Top 10 similar words or synonyms for იუპიტერისა

ნეპტუნზე    0.862960

ალბედო    0.828850

დეიმოსი    0.822647

კრისტალებია    0.821300

ეფსილიონ    0.818386

ფოტოსფეროში    0.812215

სიკაშკაშე    0.811920

აფელიუმი    0.811697

მარსისა    0.809207

ელიფსური    0.806155

Top 30 analogous words or synonyms for იუპიტერისა

Article Example
კენტავრები (ასტეროიდები) კენტავრები — ასტეროიდების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს იუპიტერისა და ნეპტუნის ორბიტებს შორის. მახასიათებლებით გარდამავალია მთავარი სარტყლის ასტეროიდებსა და კოიპერის სარტყლის ობიექტებს შორის (აგრეთვე ზოგიერთი მახასიათებლით ჰგვანან კომეტებს).
ურანი ნეპტუნისა და ურანის ძირითადი შემადგენელი ნაწილები იუპიტერისა და სატურნისაგან განსხვავებულია. მათში ყინული გაზებზე მეტია, აქედან გამომდინარე, მათ განცალკევებულ კლასიფიკაციაში, ყინულის გიგანტებში მოიხსენიებენ.
ნეპტუნი (მითოლოგია) ნეპტუნუსი () — რომაული მითოლოგიის მიხედვით წყლისა და ზღვის ღმერთი, იუპიტერისა და პლუტონის ძმა. იგი ანალოგიურია, თუმცა არა იდენტური ბერძნული მითოლოგიის ღმერთ პოსეიდონისა. ნეპტუნუსი შეუღლებული იყო სალაციასთან, ამ პერიოდში მოიხსენიება, როგორც მარილიანი წყლის ღმერთი. ადრეულ წლებში ნეპტუნუსი გაიგივებული იყო მგზავრების დამცველ ღვთაება — პორტუნუსსთან, რომელსაც მადლობდნენ საზღვაო გამარჯვებას, მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. I საუკუნეში გამოეყო მას, მაშინ როდესაც სექსტუს პომპეიუსმა დაირქვა „ნეპტუნუსის ძე“.
ყინულის გიგანტი ურანისა და ნეპტუნის მაგნიტური ველი დახრილი და გადანაცვლებულია. მათი ველის ზომა შუალედურია იუპიტერისა და სატურნის ველებსა და კლდოვანი პლანეტების ველებს შორის: მათი სიძლიერე დედამიწისას 50 და 25-ჯერ აღემატება, შესაბამისად. მიჩნეულია, რომ მათი მაგნიტური ველები წარმოიქმნა იონიზირებული კონვექცირებად გამდნარ ყინულის მანტიაში.
ყინულის გიგანტი ყინულის გიგანტებს აქვს გაზის გარსი, რომელიც გაზის გიგანტ იუპიტერისა და სატურნისაზე მცირეა, მაგრამ მაინც სუბსტანციურია (რამდენიმე დედამიწის მასის). ამ გარსების არსებობა კრიტიკულ შეზღუდვას წარმოქმნის: გიგანტი პლანეტები უნდა ჩამოყალიბებულიყო შედარებით სწრაფად, სანამ პროტოპლანეტურ დისკოში გაზი გაიფანტებოდა. დაკვირვებებმა ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვებში არსებულ პროტოპლანეტურ დისკოებზე ცხადყო, რომ გაზის დისკოს სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-10 მილიონი წელიწადი უნდა იყოს.
პლანეტა აქედან გამომდინარე, დედამიწა პლანეტების სიაში შევიდა, ხოლო მზე და მთვარე გამოირიცხა. თავდაპირველად, როცა იუპიტერისა და სატურნის პირველი თანამგზავრები აღმოაჩინეს მე-17 საუკუნეში, ტერმინები „პლანეტა“ და „თანამგზავრი“ ურთიერთმონაცვლეობით გამოიყენებოდა. თუმცა, ეს უკანასკნელი მომდევნო საუკუნეში უფრო ფართოდ გავრცელებული გახდა. მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე „პლანეტების“ რიცხვი სწრაფად იზრდებიდა, რადგან ნებისმიერი ახლად აღმოჩენილი ობიექტი, რომელიც პირდაპირ მზის გარშემო ბრუნავდა, პლანეტების სიაში ხვდებოდა სამეცნიერო საზოგადოების მიერ.
პლანეტოშენადედი ზოგადად მიჩნეულია, რომ დაახლოებით 3,8 მილიარდი წლის წინ, „[მძიმე დაბომბვის“ პერიოდის შემდეგ, მზის სისტემაში არსებული პლანეტოშენადედების უმეტესობა ან მთლიანად გაიტყორცნა მზის სისტემიდან შორეულ ექსცენტრიულ ორბიტებზე, როგორიცაა ურტის ღრუბელი, ან უფრო დიდ ობიექტებს შეეჯახა რეგულარული გრავიტაციული ბიძგების დახმარებით, რომლებიც გამოწვეული იყო გიგანტური პლანეტებისგან (განსაკუთრებით იუპიტერისა და ნეპტუნისაგან). შესაძლებელია მცირე რაოდენობის პლანეტოშენადედი მთვარეებად იქნა ჩაჭერილი, როგორებიცაა ფობოსი და დეიმოსი (მარსის თანამგზავრები) და გიგანტური პლანეტების უმეტესი თანამგზავრები.
კვირა (ერთეული) კვირა — შვიდდღიანი დროის შუალედი, რომელშიც თითოეულ დღეს საკუთარი სახელწოდება აქვს; აგრეთვე მეშვიდე დღის სახელწოდება. შვიდდღიანი კვირა პირველად ძველ აღმოსავლეთში შემოიღეს; ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში რომშიც დაკანონდა, იქიდან კი მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელდა. კვირის დღეებს ციურ სხეულთა სახელწოდებანი შეარქვეს, მაგ: შაბათს უწოდეს სატურნის დღეს, კვირას და დანარჩენ დღეებს შესაბამისად — მზის, მთვარის, მარსის, მერკურის, იუპიტერისა და ვენერას დღეები. ძველ ქართულში ამ ციურ სხეულთა შესაბამისად კვირის დღეებს ერქვა: კრონოსისა, მზისა ან საუფლო, მთოვარისა, არიასი, ერმისა, აფროდიტესა და დიოსისა. ზოგ ხალხში გავრცელებული იყო ხუთ- და ათდღიანი კვირებიც.
პლანეტა არა-ევროპული კულტურები იყენებდნენ განსხვავებულ სისტემებს პლანეტების სახელწოდებებისთვის. ინდოეთი იყენებს ნავაგრაჰაზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც აერთიანებს შვიდ ტრადიციულ პლანეტას (სურია - მზისთვის, ჩანდრა - მთვარისთვის, ხოლო ბუდა, შუკრა, მანგალა, ბრჰასპატი და შანი მერკურის, ვენერას, მარსის, იუპიტერისა და სატურნისათვის) და მთვარის აღმავალ და დაღმავალ კვანძებს - რაჰუს და კეტუს. ჩინეთი და სამხრეთ აზიის ქვეყნები ისტორიულად ექვემდებარება ჩინური კულტურის ზეგავლენას (როგორიცაა იაპონია, კორეა და ვიეტნამი). ისინი იყენებენ სახელდების ისეთ სისტემას, რომელიც დაფუძნებულია ხუთ ჩინურ ელემენტზე: წყალი (მერკური), ლითონი (ვენერა), ცეცხლი (მარსი), ხე (იუპიტერი) და მიწა (სატურნი).
ეგზოპლანეტა ათასობით დედამიწის მასის მქონე მყარი პლანეტები შესაძლოა მასიური ვარსკვლავების (B და O ტიპის ვარსკვლავები, 5-120 მზის მასა) გარშემო წარმოიქმნას, სადაც პროტოპლანეტური დისკო საკმარის მძიმე ელემენტებს შეიცავს. აგრეთვე ამ ვარსკვლავებს აქვს მაღალი ულტრაიისფერი გამოსხივება და ქარები, რომელთაც შეუძლია ფოტოაორთქლება გაუკეთოს დისკოში არსებულ გაზს და დატოვოს მხოლოდ მძიმე ელემენტები. შედარებისათვის, ნეპტუნის მასა 17 დედამიწის მასას უდრის, იუპიტერისა — 318 დედამიწის მასას და საკ-ის ეგზოპლანეტის განმარტებაში გამოყენებული 13 იუპიტერის მასის ზღვარი თითქმის 4000 დედამიწის მასას უდრის.