Top 10 similar words or synonyms for იღო

ყურად    0.907590

ევედრებოდა    0.861493

შესძახა    0.851608

სასწაულებით    0.843378

პასუხით    0.840828

პირჯვარი    0.840533

უღმრთოებმა    0.839746

თვითმპყრობელმა    0.838845

უსჯულოები    0.837290

მოწამემ    0.836615

Top 30 analogous words or synonyms for იღო

Article Example
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი ღვთისმოსავმა ქვრივმა მადლობა შესწირა ღმერთს და შვილი დაარწმუნა, რომ ხატმებრძოლთა დევნას საბერძნეთში განრიდებოდა. მან ყურად იღო დედის რჩევა, ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა მისგან და თესალონიკში წავიდა, აქედან ათონზე გადასახლდა და ბერად აღიკვეცა. ათონელმა მეუდაბნოეებმა მისგანვე შეიტყვეს, რომ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა.
ნეოფიტე ურბნელი ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: მან დაუტევა უღმრთოება, მამული, მთავრობა, სიმდიდრე, შიომღვიმის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ნათელ იღო მისმა ორმა მონამ. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე ("ახალი ნერგი") დაარქვეს, მის მეგობრებს კი - ქრიტოდულოსი ("ქრისტეს მონა") და ქრისტოფოროსი ("ქრისტეშემოსილი").
ჰერმან მელვილი მელვილმა „მობი დიკზე“ მუშაობა დაასრულა და წიგნი გამოსცა 1851 წელს. ამერიკულმა ლიტერატურულმა კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებამ არ მიიღო რომანი. მელვილს ზურგი შეაქციეს. მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მელვილმა ყურად იღო ახლობლების რჩევა და 1857–60 წლებში ლექციებს კითხულობდა ლიცეუმში. ამავე პერიოდში ის პოეზიას მიუბრუნდა და ლექსების წერა დაიწყო, თუმცა ამით გამომცემლობები არ დაინტერესდნენ. სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, 1866 წელს, გამოაქვეყნა კრებული "ბრძოლის ნაწილები და ომის ასპექტები", რომელიც 70–ზე მეტ პოემას მოიცავდა, თუმცა
წმინდა მიროპია კუნძულის მმართველის ბრძანებით კეთილმსახურ მხედარ ისიდორეს (ხს. 27 მაისს) წამებით ამოჰხადეს სული. წმინდა მიროპიამ მოწამის პატიოსანი ნეშტი ფარულად წაასვენა და მიწას მიაბარა. შემდეგ მმართველთან გამოცხადდა და საჯაროდ აღიარა ქრისტე. ნეტარი სასტიკად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შუაღამისას საკანი გაბრწყინდა. წმინდა მოწამე ისიდორე ანგელოზების თანხლებით წარდგა ქალწულმოწამის წინაშე. საპყრობილე კეთილსურნელებით აივსო და ნეტარმა მიროპიამ სიხარულით შეჰვედრა სული უფალს (251 წელი). ამ სასწაულის მოწმე წარმართმა ციხის მცველმა მღვდელს მოუთხრო ყოველივე, ნათელ-იღო და ისიც მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.
ნორვეგიის ისტორია კალმარის უნიას სკანდინავიისთვის კარგი არაფერი მოუტანია, რადგან სამივე ქვეყანა, მმართველი დინასტიის ნებისამებრ, გაუთავებელ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული. უნიამ ნორდიკულ სახელმწიფოებს უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოუტანა. გაუთავებელი ომებისგან წელში გაწყვეტილი უზარმაზარი სამეფოს მოსახლეობას მოზრდილი ბეგარა დააწვა კისერზე, რათა საომარი ხარჯები დაეფარა. ნორვეგიელებს, მართალია, მეფე არასდროს უნახავთ, მაგრამ, მისი აღმატებულების მოხელეები ხალხს ბოლო გროშებამდე ჰგლეჯდნენ. ნორვეგიელები ადგილნაცვლის გაგზავნას ითხოვდნენ თუკი მეფეს არ შეეძლო ჩასვლა. მათ უკვე აღარც საერთო სეიმი გააჩნდათ და აღარც არისტოკრატია, რომელიც სულ ცოტათი მაინც იზრუნებდა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე. მათი თხოვნა ყურად არავინ იღო. ასეთია ნორვეგიელთა 1420 წლით დათარიღებული საჩივარი.
თესევსი თესევსს მუდამ სურდა დიადი საქმეების აღსრულება და ხალხის კეთილგანწყობის დამსახურება. ამის გამო ის ათენიდან წავიდა, რათა ატიკის ველები გაეთავისუფლებინა ველური ხარისგან, რომელიც მარათონის შემოგარენს ანადგურებდა. ეს ხარი ევრისთევსმა ჩამოაყვანინა ჰერაკლეს, მაგრამ მის დანახვაზე ისე შეძრწუნდა, რომ ცხოველი ნებას მიუშვა და მას შემდეგ ამ მიწის განუშორებელ ბოროტებად იქცა. თესევსი მარათონთან შეხვდა მოხუც ქალს, ჰეკალეს, რომელმაც ურჩია მსხვერპლი შეეწირა ზევსისათვის. გმირმაც ყურად იღო ეს რჩევა და გზა განაგრძო. საბოლოოდ, მან მარათონის ხარი იპოვა და ორთაბრძოლისთვის მოემზადა. ხარი გმირისკენ დაიძრა, მაგრამ თესევსმა ის რქებით დაიჭირა, შებოჭა, მოათვინიერა და ათენისკენ ააღებინა გეზი. გზად ჰეკალესთან შეიარა, მაგრამ ის უკვე ცოცხალი აღარ იყო. თესევსმა ის დიდი პატივით დაკრძალა. ათენში ჩასულმა ხარი ღმერთ აპოლონს შესწირა მსხვერპლად.
ნორვეგია კალმარის უნიას სკანდინავიისთვის კარგი არაფერი მოუტანია, რადგან სამივე ქვეყანა, მმართველი დინასტიის ნებისამებრ, გაუთავებელ საომარ მოქმედებებში იყო ჩართული. უნიამ ნორდიკულ სახელმწიფოებს უამრავი ადამიანის მსხვერპლი მოუტანა. გაუთავებელი ომებისგან წელში გაწყვეტილი უზარმაზარი სამეფოს მოსახლეობას მოზრდილი ბეგარა დააწვა კისერზე, რათა საომარი ხარჯები დაეფარა. ნორვეგიელებს, მართალია, მეფე არასდროს უნახავთ, მაგრამ მისი აღმატებულების მოხელეები ხალხს ბოლო გროშებამდე ჰგლეჯდნენ. ნორვეგიელები ადგილნაცვლის გაგზავნას ითხოვდნენ თუკი მეფეს არ შეეძლო ჩასვლა. მათ უკვე აღარც საერთო სეიმი გააჩნდათ და აღარც არისტოკრატია, რომელიც სულ ცოტათი მაინც იზრუნებდა ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე. მათი თხოვნა ყურად არავინ იღო. „ჩვენ უცხოტომელი ფოხტები გვმართავენ, აღარც წესრიგი შეგვარჩინეს, არც ადგილნაცვალი, საკუთარი ბეჭედიც კი არ გაგვაჩნია და ბეჭდის დასასმელად საზღვარსგარეთ გვიხდება გამგზავრება“ — ასეთია ნორვეგიელთა 1420 წლით დათარიღებული საჩივარი.
ჯუზეპე გარიბალდი გარიბალდი თავისი ვოლონტიორების კოლონების სათავეში გაბედულად გაემართა მესინის სრუტისკენ ნახევარკუნძულზე გადასასვლელად. გზაში მან მიიღო ვიტორიო-ემანუელე II-ს მკაცრი ბრზანება რომ შეეწყვიტა ლაშქრობა. გარიბალდიმ ყურად არ იღო ეს ბრძანება და გააგრძელა გზა. მას არ აინტერესებდა, რომ საფრანგეთის მთავრობამ უკვე გამოთქვა გულისწყრომა "თავხედური მუქარების" გამო და დაადასტურა თავისი განზრახვა დაიცვას "წმინდა ტახტის" სამფლობელო. ვიტორიო-ემანუელე II-ს სხვა გზა აღარ ჰქონდა - როგორც კი გარიბალდის ვოლინტიორებმა ფეხი დადგეს კალაბრიის მიწაზე, მათ სამთავრობო ჯარი გადაეღობა. ვოლონტიორების მხრიდან ატყდა სროლა, გარიბალდი, თავიდან რომ აეცილებინა შეტაკება, გამოვარდა წინა ხაზზე და ჩადგა მოწინაარმდეგეებს შორის. ცეცხლი მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც გარიბალდი დაჭრილი მიწაზე დაეცა. ვოლონტიორები დააპატიმრეს, თვით გარიბალდი როგორც ტყვე გადაიყვანეს ფორტში.
ნეტარი ქრისტესია ნეტარი ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე. წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან, სამეგრელოდან იყო. მას სიყრმითგან ღვთისთვის მსახურებისა და განდეგილობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ბატონის ბრძანებითა და იძულებით ცოლი მოიყვანა და ვაჟი ეყოლა. რამდენიმე ხნის შემდეგ ქრისტესიას ცოლ-შვილი დაეხოცა. ბატონს მეორეჯერ უნდოდა მისი დაქორწინება. ნეტარმა ყურად არ იღო ბატონის ბრძანება, წავიდა მოძღვართან, თავისი გასაჭირი უამბო და რჩევა სთხოვა. მოძღვარმა ურჩია, დაეტოვებინა მაცდური წუთისოფელი და გარეჯის უდაბნოს შეჰკედლებოდა. სულიერი მოძღვრის სიტყვებით ფრთაშესხმულმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში დაეყუდა. წმინდა მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში: წყალსა და ფიჩხს ეზიდებოდა მონასტერში, ყოველივეს მორჩილებით და გულმოდგინედ იქმოდა.
ნიკიტა ნოვგოროდელი წმიnდა ნიკიტა, ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ახალგაზრდა იყო, როდესაც კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა და მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენმა გააფრთხილა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტამ ყურად არ იღო რჩევა. ერთხელ, მოსაგრე ცოდვით დაეცა: ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას, მისი თქმით, უკვე სრულყოფილებამდე ამაღლებულს, შეაგონა: ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი არა თუ საუბარი, სიტყვის გაგონებაც კი არ სურდა. კიევო-პეჩორელი ძმები მივიდნენ ცდუნებულთან და ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ კურთხევით დატოვა დაყუდების ადგილი და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა, ყველაზე მეტად კი მორჩილებისა და თავმდაბლობის მოგებას ესწრაფოდა. ყოვლადსახიერმა უფალმა ნეტარი ბერების ლოცვით იგი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმიდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიიცვალა 1109 წელს.