Top 10 similar words or synonyms for თოლორდავა

ქრისტესაშვილი    0.938653

ოყროშიძე    0.937972

გულიკო    0.936563

აღსაბაძე    0.936276

გაჩავა    0.935943

დუგლაძე    0.935785

გლუნჩაძე    0.934544

ჯაჭვლიანი    0.934325

ხერხაძე    0.933852

ელიოზიშვილის    0.933330

Top 30 analogous words or synonyms for თოლორდავა

Article Example
კოტე თოლორდავა გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
კოტე თოლორდავა კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო. ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს.
კოტე თოლორდავა კოტე თოლორდავა (დ. 13 მაისი, 1979 — გ. 11 აპრილი, 2015) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.
კოტე თოლორდავა ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა. მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიყავდა გადაცემა „განო და კოტე“.
კოტე თოლორდავა მსახიობმა 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა. კოტეს გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.
დაბლაგომი 1929 წელს დაბლაგომში აღმოჩნდა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი. გათხრები ჩატარდა 1936 წელს (ხელმძღვანელები: ნ. ბერძენიშვილი, ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია). არქეოლოგიური ძიება განახლდა 1970 წლიდან (ხელმძრვანელი ვ. თოლორდავა). დაბლაგომში ნაციხვარისა და ნასაკირევის ბორცვებზე გათხრილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი და ნასახლართა ნაშთები. ადრინდელი ბრინჯოს ხანის კერამიკა ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი და ზედაპირგაპრიალებულია. ჭურჭელი უმეტესად დიდი ზომისაა; ზოგს ძირზე ჭილოფის ანაბეჭდი ეტყობა. გვხვდება დისკოსებური ხუფები, აღმოცენილია აგრეთვე ქვის ხელსაფქვავები, კაჟის ფოთლისებრი შუბისპირები, კაჟისა და ოფსიდიანის ანატკეცები. არქეოლოგიური მასალა ატარებს როგორც აღმოსავლეთ ამიერკავკასიის (კიკეთი, დიდუბე, ოზნი), ისე დასავლეთ საქართველოს უძველეს ნამოსახლართა (ოჩამჩირე, დიხა გუძუბა) კულტურის ნიშნებს.