Top 10 similar words or synonyms for თირკმლები

მემბრანული    0.906915

სეკრეცია    0.899324

მონელება    0.886346

ორგანოიდების    0.882106

სახამებელი    0.880242

ჰორმონები    0.879864

სისხლძარღვები    0.878174

რეაქციებით    0.875928

დამცველობითი    0.875408

ლორწოს    0.873308

Top 30 analogous words or synonyms for თირკმლები

Article Example
თირკმელი თირკმლები (renes) - წყვილი ექსკრეტორული და ინკრეტორული ორგანო, რომელიც, შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით, არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს.
კადმიუმი კადმიუმის ხსნადი ნაერთები სისხლში მოხვედრის შემდეგ აავადდება ცენტრალური ნერვიული სისტემა, ღვიძლი და თირკმლები, ირღვევა ფოსფორ-კალციუმის მიმოცვლა. ქრონიკული მოწამლვა იწვევს ანემიას და ძვლების დაშლას.
თირკმელი ფიზიოლოგია. თირკმლების უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური როლი - ჰომეოსტაზის რეგულაცია: თირკმლები მონაწილეობენ პლაზმაში და უჯრედშორის სითხეში ოსმოსურად აქტიური ნივთიერებების (ოსმორეგულაცია), მათი მოცულობის (ვოლუმორეგულაცია), ელექტროლიტური და მჟავა-ტოტუვანი ბალანსის მუდმივობის შენარჩუნებაში, ახდენენ აზოტოვანი ცვლის პროდუქტების ექსკრეციას, მონაწილეობას იღებენ ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის პროცესებში, ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფაში და მათ გამოყოფაში, სისტემური ჰემოდინამიკის რეგულაციაში. თირკმლების ზემოთჩამოთვლილი ფუნქციების უმეტესობის უზრუნველყოფა ხორციელდება შარდის წარმოქმნის პროცესებით: გორგლოვანი ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია), ულტრაფილტრატის ნაწილის რეაბსორბციით (პასიური და აქტიური), მილაკებში სხვადასხვა ნივთიერებების სეკრეციით და ახალი ნაერთების სინთეზით. თირკმლები, აგრეთვე ახორციელებენ ინკრეტორულ ფუნქციებს, რაც მდგომარეობს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (ერითროპოეტინი, რენინი, აქტიური ვიტამინი D3, პროსტაგლანდინები და სხ.) სინთეზში.
ორგანო ასეთი ქსოვილები ორგანოთა ძირითად ქსოვილებად არის მიჩნეული, დანარჩენი ქსოვილები კი — დამხმარედ. ზოგიერთ ორგანოში შემაერთებელი ქსოვილი (როგორც დამხმარე ქსოვილი) ორგანოს ძირითადი ქსოვილისთვის ქმნის საყრდენ საფუძველს, ანუ რბილ ჩონჩხს — სტრომას — stroma (ბერძნ. ჩანაფენი), რომლის ხარიხებს შორის სივრცე ამოვსებულია ნივთიერებით, ანუ პარენქიმით (parenchyma — ბერძნ. შემავსებელი მასა); ასეთ ორგანოებს პარენქიმულ ორგანოებს უწოდებენ (ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, თირკმლები, ჯირკვლოვანი ორგანოები).
ქირურგია ძვლის ტვინი, გული, ფილტვები, თირკმლები და თვალის რქოვანა, სხეულის იმ მრავალრიცხოვან ნაწილებს მიეკუთვნება, რომელთა ახალი ნაწილებიც ანუ ტრანსპლანტატებით შეცვლაც შესაძლებელია. დაზიანებულ ან დაავადებულ ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს სხვა, ხშირად უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულ ადამიანის ორგანოთი ცვლიან. რამდენიმე ორგანო, მაგალითად, თირკმელი და ძვლის ტვინი, შეიძლება ცოცხალი დონორისაგანაც მივიღოთ.
თირკმელი შარდის წარმოქმნის პროცესი იწყება გორგლოვანი ფილტრაციით, რომლის მოცულობაც დამოკიდებულია რიგ ჰემოდინამიკურ ფაქტორებზე, უპირველეს ყოვლისა, თირკმლისმიერი სისხლმომარაგების მოცულობაზე, რომლის რეგულირებაც, ძირითადად, ხორციელდება ვაზოაქტიური სუბსტანციების (ადრენალინი, ანგიოტენზინი, პროსტაგლანდინები, ბრადიკინინი და სხ.), სიმპათიკური ნერვების, ჰორმონების მეშვეობით. თირკმლები შეიცავენ დიდი რაოდენობით სისხლძარღვებს, რომელთა საერთო წინააღმდეგობა არც თუ დიდია, ამიტომაც, თირკმლებში, ყოველ წუთში, ხვდება გულიდან გადმოსროლილი სისხლის დაახლოებით 25%.
თირკმელი თირკმლების ინკრეტორული და მეტაბოლური ფუნქციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში მიმდინარე რიგი ფიზიოლოგიური პროცესების ჰუმორულ რეგულაციაში. რენინის სეკრეციის გარდა, თირკმლები მონაწილეობენ ზოგიერთი ჰორმონის შუალედური ცვლის პროცესებში, კერძოდ ინსულინის, ანტიდიურეზული ჰორმონის, ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის, ანგიოტენზინის, გასტრინის კატაბოლიზმში, D ვიტამინის მის ყველაზე აქტიურ ფორმაში - 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) - გარდაქმნაში, აგრეთვე ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების, მათ შორის პროსტაგლანდინები E2 და F2, აგრეთვე სისხლმომარაგების გამაძლიერებელი და ნატრიურეზის მასტიმულირებელი ზოგიერთი კინინის სინთეზში და სეკრეციაში. თირკმლებში სინთეზირდება ერითროპოეზის მარეგულირებელი ნივთიერებები. აღნიშნულ ნივთიერებებს შორის გამოყოფენ ერითროგენინს, მააქტივირებელ, ღვიძლისმიერ ერითროპოეტინოგენს, რის შედეგადაც სისხლში ჩნდება ერითროპოეტინი; თირკმლების მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია პროერითროპოეტინის სეკრეცია. თირკმლები მონაწილეობას იღებენ სისხლის შედედების პროცესებში. ისინი გამოიმუშავებენ უროკინაზას; მათ მიერ ხორციელდება ჰეპარინის და ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების მეტაბოლიზმი. თირკმლების მეტაბოლური ფუნქცია, აგრეთვე განისაზღვრება გლუკოზის სინთეზში მათი მონაწილეობით (თირკმლისმიერი გლუკონეოგენეზი), თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვით, ფოსფოლიპიდების სინთეზით.
თირკმელი თირკმლები განლაგებულია რეტროპერიტონეალურ სივრცეში, გულმკერდის XI და წელის III მალების დონეზე. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და მდებარეობს უფრო დაბლა. თირკმლებს გააჩნიათ ლობიოს მარცვლის ფორმა. ნორმაში, თითოეული მათგანის მასა შეადგენს 120-200 გრამს, სიგრძე - 10-12 სმ, სიგანე - 5-6 სმ, სისქე - 3-4 სმ. თითოეული თირკმელი შედგება გარეთა (ქერქოვანი) და შიგნითა (ტვინოვანი) შრეებისგან; ტვინოვანი შრე წარმოდგენილია პირამიდებით, რომელთა ფუძე მიმართულია ქერქის მხარეს, ხოლო მწვერვალები იხსნებიან თირკმლის მენჯში.
წითელი მჭამელი სისტემური წითელი მჭამელი, "სისტემური წითელი მგლურა" (პირველად გამოყო ავტრიელმა ექიმმა მორიც კაპოშიმ 1872 წელს), კოლაგენური დაავადება, შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლძარღვთა სისტემური, ავტოიმუნური დაავადება, რომელსაც ახასიათებს მრავალი სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. ეტიოლოგია ჯერჯერობით ბოლომდე დადგენილი არ არის; ფიქრობენ, რომ იგი დაკავშირებულია ვირუსულ ინფექციასთან, შრატით, ვაქცინით, სხვადასხვა წამლით გამოწვეულ ალეგიასთან; პათოგენეზში მნიშვნელობა აქვს საკუთარი ქსოვილების საწინააღმდეგო ავტოაგრესიულ იმუნურ რეაქციას. უმეტესად 20-40 წლის ქალები ავადდებიან, დაავადება შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. ახასიათებს ტემპერატურის აწევა, სახსრების, კუნთების, მყესების ტკივილი, წონაში დაკლება, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევადობა, სხვადასხვაგვარი გამონაყარი კანზე, წითელი ლაქების გაჩენა ცხვირის ზურგსა და ლოყებზე (ე. წ. „პეპელა“). ზიანდება გული (მიოკარდიტი; უფრო იშვიათად ენდოკარდიტი და გულის მანკი), ფილტვები (პნევმონიტი — ფილტვების არაბაქტერიული ანთება), თირკმლები (ნეფრიტი, რასაც შეიძლება თირკმლების უკმარისობა მოჰყვეს), ცენტრალური ნერვული სისტემა (ენცეფალიტი, მიელიტა, პოლინევრიტი), დიდდება ლიმფური კვანძები, ღვიძლი, ელენთა; ედრი აჩქარებულია, ვითარდება ანემია, ლევკოპენია, თრომბოციტოპენია; ხშირად სისხლში ნახულობენ სპეციფიკურ ე. წ. „მჭამელის უჯრედებს“ და სხვა.
ფრინველები ფრინველები საკვებს ინტენსიურად ინელებენ, მოუნელებელ საგნებს (მაგ., მატყლი, ძვლები, თევზის ქერცლი და სხვა) ამოანთხევენ. გამომყოფი ორგანოებია თირკმლები (დიდი მოცულობისა), შარდის ბუშტი არა აქვთ, შარდსაწვეთები პირდაპირ კლოაკაში იხსნება, სადაც წყლის ნაწილი კედლებში შეიწოვება და ორგანიზმის ცხოველმოქმედებას ხმარდება. მამლებს წყვილი სათესლე აქვთ. თესლსავალები იხსნება კლოაკაში (სირაქლემას, ღერღეტებს საკოპულაციო ორგანოები აქვთ). დედალს აქვს ერთი საკვერცხე და კვერცხსავალი, რომელიც კლოაკაში ბოლოვდება. განაყოფიერებული კვერცხი კვერცხსავალის ზედა განყოფილებაში იფარება ცილოვანი გარსებითა და კიროვანი ნაჭუჭით, ქვედა განყოფილებაში კი იღებს მოცემული ჯგუფისათვის დამახასიათებელ ფერს. ფრინველებისათვის დამახასიათებელია ციკლური გამრავლება. წელიწადში შეიძლება იყოს 1,2 ან 3 გამრავლების ციკლი. ფრენამ განაპირობა ნაყოფის სწრაფად მომწიფებისა და ორგანიზმიდან მოცილების საჭიროება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მკვრივნაჭუჭიანი კვერცხები ორგანიზმში თითო-თითოდ და სწრაფად მწიფდება, რომელსაც ფრინველები მაშინვე დებენ ბუდეში. ამან კი, თავის მხრივ, გამოუმუშავა ფრინველებს კრუხობისა და გამოჩეკილ მართვეებზე შემდგომი ზრუნვის მშობლიური ინსტინქტი. ფრინველების სხვადასხვა ჯგუფს კვერცხის ინკუბაციის მტკიცედ განსაზღვრული ხანგრძლივობა ახასიათებს. ზოგიერთი ფრინველების ან მხოლოდ დედალი კრუხობს (ქათმისნაირები, იხვები და სხვა) ან მამალი (სამფეხანი, ფინფუტი, ფერადი ჭოვილოები), ზოგიერთებისა კი - ერთიც და მეორეც. მართვები იჩეკებიან ან თვალხილულნი, შებუმბლულნი, რომლებიც მაშინვე ტოვებენ საბუდარს და კვება შეუძლიათ საკუთარი ძალებით (წიწილოვანი ფრინველები), ან თვალაუხილავნი, შიშველნი, რომლებიც დიდხანს რჩებიან ბუდეში და სჭირდებათ დიდი მზრუნველობა — კვება, გათბობა (ბარტყოვანი ფრინველები).