Top 10 similar words or synonyms for თესევსს

მედეამ    0.891004

შეევედრა    0.880896

აფროდიტემ    0.877299

პასუხით    0.874686

იაკობს    0.872267

თევდოსიმ    0.869694

ანტიოპე    0.867769

შესძახა    0.866218

მორჩილებით    0.864297

იასონს    0.864000

Top 30 analogous words or synonyms for თესევსს

Article Example
ეგევსი ეგევსი (ბერძნ. Αἰγεύς) — ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ათენის მეფე, თესევსის მამა. კუნძულ კრეტაზე ურჩხულ მინოტავრის მოსაკლავად გამგზავრებისას თესევსს ეგევსმა სთხოვა, თუ მშვიდობით დაბრუნდებოდა, გემზე შავის ნაცვლად თეთრი იალქანი გაეშალა. გამარჯვებულ თესევსს დაავიწყდა პირობა. შავი იალქნის დანახვაზე ეგევსმა იფიქრა, შვილი დამეღუპაო და ზღვაში დაიხრჩო თავი. ასე დაერქვა ამ ზღვას ეგეოსის ზღვა. ეგევსი პოსეიდონის ერთ-ერთი სახელიც იყო. ათენში არსებობდა ეგევსის კულტი და ტაძარი, რასაც ეგეიონი ეწოდებოდა.
თესევსი თესევსს ანტიოპესგან დარჩა ერთადერთიო ვაჟი ჰიპოლიტოსი. როდესაც მეფემ ცოლა შეირთო მინოსის ქალიშვილი ფედრა, მაშინ თავისი ვაჟი აღსასრდელად პიტთევსს მიაბარა. მანაც ის იშვილა და ტროიძენის სამეგო ტახტის მემკვიდრედ აღიარა.
თესევსი "ბაყაყებში" არისტოფანე თესევსს მიაწერს ათენელთა მრავალი ყოველდღიური ტრადიციის მოგონება-დაწესებას. თუ მინოელთა ჰეგემონიის თეორია ჭეშმარიტია, თესევსის ლეგენდები უნდა ემყარებოდეს ათენელთა ამ პოლიტიკური წყობიდან გათავისუფლებას, ვიდრე ისტორიულ პიროვნებას.
პეითო პეითო, ასევე პითო (ბერძნ. Πειθώ „დარწმუნება“) — ძველბერძნულ მითოლოგიაში ოკეანისა და ტეფიდას ქალიშვილი; ცდუნების ქალღმერთი, აფროდიტეს თანმხლები, კომპანიონი. მისი სახელის რომაული ვარიანტია სუადელა. მისი თაყვანისცემის კულტი შემოღებული აქვს თესევსს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მას დაურწმუნებია მედეა მიეტოვებინა სამშობლო.
თესევსი როდესაც ბარათი თესევსმა წამოიწყო ჰიპოლიტოსი დაწყევლა და ათენი დაატოვებინა. შემდეგ გაბრაზებულ თესევსს გაახსენდა, რომ მამამ, პოსეიდონმა სამი სურვილის შესრულება აღუთქვა და შეევედრა ტროიძენისკენ მიმავალ გზაზე ჰიპოლიტოსისთვის შემზარავი მხეცი მოევლინა.
თესევსი ხომალდი კრეტის ნაპირებს მიადგა. ათენელები მეფე მინოსს მიჰგვარეს. მეფეს ერთ-ერთი გოგონა მოეწონა და მასთან გამიჯნურობა მოიწადინა, მაგრამ თესევსი მას გამოექომაგა და განაცხადა, რომ მისი, როგორც პოსეიდონის ძის ვალი იყო ქალწულთა დაცვა, რაზედაც მინოსს გაეცინა. მას არასოდეს გაეგო, რომ პოსეიდონი რჩეულ გოგონებს მფარველობდა. ამისდა მიუხედავად თესევსს შანსი მისცა დაემტკიცებინა, რომ ის მართლა ზღვის მეუფის შვილი იყო. მან თითიდან სამეფო ბეჭედი მოიძრო, ზღვაში გადააგდო და თესევსს მისი ამოტანა მოსთხოვა. მათ ირგვლივ ბევრ ხალხს მოეყარა თავა, მათშორის იყო მინოსის ასული არიადნე, რომელსაც პირველივე დანახვაზე შეუყვარდა თესევსი. ის ძალიან შეაძრწუნა მამამისის საქციელმა. თესევსი კი საერთოდ არ შემკრთალა და უშფოთველად გადაეშვა ზვირთებში. მას ღმერთმა ტრიტონმა ჩაავლო ხელი და პოსეიდონის სასახლეში მიიყვანა. პოსეიდონმა საკუთარ შვილს ბეჭედი მისცა, ხოლო მისმა ცოლმა ამფიტრიტემ კი თავზე ოქროს გვირგვინი დაადგა. ტრიტონმა მეორეჯერაც ჩაავლო ხელი თესევსს და ზღვიდან ამოიყვანა. არიადნეს ძალიან გაუხარდა მისი დაბრუნება, მასთან მივიდა და ჩუმად უთხრა, რომ თუ ის ცოლად შეირთავდა, მინოტავრს დაამარცხებინებდა. სიხარულით მიღო ეს წინადადება თესევსმა და შეჰფიცა, რომ აუცილებლად იქორწინებდა მასზე.
თესევსი თესევსი კარგად მეფობდა, მაგრამ ხშირად ტოვებდა ქალაქს, რათა საბერძნეთის სხვა დიად გმირებს გატოლებოდა საგმირო საქმეების აღსრულებაში. ის მონაწილეობდა კალიდონის ნადირობაში, იყო არგონავტებთან ერთად კოლხეთში და ჰერაკლესთან ერთად იბრძოდა ამორძალების წინააღმდეგ. სწორედ ამ ომში, როდესაც გმირებმა მებრძოლ ქალთა დედაქალაქი თემისკირა აიღეს, თესევსს ჯილდოდ დედოფალი ანტიოპე უბოძეს, რომელიც ათენში წაიყვანა.
თესევსი მინოტავრი ცხოვრობდა ლაბირინთში, რომელიც ცნობილმა ხელოვანმა დედალოსმა ააგო. არავის შეეძლო ამ ლაბირინთიდან გამოსვლა. დედალოსმა, რომელიც კრეტას ტოვებდა, არიადნეს დაუტოვა ჯადოსნური ძაფის გორგალი და მისი ხმარებაც ასწავლა. არიადნემ თესევსს ბასრ ხმალთან ერთად ეს გორგალიც მისცა და დაარიგა, რომ მისი ერთი ბოლო ლაბირინთის შესასვლელში გამოება. გორგალი თავისით გაგორდებოდა და მინოტავრთან მიიყვანდა. უკანა გზაზე გმირს ძაფი ისევ უნდა დაეგორგლა.
თესევსი პეირითოეს მშვენიერი მეუღლე ჰიპოდამეა ადრე გარდაიცვალა. ლაპითთა მეფემ საკუთარი ცოლი გამოიგლოვა და ხელახლა დაქორწინება განიზრახა. იმახანად არც თესევსს ჰყავდა ცოლი. მათ მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს მშვენიერი ელენეს მოტაცება. მეგობრებმა დაიფიცეს, რომ მშვენიერი ელენე მას ერგებოდა, ვისაც წილისყრით შეხვდებოდა. წაგებულისათვის კი ზევსის სხვა ქალიშვილი უნდა მოეტაცებინათ.
თესევსი თესევსი, სხვა განწირულ ათენელებთან ერთად შეიყვანეს ლაბირინთში. მან ძაფის ერთი ბოლო კარის წირთხლს გამოაბა და გორგალს გაჰყვა. საბოლოოდ ბნელ დერეფანში იპოვა მინოტავრი. ხარკაცი შემზარავი ღრიალით გამოექანა გმირისკენ, თავი დახარა და უზარმაზარი რქებით ეძგერა. მინოტავრმა კიდევ რამდენიმეჯერ სცადა გმირის მოკვლა, მაგრამ თესევსმა მას მაინც აჯობა და მკერდში ჩასცა არიადნეს მიერ ნაბოძები მახვილი. სწრაფადვე დაბრუნდა უკან და ათენელებთან ერთად გამოვიდა ლაბირინთიდან. ყველა ხარობდა, მაგრამ თესევსს მინოსის რისხვის მაინც ეშინოდა, ამიტომ ის სანაპიროსკენ წავიდა, ყველა კრეტულ ხომალდს ძირი გამოუმტვრია და არიადნესთან ერთად მშობლიური ნაპირისაკენ აიღო გეზი. ისინი შესასვენებლად გაჩერდნენ კუნძულ ნაქსოსზე, სადაც თესევსს დაესიზმრა ღვინის ღვთაება დიონისე და აუწყა, რომ ღმერთებს სურდათ არიადნეს დიონისეზე დაქორწინება. თესევსი გამოფხიზლდა და გულნატკენი განერიდა კუნძულს. დიონისემ და მისმა მხლებლებმა წაიყვანეს არიადნე, რომელიც შემდეგ დიდი ღმერთის მეუღლე გახდა.