Top 10 similar words or synonyms for ზადენის

ღვთაების    0.774199

თორის    0.756426

ქალღმერთის    0.746785

ქალღმერთ    0.746062

მატეანე    0.726921

აპოლონის    0.723150

კულტს    0.717701

ღმერთ    0.716327

მიცვალებულთა    0.715139

ღვთაებათა    0.696755

Top 30 analogous words or synonyms for ზადენის

Article Example
ზადენი ზადენი — ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ "Yazadan"-თან ( — კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. "ზადენი" სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთში).
ქართული მითოლოგია ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა. ზადენი(სოფელი) სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ საქართველოშიც (მესხეთი).
ზედაზნის მონასტერი ზედაზნის მთას, რომელზედაც მდებარეობს მონასტერი, სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის - ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).
ხოსროვიანები მირიან მეფემ, მიუხედავად მისი სპარსული ეთნიკური წარმოშობისა, სწრაფად მოახერხა ქართულ გარემოში ადაპტირება. სწრაფადვე დაეუფლა ქართულ ენას. მიატოვა ცეცხლთაყვანისმცემლობა და ქართული წარმართობის კულტი აღიარა. ამ დროს იგი სულ 7 წლის უნდა ყოფილიყო. მირიანსვე მიეწერება არმაზთან ერთად ახალი კერპის – ზადენის აღმართვა. მირიანის ნახევრად ლეგენდარული მმართველობის დროს საქართველო კვლავ რჩებოდა სპარსეთის და ბიზანტიის პრძოლის ასპარეზად.
იბერიის სამეფო ძვ. წ. IV–III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე — არმაზციხე და ზადენციხე.
წმინდა ნინო მაშინ დედოფალიც და მეფეც შეეხვეწნენ წმინდა ქალწულს მის განკურნებას. მეფე მირიანი თან ნინოს სთხოვდა, რომ შეეწყვიტა რომაელთა უცხო რჯულის, ქრისტიანობის ქადაგება და პირიქით, ექადაგა ქართლის წარმართული ღმერთების არმაზის, ზადენის, გაცისა და გას სარწმუნობა და სამაგიეროდ ჰპირდებოდა სამეფო სახლთან დაახლოებასა და პატივს. ხოლო,თუ ამასთან ერთად, სპარს მთავარსაც განკურნავდა, მეფე წმინდა ნინოს გამდიდრებას, მცხეთის მოქალაქედ („მკჳდრი“) და არმაზის მსახურად გახდომას ჰპირდებოდა.
წმინდა ნინო შუაღამე იყო მოახლოებული, როდესაც იქ დარჩენილებმა დაინახეს, რომ არმაზის და ზადენის მთები ჩამოიქცნენ, ჩამოირღვნენ და შეაჩერეს ორივე წყალი – მტკვარი და არაგვი. მტკვარმა გადმოხეთქა და ქალაქი მიჰქონდა, ხალხმა ატეხა ხმაური, მოთქმა და აქეთ–იქეთ სირბილი. ციხის (ბებრის ციხე) ზემოთ არაგვი გადმოვიდა და საშინელი გვრგვინვა ატყდა.
ფარნაჯომი ფარნაჯომ მეფეს თავისი მოღვაწეობის დასაწყისში აღუმართავს ზადენის კერპი ზედაზნის მთაზე და მისი თაყვანისცემა შემოუღია საქართველოში. მან გააძლიერა და განამტკიცა მცხეთა და ქართლის სხვა ციხე-ქალაქნი. კახეთში ააშენა ნეკრესი. მოგვიანებით პირი იცვალა კერპებისაგან და შეუდგა სპარსულ ცეცხლთაყვანისმცემლობას. მცხეთაში (მოგვთა) სპარსელი მოგვები (ქურუმები) მოიყვანა და ხალხშიც სპარსული რელიგიის გავრცელებას აპირებდა, მაგრამ მეფობის ბოლო პერიოდში მას განუდგნენ ქართველი დიდებულები და კერპებისაგან განრიდების მიზეზით მივიდნენ სომხეთის მეფე არტაშეს I-თან და სთხოვეს რომ დაესვა მისი ძე იგივე მირიან I-ის სიძე მცხეთაში. მატიანეთა ცნობით ფარნაჯომმა იგრძნო რა ხიფათი ადგა და თავი შეაფარა პონტოს, სადაც ათი წლის მანძილზე აგროვებდა არმიას არშაკის წინააღმდეგ. ფარნაჯომსა და სომხეთის მხარეს შორის შეტაკება ფარნაჯომის მარცხით დამთავრდა, რომელიც მოიკლა ტაშირის ველზე. ფარნაჯომს დარჩა ერთი მცირეწლოვანი ძე სახელად მირიან II, რომელსაც ჩუმად ზრდიდნენ სპარსეთში.
იბერიის სამეფო იბერიის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის პუნქტში მდებარეობდა. აქ იყრიდა თავს გზები ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ ადგილზე გადიოდა დიდი საერთაშორისო სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა. მტკვრის ხეობაში მცხეთის გარდა იყო იბერიის მნიშვნელოვანი ცენტრები - უფლისციხე, წუნდა, ოძრხე და სხვა. სტრაბონის ცნობით ელინისტური ხანის იბერია წარმოადგენდა მჭიდროდ დასახლებულ მეტწილად ქალაქებითა და დაბებით დასერილ ქვეყანას, სადაც იყო კრამიტისსახურავიანი და ხუროთმოძღვრების წესით ნაგები სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადო შენობები. იბერიის ქალაქებში იყო სავაჭრო სახელოსნო უბნები, ხშირად უცხო ტომის ხალხით დასახლებული. მაგ., ძვ. ქართული ქრონიკის მიხედვით, ძვ. წ. 169 მცხეთაში დაარსებულა ებრაული კოლონია. იბერიაში ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტების მინაბაძებს, რაც მსოფლიო ბაზარზე იბერიის აქტიური მონაწილეობით იყო გამოწვეული. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცხო ქვეყნების მოჭრილი ელინისტური ხანის მონეტებიც. იბერიის სამეფოში დაწინაურებული იყო სამშენებლო საქმე. აიგო ციხესიმაგრეები: არმაზციხე - სამეფო რეზიდენცია, ზადენციხე - სევსამორა, კახეთში - ნეკრესი, აშენდა მცხეთა და სხვა, აღიმართა უზენაეს ღვთაებათა კერპები (არმაზის, ზადენის, აინინასი და დანინასი) და სხვა.