადოებელ სურნელს და მასზე მისდევს. კალენები მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაარჩინონ ბელა და მოკლან ჯეიმზი. ისინი ბელას ფენიქსში აბრუნებენ და ცდილობენ, ჯეიმსს თავგზა აუბნიონ, თუმცა იგი გამოცდილია და მალევე ხვდება, რომ მის მოტყუებას ცდილობენ. იგი ბელას შეხვედრას უნიშნავს საბალეტო სტუდიაში და ემუქრება დედის მოკვლით. საბოლოოდ კალენები ჯეიმზს კლავენ და მის გვამს წვავენ.
დაბნელება (რომანი) ამავდროულად ბელაზე განრისხებული ვიქტორია სიეტლში ახალშექმნილი ვამპირებისაგან არმიას აყალიბებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ იძიოს შური კალენებზე მისი შეყვარებულის, ჯეიმზის მოკვლისთვის. კალენები ნებისმიერ წამს ელოდებიან ვიქტორიას თავდასხმას და ამიტომაც მუდმივ მზადყოფნაში არიან. რადგან ვიქტორია მაქციებისა და ვამპირების საერთო მტერია, ამ ნაწილში ისინი გაერთიანდებიან მტერთან საბრძოლველად. ვამპირები მაქციებთან ერთად იწყებენ ტაქტიკის შემუშავებას, თუ როგორ გაუმკლავდნენ ახალშექმნილთა არმიას. ამ ნაწილში ბელა სკოლას ამთავრებს და ამის აღსანიშნავად კალენების სახლში ელისი წვეულებას აწყობს. საბოლოოდ ვიქტორიას არმია ფორკსისკენ დაიძვრება, რასაც ელისი მანამდე იხილავს, სანამ ისინი ქალაქს მიუახლოვდებიან. კარგად შემუშავებული ტაქტიკით კალენებსა და მაქციებს არ გაუჭირდებათ ვიქტორიას არმიის განადგურება. წიგნის ბოლო თავი მოთხრობილია ჯეიკობ ბლეკის მიერ - მას ედვარდისა და ბელას, ქორწილის მოსაწვევი მოსდის.
ბინდი (2008 წლის ფილმი) 17 წლის ბელა მამამისთან (ჩარლი) პატარა ქალაქ ფორქსში ჩამოდის, იმიტომ რომ დედის (რენე) ახალი ქმარი (ფილი) ბეისბოლისტია და ხშირი მოგზაურობა უწევს. ფორკსში ის გაიცნობს საიდუმლოებებით აღსავსე ოჯახს - კალენებს. ბელა შეიტყობს რომ კალენები ვამპირები არიან. მათ ადამიანის სისხლზე უარი თქვეს და ცხოველების სისხლით იკვებებიან. ბელას და ედვარდს ერთმანეთი შეუყვარდებათ. ედვარდი ბელას ოჯახის წევრებს გააცნობს. მას გოგონა ბეისბოლზე მიჰყავს, სადაც შეხვდებიან სამ ვამპირს. ერთ-ერთი მათგანი, ჯეიმსი ბელაზე ნადირობას იწყებს. კალენების ოჯახი იცავს ბელას და საიმედოდ გადამალავს მას ჯექსონვილში. ჯეიმსი მაინც გაიგებს ბელას ადგილსამყოფელს და მის მოსაკლავად მიდის. ის დააშინებს ბელას დედის მოკვლით და აიძულებს საბალეტო სტუდიაში შეხვედრას. ედვარდი მოკლავს ჯეიმსს და გადაარჩენს ბელას. ბოლოს, როცა ბელა და ედვარდი სკოლის დასრულების აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავენ, ვიქტორია (ჯეიმსის შეყვარებული) მათ ფანჯრიდან უყურებს.
ჯეიკობ ბლეკი ჯეიკობი ედვარდის და ბელას ქორწილში მივა, სადაც ბელასაგან შეიტყობს, რომ ის და ედვარდი „ნამდვილ“ თაფლობის თვის გატარებას აპირებენ. სწორედ ამ მომენტში ის მაქციად გარდაიქმნება, რათა ედვარდს გაუსწორდეს იმის გამო, რომ ბელას დიდ საფრთხეში აგდებს. ბელა საქორწილო მოგზაურობის დროს დაფეხმძიმდა, ხოლო ნაყოფი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ედვარდმა ის სასწრაფოდ ფორკსში დააბრუნა, რათა კარლაილს მისთვის ნაყოფი მოეშორებინა, სანამ იგი ბელას შეიწირავდა. ჯეიკი იგებს ამის შესახებ და მთელი გულით იძულებს ნაყოფს, რომელიც ბელას სისხლს სწოვს. ხროვა წყვეტს, რომ ნაყოფი, რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება, შეიძლება, ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის და ამიტომ ის უნდა განადგურდეს დაბადებამდე. როდესაც ჯეიკი აცნობიერებს, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა, რათა არ დაიბადოს ედვარდისა და ბელას შვილი, ტოვებს სემის ხროვას და მიდის, რათა დაიცვას კალენები. ჯეიკობს გამოყვა სეთ კლიარუოტერი, რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი შეუერთდა ჯეიკის ხროვას მისმა დამ ლეამაც არ დააყოვნა და მას მიჰყვა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარმა ხროვამ კალენების სახლის გარშემო პატრულირება დაიწყეს, რათა ბელა დაეცვათ. „განთიადში“ ბელას და ედვარდის შვილის რენესმეს დაბადების შემდეგ ჯეიკობი აღიბეჭდება რენესმეზე, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული უნდა ყოფილიყო. ამით იხსნება ისიც, თუ რატომ იზიდავდა ამდენ ხანს ჯეიკს ბელა, რენესმე ხომ მის მუცელში იზრდებოდა. ამის შემდეგ ჩნდება ახალი პრობლემა, როდესაც „განთიადის“ მეორე ნაწილში მაქციების მიერ მოკლული ლორანის მეგობარი გოგო ირინა მიდის ვოლტურებთან, რათა აცნობოს, რომ კალენებმა შექმნეს „უკვდავი ბავშვი“ (უკვდავი ბავშვები იყვნენ ვამპირთა მიერ გარდაქმნილი ჩვილები, რომლებიც დაუმორჩილებლები იყვნენ. არსებობდა ლეგენდები, რომლის თანახმადაც, ზოგჯერ, ერთი უკვდავი ბავშვი ერთ ღამეში მთელს სოფელს ჟლეტდა). ამის შემდეგ სემის და ჯეიკობის ხროვები გაერთიანდნენ რენესმეს დასაცავად. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად სრულდება: კალენები გაიგებენ, რომ რენესმე ნახევრად ადამიანი, ნახევრად ვამპირია და იგი უკვდავია, როგორც ვამპირი და მისი გული ფეთქავს, როგორც ადამიანის. მისი ზრდა სრულდება 7 წელში.
განთიადი (რომანი) ჯეიკი ხროვის წევრებისგან შეიტყობს, რომ ბელა საშინლად ავადმყოფობს და კალენები მას კარანტინში ამყოფებენ. ის ფიქრობს, რომ ეს ტყუილია და ედვარდმა მისი მეგობარი უკვე ვამპირად აქცია. ჯეიკობი მალევე შეიტყობს ბელას ავადმყოფობის მიზეზს და მთელი გულით იძულებს ნაყოფს, რომელიც ბელას სისხლს სწოვს. ხროვა შეთანხმდება, რომ ნაყოფი, რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება, შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის, ამიტომ ის უნდა განადგურდეს ვიდრე დაიბადება. აცნობიერებს რა, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა, რათა ბავშვი არ დაიბადოს, ჯეიკი ტოვებს სემის ხროვას და მიდის კალენების დასაცავად. ჯეიკობს მიჰყვება სეთ კლირუოტერი, რადგან მას კარგი ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი უერთდება ჯეიკის ხროვას, მას მიჰყვა და, ლეა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარი ხროვა კალენების სახლის პატრულირებას იწყებს. მეორე წიგნის ბოლოს ბელას ეწყება მშობიარობა. ნაყოფი მას შუაზე გლეჯს, ამიტომ ედვარდი ცდილობს, ნერწყვით მანამ შეუხორცოს ჭრილობები, სანამ ბელა სისხლისგან დაიცლება. ბელა უკვე გონებას კარგავს და ედვარდი მიიღებს გადაწყვეტილებას, გარდაქმნას იგი. გულში ნემსით შეყვანილი ვამპირის შხამი ბელას ვამპირად აქცევს.