Top 10 similar words or synonyms for ვილნიუსი

კაუნასი    0.940655

რიგა    0.925627

ბრატისლავა    0.915199

ლიუბლიანა    0.907661

პრაღა    0.907117

ტალინი    0.907089

სალონიკი    0.904582

ზაგრები    0.902891

მინსკი    0.900967

კლაიპედა    0.897128

Top 30 analogous words or synonyms for ვილნიუსი

Article Example
ვილნიუსი ვილნიუსი, თავის ორ წინამორბედზე, კერნავესა და ტრაკაიზე აღმოსავლეთით მდებარეობს. თუმცა დღეს, ვილნიუსის არნახული ტერიტორიული გაფართოების შესაბამისად კერნავე და განსაკუთრებით ტრაკაი ლამის მის გარეუბნებად იქცნენ. ვილნიუსისთვის არანაკლებ დასაცავ ძალას მათი ციხე–სიმაგრეები (განსაკუთრებით ტრაკაის ცნობილი კომპლექსი) წარმოადგენდა და ისინიც ფაქტობრივად ვილნიუსის დასავლეთ ფორპოსტებად იქცნენ. თუმცა ყოველივე ზემოთქმული ცხადია არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ვილნიუსს დასავლეთიდან მტერი არასოდეს მოსდგომოდეს. ტევტონთა ორდენის არმიებს მრავალჯერ გაუნადგურებიათ ვილნიუსი, მაგრამ იგი ფერფლიდან აღმდგარი კვლავ იკლებდა სასიცოცხლო ძალას. უკანასკნელი სამხედრო დარტყმა ქალაქს II მსოფლიო ომის წლებში მიადგა, როცა ფაშისტმა და საბჭოთა არმიებმა მანდამაინც დიდი მორიდება არ გამოიჩინეს ლიტვის დედაქალაქის მიმართ. თუმცა ობიექტურობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ ვილნიუსს ვარშავის ცნობილი ტრაგიკული ბედი არ გაუზიარებია და საფუძვლებამდე არ განადგურებულა.
ვილნიუსი ვილნიუსი – ლიტვის რესპუბლიკის დედაქალაქი დაარსდა 1353 წელს აღმოსავლეთ ლიტვაში, იქ სადაც მდინარე ნერისს მარცხენა მხრიდან მდინარე ვილია შეერთვის. თავად, ქალაქის სახელიც ამ მდინარისგან წარმოდგება და ნიშნავს „ქალაქს ვილიაზე“. იგი ევროპის შუაგულში მდებარეობს. ევროპის გეოგრაფიული ცენტრი ვილნიუსის ცენტრიდან სულ 26 კილომეტრის დაშორებითა ჩრდილოეთით.
ვილნიუსი ახალდაარსებულმა ქალაქმა სწრაფი ტემპებით იწყო ზრდა–გაფართოება. ისტორიულ წყაროებში ცნობილია, რომ დიდმა ჰერცოგმა გედემინასმა, ვილნიუსის დამაარსებელმა თუ როგორ გაუგზავნა თხოვნა და მოწოდება დასავლელ და აღმოსავლელ ევროპელ ვაჭრებს და ხელოსნებს, დიპლომატიურ თუ სასულიერო მისიებს კონტაქტები დაემყარებინათ ლიტვის ახალ დედაქალაქთან; რომელიც მათ უფლებების დაცვას, პრივილეგიებს, სითბოთი მიღებას და საერთოდ, ყველანაირ საუკეთესო პირობებს სთავაზობდა. შედეგმაც არ დააყოვნა და სულ მალე ვილნიუსი აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთ ცნობილ ქალაქად გვევლინება. ვილნიუსის პოლიტიკურ, მატერიალურ–ეკონომიკურ და კულტურულ–საგანმანათლებლო წინსვლას მისთვის ე.წ. ,მაგდებურგის სამართლის" გადაცემამაც შეუწყო ხელი. ეს სისტემა წარმოადგენდა ევროპის გარკვეულ ქალაქთა ალიანს (ცნობილ ჰანზის კავშირის ანალოგს, სადაც ლიტვის მეორე ქალაქი–კაუნასიც შედიოდა), რომელთაშორისაც განსაკუთრებული ურთიერთობა მყარდებოდა ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში. მაგრამ ვილნიუსისთვის ყველაზე მთავარი მოვლება მაინც დედაქალაქის სტატუსი იყო. ამიერიდან მას უნდა ეკისრა მთელი ქვეყნის მესაჭეობა, მისთვის გულის და ტვინის ფუნქციების შესრულება. უნდა ითქვას, რომ პროვინციებმაც სცნეს ახალი დედაქალაქი და ვილნიუსმაც მალე მთელი ქვეყნის სიყვარულიც დაიმსახუროს. ახლაც ხშირია გამოთქმა, რომ ,დაე, განადგურდეს მთელი ლიტვა, მაგრამ ვილნიუსიდან ერთი აგური მაინც გადარჩეს!"
ვილნიუსი თუმცა ვილნიუსმა შემდეგ დაკარგა დედაქალაქის ფუნქცია. უფრო სწორად იგი, ასე ვთქვათ, მეორე დედაქალაქი გახდა ახალი ევროპული მოვლენის_ჟეჩ–პოსპოლიტასი, ახალი ორერთიანი სახელმწიფოსი, რომელიც XV საუკუნეში ლუბლიანას უნიის ძალით პოლონეთმა და ლიტვამ შექმნეს. ამჯერად ვილნიუსი სახელმწიფოს ახალი მოსახლეებისთვის–პოლონელებისთვისაც ისეთივე ძვირფასი გახდა, როგორიც იყო ის ლიტველთათვის. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში ვილნიუსში დაიბადა და მის უნივერსიტეტში სწავლობდა დიდი პოლონელი მწერალი ადამ მიცკევიჩი. რომელსაც პოლონელებმა 1919–1939 წლებში ვილნიუსის ოკუპაციისას ვილნიუსში ძეგლი დაუდგეს. ხოლო როდესაც ვილნიუსი კვლავ ლიტვას დაუბრუნდა, მავანმა და მავანმა მისი დემონატაჟი მოითხოვა, მაგრამ თავად ლიტველები შეეწინააღმედგნენ ამ ბარბაროსულ აქტს და დღეს დიდი პოლონელი მოღვაწის ძეგლი კვლავ ამშვენებს ვილნიუსის ძველ უბანს. მეტიც, საბჭოთა ეპოქაში, თავად ლიტველებმა ძეგლთან იქვე განალაგეს ბარელიეფები, რომელიც მიცკევიჩის ცნობილი პოემის ,პან ტადეუშის" სიუჟეტებს ასახავს.
ვილნიუსი რუსეთის იმპერიის პროვინციულ ვილნას და ლიტვის სსრ დედაქალაქ ვილნიუსს არ დაუკარგავს თავისი ლიტვური სული. თუმცა რუსები ყველანაირად ცდილობდნენ მის რუსიფიცირებას. სრულიად ახალი დრო დადგა ვილნიუსისთვის მთელ ქვეყანასთან ერთად, როცა 1990 წელს ლიტვამ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ვილნიუსს პანევროპული ოჯახის ახალი წევრის მართვა დაევალა.