Top 10 similar words or synonyms for თერგდალეულები

ეცნობოდნენ    0.695113

წარადგენენ    0.689074

ასწავლიან    0.650234

მისამართებს    0.649492

გაემიჯნა    0.647412

ადვილ    0.639696

ისმენდნენ    0.638497

უნარებს    0.637369

ზრუნავდნენ    0.636780

დაყავდა    0.635561

Top 30 analogous words or synonyms for თერგდალეულები

Article Example
თერგდალეულები თერგდალეულები“ — XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ლიტერატურული მიმდინარეობა. „თერგდალეულებს“ უწოდებდნენ კონსერვატორი მოწინააღმდეგენი რუსეთში განათლებამიღებულ ქართველ ახალგაზრდებს, ქართველ განმანათლებლებს, რომელთაგან ზოგი ჯერ კიდევ 60-იან წლებამდე იჩენდა ნახევრადფარულ ოპოზიციურ დამოკიდებულებას ძველისადმი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახლის დანერგვას მოითხოვდა. 1861-1862 წლებიდან „თერგდალეულების“ ნაწილი აშკარად შეებრძოლა კონსერვატორებს ჟურნალ „ცისკრისა“ და „საქართველოს მოამბის“ ფურცლებზე. ბრძოლა ახალ („თერგდალეულთა“) და ძველ („მტკვარდალეულთა“) თაობებს შორის დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის საკითხებზე. ილია ჭავჭავაძის წერილით „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმნაზედა“ („ცისკარი“, 1861, № 4), რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და დასაბამი მისცა ე. წ. „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლას.
თერგდალეულები თერგდალეულთა მოღვაწეობა დაემთხვა რუსიფიკაციის პოლიტიკის გაძლიერებას. რუსულმა ხელისუფლებამ ტერმინ „საქართველოს“ აკრძალვაც კი მოინდომა და პრესაში შეიძლებოდა მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების მოხსენიება.
თერგდალეულები 70-იან წლებში თერგდალეულები ორ ჯგუფად გაიყვნენ. ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრეების ჯგუფს (აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები) „პირველი დასი“ ეწოდა, ხოლო ნიკო ნიკოლაძის გიორგი წერეთლის სერგეი მესხის და სხვათა ჯგუფს, რომლებიც მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე ამახვილებდნენ — „მეორე დასი“.
თერგდალეულები თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი ხალხის როგორც ეროვნულ, ისე სოციალურ განთავისუფლებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთისა და ევროპის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს; იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კურსში. მათი პროგრამით, თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის მოპოვება, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნა.
თერგდალეულები თერგდალეულთა მიერ გამოცემულ ჟურნალებში განიხილებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურასთან, თანადროულ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები.