Top 10 similar words or synonyms for ილოცა

სცა    0.904539

ცრემლებით    0.886769

შეევედრა    0.886753

წმინდანს    0.879763

ფეხებში    0.874140

ნეტარს    0.873532

წმიდანს    0.869835

ღვთისმშობელმა    0.869501

ცხედარს    0.865661

შენდობა    0.865088

Top 30 analogous words or synonyms for ილოცა

Article Example
იულიანე კენომანიელი წმინდა მამამ, მრავალრიცხოვან მნახველთათვის წყურვილი რომ მოეკლა, ილოცა, გამხმარ მიწას კვერთხი დაჰკრა და წყარო აღმოაცენა. ამ სასწაულმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმინდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა.
წმინდა ბარბარე სიხარულით აღივსო წმინდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.
წმინდა სიდონია ერთხელ მირიან მეფემ სამეფო ბაღში ეკლესიის აშენება გადაწყვიტა და ხუროებმა ნაძვის ხისაგან გამოთლილი შვიდი სვეტიდან მხოლოდ ექვსის აღმართვა შეძლეს, მეშვიდე კი ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. წმინდა ნინომ ილოცა და გამთენიისას ზეცით გარდმოხდენილმა „ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილმა“ ჭაბუკმა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე აღამაღლა სვეტი და ჰაერში გააჩერა.
გრიგოლი აკრაგანტელი კრებაზე ცილისმწამებლები ცდილობდნენ, თავიანთი ბრალდების დამტკიცებას. მათ, როგორც მთავარი საბუთი, მსაჯულთა წინაშე წარადგინეს გონდაკარგული მეძავი - თითქოსდა გრიგოლის ჯადოსნობის მსხვერპლი. მღვდელმთავარმა ილოცა და მეძავისგან ეშმაკი განდევნა, რის შემდეგაც განკურნებულმა ქალმა კრების მონაწილეებს მთელი სიმართლე განუცხადა. ცილისმწამებლები დამარცხდნენ. მარკიანეს ცილისმწამებლების სიკვდილით დასჯა სურდა, მაგრამ წმინდა გრიგოლმა მათთვის წყალობა გამოითხოვა.
ნეტარი ქრისტესია ერთხელ მამა ქრისტესია მწუხრის ლოცვის შემდეგ სოფელში წავიდა. წმინდა ბერი სიცხის გამო დაღამების შემდეგ გაუდგა გზას. ბნელი ღამე იყო, სიარული შეუძლებელი გახდა. წმინდა ქრისტესია გაჩერდა და ილოცა. მოულოდნელად მას გამოუჩნდა რაღაც მანათობელი, რომელიც გზას უნათებდა. შეშინებულმა ბერმა ნაბიჯი ვერ გადადგა, ლოცვით შეევედრა უფალს, განსაცდელი აერიდებინა მისთვის, შემდეგ პირჯვარი გადაისახა და გზას გაუყვა. მანათობელი წინ მიუძღოდა. ასე იარა მთელი ღამე, სანამ არ მიაღწია სოფელ სართიჭალას.
წმინდა გიორგი წმინდა გიორგიმ ილოცა და საკვირველებაც აღსრულდა: საფლავს თავი აეხადა, საიდანაც გამოვიდა მიცვალებული, იგი ფეხებში ჩაუვარდა და უფალს დიდება შესწირა, ხოლო მეფის კითხვაზე, ვინ არის და რამდენი ხნის გარდაცვლილი, მკვდრეთით აღმდგარმა უპასუხა:„მე ქრისტეს მოსვლამდე ვცხოვრობდი და კერპთა საცთურისათვის აქამდე ცეცხლში ვიწვოდიო“. ამ დიდებულმა სასწაულმაც მრავალი ქრისტიანი შეჰმატა ეკლესიას, მათ შორის ნეტარი გლიკერიც, რომელიც ღმრთის აღიარებისათვის მახვილით დაისაჯა. ათანასე გრძნეული, რომელმაც დაინახა თუ არა გრძნეულების უძლურება, ჭეშმარიტება აღიარა და ქრისტეს მსხვერპლად შეიწირა. მთავარმოწამე კერპთმსახურთა ტაძარში შევიდა და უბრძანა კერპს, ეთქვა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხოლო ეშმაკის პირით კერპმა მეყსეულად აღიარა:„ქრისტეა ერთადერთი ღმერთიო“, რის შედეგაც ყველა კერპი შეიძრა და შეიმუსრა. ეშმაკის მსახურებმა ვეღარაფერი გააწყვეს წმინდა გიორგის წინაშე, შეიპყრეს იგი და დიოკლეტიანეს მისი მოკვლა სთხოვეს. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ილოცა და უმახვილოდ განუტევა სული.
გრიგოლ საკვირველთმოქმედი (III) გრიგოლის მოსაგრე ცხოვრება, კეთილგონიერება, სიწმინდე და უანგარობა შურით ავსებდა მის წარმართ თანატოლებს, ამიტომ გადაწყვიტეს, ცილისწამებით შეებღალათ ნეტარის სახელი. ერთხელ, როდესაც გრიგოლი მოედანზე მოძღვრებს ესაუბრებოდა, მას ქალაქში ცნობილი მეძავი მიუახლოვდა და საზღაური მოსთხოვა თითქოს მასთან ჩადენილი ცოდვისთვის. თავდაპირველად წმინდანმა ქალს მშვიდად უპასუხა, ცდები, სხვაში გეშლებიო, მაგრამ იგი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლმა მეგობარს მეძავისთვის ფულის მიცემა სთხოვა. როგორც კი დედაკაცმა არამი საზღაური მიითვალა, ეშმაკი ეკვეთა მას და მიწას დაანარცხა. ბოლოს ბოროტისგან გვემული ცილისმწამებელი ტყუილში გამოტყდა, წმინდა გრიგოლმა კი ილოცა მისთვის და ეშმაკისგან დაიხსნა.
წმინდა ხარიტინა სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ხარიტინას ამპარტავანი და სხვების გამხრწნელი კერპი ქრისტიანი უწოდა. ამაზე ქალწულმა მიუგო: დომიციანემ რისხვა დაიოკა და ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: . მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).
საქართველო IV საუკუნეში წმინდა ნინო საცხოვრებლად მცხეთაში დარჩა, სადაც ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. ამას გარდა, წმინდა ნინომ ავადმყოფების განკურნებითაც გაითქვა სახელი. მისი მოღვაწეობის შესახებ სამეფო კარზეც შეიტყვეს. როცა დედოფალი ნანა მძიმე სენით დაავადდა და მისი შველა ვერავინ შეძლო, დახმარება წმინდა ნინოს სთხოვეს. მან დედოფალი სამეფო ბაღში დაიბარა, სადაც თავად ცხოვრობდა. ეახლა ნანა ქრისტეს მქადაგებელ ასულს. წმინდა ნინომ ილოცა, დედოფალს პირჯვარი გადასახა და ნანა განიკურნა. ამის შემდეგ დედოფალმა ნანამ ქრისტე აღიარა, მაგრამ მეფე მირიანი მაინც წარმართად დარჩა.
კალვინ კულიჯი 1923 წლის 2 აგვისტოს, პრეზიდენტი ჰარდინგი აშშ-ის დასავლეთ შტატებში ტურის დროს, სან-ფრანცისკოში გარდაიცვალა. ვიცე-პრეზიდენტი კულიჯი იმ დროს იმყოფებოდა შტატ ვერმონტში, თავის სახლში, სადაც არც ელექტროენერგია იყო და არც ტელეფონი, რის გამოც ჰარდინგის სიკვდილზე მან დესპანის მეშვეობით შეიტყო. კულიჯმა ჩაიცვა, ილოცა და ჩავიდა ქვევით შეკრებილ ჟურნალისტებთან. მამამისმა, მომრიგებელი მოსამართლემ და სახელმწიფო ნოტარიუსმა, ფიცის დადების ცერემონია ჩაატარა. კალვინ ჯონ კულიჯი 1923 წლის 2 აგვისტოს, ღამის 2 საათსა და 47 წუთზე, საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი გახდა, რის შემდეგაც დასაძინებლად წავიდა.