Top 10 similar words or synonyms for ზეინაბი

ცაცა    0.944626

მარადიშვილი    0.935972

გიგოშვილი    0.933592

ომიაძე    0.932532

მაგდანა    0.929398

ტიბალტი    0.928707

წკიპურტები    0.928327

თიკუნა    0.925395

ბაბალე    0.923887

გოგოთურ    0.923115

Top 30 analogous words or synonyms for ზეინაბი

Article Example
ალი ბაბა ევროპაში ზღაპარი ცნობილი გახდა XVIII საუკუნეში, ფრანგულად ადაპტირების შემდეგ (მას დაემატა შელოცვა „სეზამ“). სიუჟეტის მიხედვით ღარიბ ალი ბაბას ჰყავს წარმატებული ძმა ყასიმი და რძალი ზეინაბი. შეშის ჭრისას, ტყეში, ალი ბაბა მოხვდება ჯადოსნურ გამოქვაბულში, სადაც ყაჩაღები საკუთარ განძს მალავენ და მდიდარი ხდება.
მუჰამად ჰუსეინ ჰაიქალი უმაღლესი განათლება მიიღო კაიროსა და სორბონში, სადაც დაიცვა სადოქტორო ხარისხი. 1937-1944 წლებში იყო ეგვიპტის განათლების მინისტრი, 1945-1950 წლებში ეგვიპტის სახელმწიფო მინისტრი და სენატის თავმჯდომარე. ავტორია არაბულ ლიტერატურაში პირველი რეალისტური რომანებისა „ზეინაბი“ (1910) და „ასე შეიქმნა“ (1955), რომლებშიც გაილაშქრა ქალთა უუფლებო მდგომარეობისა და ფელახთა ჩაგვრის წინააღმდეგ. ავტორია ქრონიკისა „მუჰამედის ცხოვრება“ (1929).
თამარ ბაქრაძე დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი და თბილისის რუსთაველის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია (ორივე 1930 წელს); 1930-1967 წლებში რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს როლები: ამალია (შილერის „ყაჩაღები"), ლიდია კოვალი (კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი"), ემილია (შექსპირის „ოტელო"), კრუჩინინა (ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი"), კნეინა ჩიტუნია (დადიანის „გუშინდელი"), ქეთევან დედოფალი (შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე"), ზეინაბი (სუმბათაშვილის „ღალატი"), ოთარაანთ ქვრივი (ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სანათა (მრევლიშვილის „ზვავი"), გერტრუდა (შექსპირის „ჰამლეტი") და სხვა. 1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
ჰამლეტ ისახანლი ჰამლეტ სახანლი ცნობილი ჰაჯიბაირამლის ოჯახის წევრია. მისი ბაბუა, ისახან ჰაჯიბაირამლი (1897-1930), ცნობილი მეამბოხე იყო. კოლექტივიზაციის პერიოდში (1920-იან 1930-იან წლებში), საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მან შეიარაღებული აჯანყება მოაწყო. ამ აჯანყებამ მოიცვა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიები. ბეჭდური წყაროებიდან და არქივებიდან ცნობილი ხდება, რომ სტალინი და ბერია შეშფოთებულები იყვნენ ისახანის მოძრაობით და მის წინააღმდეგ გამოიყენეს უშიშროების ქსელი და ჯარი. მისი სახელი დღესაც ცოცხლობს ძველი თაობის მეხსიერებაში და მისი დაბადების 100 წლისთავი აღინიშნა საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც. ჰამლეტის ბებია, ზეინაბი, თავის შვილებთან ერთად გაძევებულ იქნა თავისი სამშობლოდან და ორი წლის განმავლობაში ისინი ყაზახეთსა და ყირღიზეთში ცხოვრობდნენ.
ცაცა ამირეჯიბი სწავლა დაიწყო თბილისის ეპარქიულ სასწავლებელში. 1906 წლიდან მუშაობდა სახალხო თეატრში (ავჭალის აუდიტორია). 1911 წელს დაამთავრა მოსკოვის ს. ხალიუტინას თეატრალური სტუდია და შემდეგ 1943 წლამდე მსახიობად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა თეატრებში. 1932 წლიდან სახკინმრეწვის (ახლანდელი კინოსტუა „ქართული ფილმის“) მსახიობია. ამირეჯიბი ასრულებდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს: ქეთევანი (ერისთავის „სამშობლო“), თამარი (მესხის „შოთა რუსთაველი“), ზეინაბი (სუმბათაშვილის „ღალატი“), ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან წამებული“), ფატი (დადიანის „ნაპერწკლიდან“), კრუჩინინა (ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ლედი მაკბეტი (შექსპირის „მაკბეტი“). როლები კინოში: კნეინა („ნახვამდის“, 1934), დედა („არშულა“, 1935), მართა („არსენა“, 1937) და სხვა. ამასთან ერთად იგი მხატვრული კითხვის ერთ-ერთი პიონერი იყო საქართველოში. სამსახიობო კარიერის პარალელურად ცაცა ამირეჯიბი, ტელი ოცი წლის მანძილზე დაუცრომელად იღწვოდა რადიოშიც. ამასთანავე იგი წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა სტუდიებში ასწავლიდა მხატვრულ მეტყველებას. დაჯილდოვებული იყო მთავრობის ჯილდოებით და საპატიო სიგელებით.
თამარ ჭავჭავაძე ჭავჭავაძის ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ლაურენსიას სახე მარჯანიშვილის მიერ 1922 წ. დადგმულ ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყაროში“, რომელმაც ქართულ სცენაზე განაახლა ტრაგედია. გმირული პათოსით, ლირიზმით, უშუალობით, მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა ჭავჭავაძის როლები: სალომე (უაილდის „სალომე“), ლამარა („ლამარა“, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით), ბეატრიჩე (შელის „ბეატრიჩე ჩენჩი“), ემილია (შექსპირის „ოტელო“), ლედი მილფორდი (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მარგარიტა (დიუმა-შვილის „მარგარიტა გოტიე“), ზეინაბი (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ქეთევანი (ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი“), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სინათა („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით) და სხვ. მსახიობის რეპერტუარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა კომედიურ როლებს: დიანა (ლოპე დე ვეგას „სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი“), მადამ სან-ჟენი (გ. სარდუსა და მოროს „მადამ სან-ჟენი“), დარეჯანი (მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“) და სხვ. ჭავჭავაძემ შექმნა თანმამედროვე ქალთა რეალისტური სახეებიც: ტატიანა (ლავრენიოვის „რღვევა“), ბაილი (ჩიანელის „ბაილი“), პელაგია ნილოვნა (მოსაშვილის „სადგურის უფროსი“) და სხვ.
ვერიკო ანჯაფარიძე ანჯაფარიძესთვის დამახასიათებელი იყო საოცარი სცენური მომხიბვლელობა, კულტურა, მგზნებარება, გულწრფელობა, მეტყველების მელოდიურობა, მაღალი პროფესიონალიზმი, გემოვნება, ღრმა ინტელექტი, ვირტუოზული ტექნიკა. ანჯაფარიძის შემოქმედებაში განვითარება ჰპოვა ქართული თეატრის რეალისტურმა და რომანტიკულმა ტრადიციებმა. ანჯაფარიძის სახელთან არის დაკავშირებული კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მრავალი დადგმა. ამ თეატრში მუშაობის 60 წლის მანძილზე ანჯაფარიძემ განსაკუთრებული სცენური სახეების მთელი გალერეა შექმნა. მათ შორის: ოფელია (უ. შექსპირის „ჰამლეტი (პიესა)“), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო"), ლიზი (ნ. შიუკაშვილის „სულელი"), გინატრე (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია"), მარგარიტა (ა.დიუმას „მარგარიტა გოტიე"), ცაბუ (შ. დადიანის „ნაპერწკლიდან"), აიშე (ი. ვაკელის „შური"), ლარისა (ა. ოსტროვსკის „უმზითვო"), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი"), მაყვალა (ა. ყაზბეგის „მოძღვარი"), კლეოპატრა ( უ. შექსპირის „ანტონიოს და კლეოპატრა"), დარეჯანი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), გრაფინია (პ. ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება"), შეჰმენე ბანუ (ნ. ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე"), მარიამ სტიუარტი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი"), მედეა (ევრიპიდეს „მედეა"), ბებია (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი"), ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის „მოჩვენებანი"), ფატი გურიელი (ა. ჩხაიძის „შთამომავლობა"), ნენი (პ. ზინდელის „გვირილა"), ლედი მაკბეთი (უ. შექსპირის „მაკბეთი"), დედოფალი (მ. მრევლიშვილის „წამება დედოფლისა"), მისის ჰიგინზი (ბ. შოუს „პიგმალიონი“) და სხვა.