Top 10 similar words or synonyms for თვითნებობასა

პერან    0.838078

გააზნაურებული    0.836396

navarre    0.831055

ბააკა    0.829548

კრეონტის    0.822613

ბიქტორი    0.820028

sejong    0.819709

ისკანდერი    0.816922

უთვლიდა    0.816730

შერყვნა    0.816608

Top 30 analogous words or synonyms for თვითნებობასა

Article Example
კაცი, რომელიც იცინის რომანში აღწერილია მე-17 საუკუნის დასასრულისა და მე-18 საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრება. ჰიუგო ამხილებს მონარქიის თვითნებობასა და შუასაუკუნეობრივი ფეოდალური ტრადიციების დამცველი არისტოკრატის სისასტიკეს.
ბიზანტიის იმპერია იმპერიაში არ ცხრებოდა არეულობა. ადმინისტრაცია მექრთამე და კორუმპირებული იყო; პროვინციებში სიღატაკე და უწესრიგობა სუფევდა; სამართალწარმოება, კანონთა უვარგისობის გამო, თავიდან ვერ იცილებდა თვითნებობასა და მიკერძოებას. ამნაირი მდგომარეობის ერთ-ერთი უმძიმესი შედეგი ის იყო, რომ გადასახადები ძალზე არათანაბრად შემოდიოდა ხაზინაში. იუსტინიანეს მეტისმეტად უყვარდა წესრიგი, ესწრაფოდა მმართველობის ცენტრალიზაციას და დაუცხრომლად ზრუნავდა საზოგადო სიკეთისათვის; ამიტომ, ცხადია, ვერ შეურიგდებოდა ასეთ ვითარებას.
სამეგრელოს გლეხთა აჯანყება (1856-1857) XIX საუკუნის 30-იან წლებიდან განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა სამეგრელოს სამთავროში: თავადების, აზნაურებისა და სამღვდელოების მიერ ყმა გლეხების აშკარა ძარცვას, თვითნებობასა და ძალადობას დაერთო ყირიმის ომის მძიმე შედეგები. ომიანობის მთელი სიმძიმე გლეხებს დააწვა (ომისათვის ხარჯებს გლეხებისაგან იღებდნენ). ისინი საბატონო გადასახადებს ვერ იხდიდნენ და დავალიანება იზრდებოდა. ოსმალთა თარეშისაგან დარბეული და გაჩანაგებული გლეხები, რომლებიც ფიზიკურ განადგურებას გადარჩნენ, ტყეში გაიხიზნენ, საძოვარ მიწებს ფარულად ამუშავებდნენ, ხშირად კი ტყეშივე სახლდებოდნენ. ამასთან სამთავროში უკიდურესად დაქვეითდა წარმოება, გაჩანაგდა მეურნეობა, მოიშალა ვაჭრობა, დაეცა ფულის კურსი. თავადაზნაურობამ სცადა ომისაგან მიყენებული ზარალი გლეხთა გაძლიერებული ექსპლუატაციით აენაზღაურებინა. 1856 ივლისის ბოლოს სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე დადიანი პეტერბურგში გაემგზავრა იმპერატორ ალექსანდრე II-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე დასასწრებად. სამთავროს მართვა-გამგეობა, განსაკუთრებული ინსტრუქციით დედოფლის მაზლს, გრიგოლ დადიანს ჩააბარეს. სახლთუხუცეს ჩიქოვანს კი ებრძანა მოეწესრიგებინა სამოურავო მამულები, ჩამოერთმია გლეხებისათვის მათ მიერ მიტაცებული ყანები და აეყარა ისინი.
ივანე კრილოვი პირველი იგავ-არაკები კრილოვმა 1806 მოსკოვში გამოაქვეყნა. ამავე წელს დაბრუნდა პეტერბურგში. 1807 შექმნა სატირული კომედიები "გაკვეთილი ქალიშვილებს" და "მოდების დუქანი". 1809 გამოვიდა კრილოვის იგავ-არაკების კრებული; სულ 9 კრებული - 200-მდე იგავი გამოსცა. კრილოვის იგავები რეალისტური, ჭეშმარიტად ხალხური შემოქმედების ნიმუშებია, რომლებშიც იშვიათი მხატვრული ძალით, ღრმა ფსიქოლოგიური სიმართლითა და სისადავით აისახა რუსი ხალხის ყოფა და ხასიათი, მისი შეხედულებები და მისწრაფებანი. კრილოვი ქადაგებდა ჰუმანურ იდეებს, ზნეობრივ სისპეტაკეს; დასცინოდა მლიქვნელობას, სიცრუეს, უმადურობასა და სხვ. მანკიერებებს ("გუგული და მამალი", "ბუზი და მგზავრი", "ღორი მუხის ქვეშ"). დიდად აფასებდა შრომის როლს საზოგადოების განვითარებაში, ებრძოდა უსაქმურობასა და პარაზიტიზმს ("ჭრიჭინა და ჭიანჭველა", "ფუტკარი და ბუზი", "ობობა და ფუტკარი"); ქებათა ქებას ასხამდა მომავლის საკეთილდღეოდ გამიზნულ უანგარო შრომას ("მოხუცი და სამი ახალგაზრდა"). სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისადმი მიძღვნილ იგავ-არაკებში კრილოვი ამხელებდა უქნარა თავად-აზნაურებს უპირისპირებდა მათ მშრომელი გლეხობას ("ფოთლები და ფესვები", "ბატები"), ააშკარავებდა მეფის მოხელეთა თვითნებობასა და ანგარებას ("ნადირთა ჭირი", "კვარტეტი", "გლეხი და ცხვარი"). კრილოვის უღრმესი პატრიოტიზმი გამოვლინდა 1812 სამამულო ომის წლებში შექმნილ იგავებში ("კატა და მზარეული", "მგელი საძაღლეში", "აღალი", "ყვავი და ქათამი").
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომლებიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. ი. კანტისა და ი. ფიხტეს ნააზრევში ჰეგელი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დებულებას იმის შესახებ, რომ აზროვნება შემოქმედებითია, აქტიურია, მაგრამ იგი არ ეთანხმება ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელ სუბიექტივიზმს. ჰეგელისთვის აზროვნება, გონება, მხოლოდ სუბიექტის უნარი კი არ არის, არამედ სამყაროს საფუძველში მდებარე აბსოლუტია, ღმერთია. ი. კანტისა და ი. ფიხტეს სუბიექტივისტური თვალსაზრისით, გონიერება მხოლოდ ჯერარსია, ჰეგელისთვის კი გონება არ არის ისე უძლური, რომ მხოლოდ ჯერარსის სფეროთი იფარგლებოდეს, ის ღვთაებაა, აბსოლუტური ძლიერებაა და, მაშასადამე, სინამდვილის მქონეცაა. ფ. შელინგთან ერთად ჰეგელი ობიექტური იდეალიზმის პოზიციაზე დადგა, თუმცა თანდათან აშკარა გახდა, რომ ამ ორ მოაზროვნეს შორის მრავალი პრინციპული ხასიათის უთანხმოება არსებობდა. ჰეგელისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ფ. შელინგის შეხედულება ფილოსოფიური მოძღვრების აგებასა და დასაბუთებაზე. მისი აზრით, ინტელექტუალური ინტუიცია იმ სახით, როგორც იგი ფ. შელინგის კონცეფციაში იყო, ვერ იქნება დასაბუთების იარაღი, რადგან ასეთი კონცეფცია თვითნებობასა და შემთხვევითობას აბატონებს ფილოსოფიაში. ჰეგელის შეხედულებით, ობიექტური იდეალიზმის მთავარი პრინციპი — დებულება ყოფიერებისა და აზროვნების იგივეობის შესახებ — ფ. შელინგის მიერ წინასწარ არის მიღებული მკაცრი დასაბუთების გარეშე.