Top 10 similar words or synonyms for ვანდალები

ალანები    0.864307

თარეშობდნენ    0.857277

შეესივნენ    0.848414

ვესტგუთები    0.844883

შემოესივნენ    0.841393

ირანელები    0.839882

ვანდალებმა    0.837022

ნორმანები    0.833885

ჰუნებმა    0.823682

ხაზარები    0.823652

Top 30 analogous words or synonyms for ვანდალები

Article Example
ვანდალები ვანდალები — აღმოსავლეთ გერმანელთა ტომების ჯგუფი. თავდაპირველად ცხოვრობდნენ სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ძვ. წ. II-I სს. მიჯნაზე გადასახლდნენ ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ხოლო ახ. წ. III საუკუნისათვის - დუნაიზე. 335 წელს ვანდალები რომის ფედერატებად დაასახლეს პანონიაში. V საუკუნის დასაწყისში (ალანებთან ერთად) დაიძრნენ დასავლეთისაკენ. რამდენიმე წლის განმავლობაში არბევდნენ გალიას, ხოლო 409 წელს დასახლდნენ ესპანეთში. 429 წელს მეფე გაიზერიხის მეთაურობით ვანდალებმა გადალახეს გიბრალტარი. 10 წლის განმავლობაში დაიპყრეს რომის პროვინცია აფრიკა (439 წელს აიღეს კართაგენი) და იქ თავისი სამეფო დააარსეს. აქედან ვანდალები თავს ესხმოდნენ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვის კუნძელებსა და სანაპიროებს. დაპყრობილი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიის ნაწილი ვანდალებმა რომის მაგნატებს ჩამოართვეს და თვითონ დაინაწილეს, რამაც დააჩქარა მათთნ გვაროვნული წყობილების რღვევა და ფეოდალიზმის ელემენტების მომწიფება. 533-534 წწ. გამდიდრებულ წარჩინებულთა და რიგით მეომრებს შორის არსებული წინააღმდეგობებით დასუსტებული ვანდალების სამეფო ბიზანტიამ დაიპყრო; ვანდალები შეერწყნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
არიანა ქალაქის სახელი, როგორც ჩანს, თარიღდება აფრიკაში ვანდალების სამეფოს პერიოდით: ვანდალები, ფაქტობრივად არიანული რწმენის იყვნენ.
პორტუგალიის ისტორია რომის გავლენის დაცემის შემდეგ პორტუგალიის ტერიტორიაზე, 409 წლიდან, გაბატონდნენ ვანდალები, შემდეგ კი კავკასიის ჩრდილოეთი რაიონებიდან გადმოსახლდნენ ირანულენოვანი ალანები და კვალავ გერმანული ტომები — სვებები, ხოლო შემდეგ – ვესტგუთები.
ესპანეთის ისტორია 409 წელს პირენეის ნახევარკუნძულს ბარბაროსთა ტომები ვესტგუთები, ვანდალები, ალანები და სვებები მიაწყდნენ. ვესტგუთებმა ვანდალები და ალანები განდევნეს ესპანეთის სამხრეთში, ხოლო 429 წელს აიძულეს ისინი ჩრდილოეთ აფრიკაში გადასულიყვნენ, თვითონ კი დააარსეს საკუთარი სამეფო დედაქალაქით ბარსელონაში. სვებები კი დამკვიდრდნენ ჩრდილოეთ-დასავლეთ გალისიაში და დააარსეს სვებების სახელმწიფო. V საუკუნის ბოლოსათვის პირენეის ნახევარკუნძულის უმეტესი ნაწილი რომაელ დიდებულებს ემორჩილებოდა და ფორმალურად რომის იმპერიას ექვემდებარებოდა.
ხალხთა დიდი გადასახლება ვანდალები - გერმანული ტომები, რომლებმაც ორივე კონტინენტი (ევრაზია და აფრიკა) მოიარეს. ისინი სკანდინავიის ნახევარკუნძულსა და ბალტიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ. მათ აღმოსავლეთიდან ჰუნებს გამოქცეულ ალანებთან გაერთიანების შემდეგ დასავლეთისკენ იწყეს მიგრაცია, გაიარეს გალია და გადავიდნენ თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე. აქ მათ თავიანთი ბარბაროსული სამეფოც შექმნეს, რომელსაც შემდგომ ვესტგუთები დაესხნენ თავს და აქ დამკვიდრებული ალანები და ვანდალები გააძევეს, რომლებმაც ამჯერად გიბრალტარის სრუტის გავლით აფრიკის კონტინენტზე გადავიდნენ და აქ არსებული რომის აფრიკული პროვინციები დაიკავეს. ისინი რომის იმპერიის შინაომებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ვანდალთა სამეფომ არც ჩრდილოეთ აფრიკაში იარსება დიდხანს. იგი VI საუკუნის 30-იან წლებში ბიზანტიამ გაანადგურა და საკუთარ ტერიტორიას შეუერთა.